https://sputnik-georgia.com/20241230/shalva-tadumadze-shss-ministris-moadgiled-dainishna-291609289.html
შალვა თადუმაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
შალვა თადუმაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
Sputnik საქართველო
თადუმაძე 2019 წლიდან დღემდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა. 30.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-30T19:42+0400
2024-12-30T19:42+0400
2024-12-30T19:42+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24551/27/245512740_0:91:1000:654_1920x0_80_0_0_7ed41dcb3c49482864333661272d2bad.jpg
თბილისი, 30 დეკემბერი - Spurnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ ვახტანგ გომელაურის მოადგილედ შალვა თადუმაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.ამ დრომდე ვახტანგ გომელაურს ოთხი მოადგილე ჰყავდა - შალვა ბედოიძე (პირველი მოადგილე), ალექსანდრე დარახველიძე, გიორგი ბუთხუზი და იოსებ ჭელიძე.შალვა თადუმაძე 2019 წლიდან დღემდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა, ასევე იყო უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეული მოსამართლე.თადუმაძე 2018-2019 წლებში საქართველოს მთავარი პროკურორი იყო, მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზეც.შალვა თადუმაძემ 1998 წელს დაამთავრა თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. 2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება საერთო სპეციალიზაციით. 2006-2007 წლებში სწავლობდა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლაში.უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრის ახლადდანიშნულ მოადგილეს როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24551/27/245512740_0:0:872:654_1920x0_80_0_0_c94f2953dfb84b067873e45212d7fc63.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
შალვა თადუმაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
თადუმაძე 2019 წლიდან დღემდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა.
თბილისი, 30 დეკემბერი - Spurnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ ვახტანგ გომელაურის მოადგილედ შალვა თადუმაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ამ დრომდე ვახტანგ გომელაურს ოთხი მოადგილე ჰყავდა - შალვა ბედოიძე (პირველი მოადგილე), ალექსანდრე დარახველიძე, გიორგი ბუთხუზი და იოსებ ჭელიძე.
შალვა თადუმაძე 2019 წლიდან დღემდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა, ასევე იყო უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეული მოსამართლე.
თადუმაძე 2018-2019 წლებში საქართველოს მთავარი პროკურორი იყო, მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზეც.
შალვა თადუმაძემ 1998 წელს დაამთავრა თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. 2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება საერთო სპეციალიზაციით. 2006-2007 წლებში სწავლობდა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლაში.
უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრის ახლადდანიშნულ მოადგილეს როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.