https://sputnik-georgia.com/20241229/prezidentis-inauguraciis-dges-eqvsi-piri-daakaves-291598460.html
პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს
პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს
Sputnik საქართველო
ამ დროისთვის საკანონმდებლო ორგანოს წინ საპროტესტო აქცია დასრულებულია. 29.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-29T16:33+0400
2024-12-29T16:33+0400
2024-12-29T16:58+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საპროტესტო აქციები თბილისში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291591245_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_7ec38f814adb83b532b322c45b14feca.jpg
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. პარლამენტის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით ექვსი პირი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია „აჩვენე წითელი ბარათი ყაველაშვილს" დილის 11 საათზე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონიის პარალელურად დაიწყო.აქციის მონაწილეების დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც ისინი არ დაემორჩილნენ სამართალდამცველების მოწოდებას დარჩენილიყვნენ ტროტუარზე, არ გადასულიყვნენ გზის სავალ ნაწილზე და არ შეეფერხებინათ ტრანსპორტის მოძრაობა. მოგვიანებით ექვსივე დაკავებული ხელწერილის საფუველზე გაათავისუფლეს.ამ დროისთვის საკანონმდებლო ორგანოს წინ საპროტესტო აქცია დასრულებულია.პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე მოწვეული იყვნენ საარჩევნო კოლეგიის წევრები და მთავრობის, საკონსტიტუციო ორგანოებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები - ინაუგურაციას სხვა ქვეყნების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები არ დასწრებიან.ექს-პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს დილით განაცხადა, რომ დატოვებს პრეზიდენტის რეზიდენციას, თუმცა გააგრძელებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობას, როგორც „ლეგიტიმური პრეზიდენტი“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291591245_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_265bab28fa882684b3f4030b79887731.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საპროტესტო აქციები თბილისში , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საპროტესტო აქციები თბილისში , ახალი ამბები
პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს
16:33 29.12.2024 (განახლებულია: 16:58 29.12.2024) ამ დროისთვის საკანონმდებლო ორგანოს წინ საპროტესტო აქცია დასრულებულია.
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. პარლამენტის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით ექვსი პირი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია „აჩვენე წითელი ბარათი ყაველაშვილს" დილის 11 საათზე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონიის პარალელურად დაიწყო.
აქციის მონაწილეების დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც ისინი არ დაემორჩილნენ სამართალდამცველების მოწოდებას დარჩენილიყვნენ ტროტუარზე, არ გადასულიყვნენ გზის სავალ ნაწილზე და არ შეეფერხებინათ ტრანსპორტის მოძრაობა. მოგვიანებით ექვსივე დაკავებული ხელწერილის საფუველზე გაათავისუფლეს.
ამ დროისთვის საკანონმდებლო ორგანოს წინ საპროტესტო აქცია დასრულებულია.
პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე მოწვეული იყვნენ საარჩევნო კოლეგიის წევრები და მთავრობის, საკონსტიტუციო ორგანოებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები - ინაუგურაციას სხვა ქვეყნების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები არ დასწრებიან.
ექს-პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს დილით განაცხადა, რომ დატოვებს პრეზიდენტის რეზიდენციას, თუმცა გააგრძელებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობას, როგორც „ლეგიტიმური პრეზიდენტი“.