https://sputnik-georgia.com/20241230/soflad-saxli-600-devnil-oaxs-gadaecema-291602912.html
სოფლად სახლი სახელმწიფოსგან კიდევ 600-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა
სოფლად სახლი სახელმწიფოსგან კიდევ 600-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა
Sputnik საქართველო
2025 წლის ბოლომდე სააგენტო სოფლად სახლს 6 ათას დევნილ ოჯახს შეუსყიდის. 30.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-30T14:15+0400
2024-12-30T14:15+0400
2024-12-30T14:15+0400
საქართველო
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
სოციალური სფერო საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24178/37/241783707_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_627acb1b6f2578bb398e049032c4040e.jpg
თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იძულებით გადაადგილებულ 600-მდე ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.აღნიშნული ოჯახების სია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. იძულებით გადაადგილებული ოჯახები სახლებს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში 6 თვის ვადაში თავად შეარჩევენ.საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება.„სოფლად სახლის“ შესყიდვის პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადები მუდმივ რეჟიმში მიიღება.„სოფლად სახლის“ შესყიდვის პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადები მუდმივ რეჟიმში მიიღება. მიმდინარე წელს, სააგენტომ ახალი საცხოვრებელი 1.132 დევნილ ოჯახს უკვე შეუსყიდა და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.უწყების ცნობით, „სოფლად სახლის" პროექტის ფარგლებში, 2025 წლის ბოლომდე, ჯამში, 6 ათასი დევნილი ოჯახი განსახლდება.პროექტის ფარგლებში, ოჯახები განსახლების ადგილსა და სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავადვე არჩევენ. სახლების დიდ ნაწილს თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც მათ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წამოწყებისა და დამატებითი შემოსავლის წყაროს გაჩენის შესაძლებლობას აძლევს.პროექტი „სოფლად სახლი" 2013 წლიდან ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, ოჯახები განსახლების ადგილსა და სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავადვე არჩევენ. სახლების დიდ ნაწილს თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც მათ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წამოწყებისა და დამატებითი შემოსავლის წყაროს გაჩენის შესაძლებლობას აძლევს.ამჟამად საქართველოში დაახლოებით 290 ათასი დევნილია რეგისტრირებული, ეს 92 ათასი ოჯახია. სახელმწიფო დევნილ ოჯახებს ბინებს ეტაპობრივად გადასცემს, თუმცა ბევრი მათგანი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდება.დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესის კიდევ უფრო დაჩქარების მიზნით კომისიის სხდომები ყოველთვიურად იმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24178/37/241783707_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_975396168fef9103f3993d17efa9e07a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
სოფლად სახლი სახელმწიფოსგან კიდევ 600-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა
2025 წლის ბოლომდე სააგენტო სოფლად სახლს 6 ათას დევნილ ოჯახს შეუსყიდის.
თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იძულებით გადაადგილებულ 600-მდე ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღნიშნული ოჯახების სია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. იძულებით გადაადგილებული ოჯახები სახლებს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში 6 თვის ვადაში თავად შეარჩევენ.
საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება.
„სოფლად სახლის“ შესყიდვის პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადები მუდმივ რეჟიმში მიიღება.
„სოფლად სახლის“ შესყიდვის პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადები მუდმივ რეჟიმში მიიღება. მიმდინარე წელს, სააგენტომ ახალი საცხოვრებელი 1.132 დევნილ ოჯახს უკვე შეუსყიდა და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.
ჯამში, პროექტის ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 266 მლნ ლარამდე გაიხარჯა, მხოლოდ 2024 წელს კი - 35 მლნ ლარზე მეტი. , 2025 წლის ბიუჯეტში სოფლად სახლების შესყიდვისთვის 65 მლნ ლარი გამოიყოფა.
უწყების ცნობით, „სოფლად სახლის" პროექტის ფარგლებში, 2025 წლის ბოლომდე, ჯამში, 6 ათასი დევნილი ოჯახი განსახლდება.
პროექტის ფარგლებში, ოჯახები განსახლების ადგილსა და სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავადვე არჩევენ. სახლების დიდ ნაწილს თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც მათ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წამოწყებისა და დამატებითი შემოსავლის წყაროს გაჩენის შესაძლებლობას აძლევს.
პროექტი „სოფლად სახლი" 2013 წლიდან ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, ოჯახები განსახლების ადგილსა და სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავადვე არჩევენ. სახლების დიდ ნაწილს თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც მათ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წამოწყებისა და დამატებითი შემოსავლის წყაროს გაჩენის შესაძლებლობას აძლევს.
ამჟამად საქართველოში დაახლოებით 290 ათასი დევნილია რეგისტრირებული, ეს 92 ათასი ოჯახია. სახელმწიფო დევნილ ოჯახებს ბინებს ეტაპობრივად გადასცემს, თუმცა ბევრი მათგანი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდება.
დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესის კიდევ უფრო დაჩქარების მიზნით კომისიის სხდომები ყოველთვიურად იმართება.