https://sputnik-georgia.com/20241228/momsaxurebis-saagento-da-ertiani-momsaxurebis-centri-uqmeebze-ar-imusavebs-ganrigi-291577875.html
მომსახურების სააგენტო და ერთიანი მომსახურების ცენტრი უქმეებზე არ იმუშავებს: განრიგი
მომსახურების სააგენტო და ერთიანი მომსახურების ცენტრი უქმეებზე არ იმუშავებს: განრიგი
Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობის დადგენილებით საჯარო მოხელეებისთვის 2025 წლის 3 იანვარი, 6 იანვარი, 8 იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით დღეები უქმე დღეებად გამოცხადდა. 28.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-28T11:47+0400
2024-12-28T11:47+0400
2024-12-28T11:47+0400
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/13/266079002_0:82:1178:745_1920x0_80_0_0_449b9063034b2a6d11d5836194ebde21.jpg
თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცხადებულ უქმე დღეებში მომსახურების სააგენტო და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი არ იმუშავებს, იუწყება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.„ახალი წლის დღესასწაულის გამო გამოცხადებულ უქმე დღეებთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ მომსახურების სააგენტო, ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების სერვისცენტრები და საინფორმაციო ქოლცენტრი 2025 წლის 1-12 იანვარს არ იმუშავებენ, ხოლო 13 იანვრიდან მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განახლდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.იმ პირებს, რომლებსაც მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე (მოედანი) გასვლა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 12 იანვრის ჩათვლით უწევდათ, აღნიშნული დღეების გამოყენების შესაძლებლობა 2025 წლის 13 იანვრიდან მიეცემათ.მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე (ქალაქი) გასვლას კანდიდატები 2025 წლის 13 იანვრიდან შეძლებენ. იმ პირებს, რომლებსაც შენახული/დაჯავშნილი აქვთ სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნები და აღნიშნულ პერიოდში ეწურებათ შენახვის/დაჯავშნის დრო, ვადა გაუხანგრძლივდებათ 13 იანვრის ჩათვლით.როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, პირები, რომლებიც 2024 წლის 30-31 დეკემბერს დააფიქსირებენ ცნობის მისაღებად განაცხადს, ასევე მოითხოვენ ცნობის თარგმნა/დამოწმებას, გარდა დაჩქარებული მომსახურების მოთხოვნისა, დამზადებულ დოკუმენტს მიიღებენ 13 იანვრიდან.ხოლო იმ პირებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალების განბაჟების ბოლო დღე უწევთ 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 12 იანვრის ჩათვლით პერიოდში, საჯარიმო სანქციები არ დაეკისრებათ და განბაჟების ბოლო ვადად განესაზღვრებათ 13 იანვარი.იმ შემთხვევაში, თუ საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული ჯარიმის გასაჩივრების ბოლო დღე დაემთხვევა უქმე დღეს, მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება გასაჩივრების ვადით ისარგებლოს ბოლო უქმე დღის მომდევნო (პირველივე) სამუშაო დღეს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.საქართველოს მთავრობის დადგენილებით საჯარო მოხელეებისთვის 2025 წლის 3 იანვარი, 6 იანვარი, 8 იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით დღეები უქმე დღეებად გამოცხადდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 24 დეკემბერს მოაწერა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/13/266079002_129:0:1178:787_1920x0_80_0_0_8f00abcf6983f96aed70c7265f19e9e3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საქართველო, ახალი ამბები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საქართველო, ახალი ამბები
მომსახურების სააგენტო და ერთიანი მომსახურების ცენტრი უქმეებზე არ იმუშავებს: განრიგი
საქართველოს მთავრობის დადგენილებით საჯარო მოხელეებისთვის 2025 წლის 3 იანვარი, 6 იანვარი, 8 იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით დღეები უქმე დღეებად გამოცხადდა.
თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცხადებულ უქმე დღეებში მომსახურების სააგენტო და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი არ იმუშავებს, იუწყება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
„ახალი წლის დღესასწაულის გამო გამოცხადებულ უქმე დღეებთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ მომსახურების სააგენტო, ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების სერვისცენტრები და საინფორმაციო ქოლცენტრი 2025 წლის 1-12 იანვარს არ იმუშავებენ, ხოლო 13 იანვრიდან მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განახლდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
იმ პირებს, რომლებსაც მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე (მოედანი) გასვლა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 12 იანვრის ჩათვლით უწევდათ, აღნიშნული დღეების გამოყენების შესაძლებლობა 2025 წლის 13 იანვრიდან მიეცემათ.
მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე (ქალაქი) გასვლას კანდიდატები 2025 წლის 13 იანვრიდან შეძლებენ. იმ პირებს, რომლებსაც შენახული/დაჯავშნილი აქვთ სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნები და აღნიშნულ პერიოდში ეწურებათ შენახვის/დაჯავშნის დრო, ვადა გაუხანგრძლივდებათ 13 იანვრის ჩათვლით.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, პირები, რომლებიც 2024 წლის 30-31 დეკემბერს დააფიქსირებენ ცნობის მისაღებად განაცხადს, ასევე მოითხოვენ ცნობის თარგმნა/დამოწმებას, გარდა დაჩქარებული მომსახურების მოთხოვნისა, დამზადებულ დოკუმენტს მიიღებენ 13 იანვრიდან.
ხოლო იმ პირებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალების განბაჟების ბოლო დღე უწევთ 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 12 იანვრის ჩათვლით პერიოდში, საჯარიმო სანქციები არ დაეკისრებათ და განბაჟების ბოლო ვადად განესაზღვრებათ 13 იანვარი.
იმ შემთხვევაში, თუ საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული ჯარიმის გასაჩივრების ბოლო დღე დაემთხვევა უქმე დღეს, მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება გასაჩივრების ვადით ისარგებლოს ბოლო უქმე დღის მომდევნო (პირველივე) სამუშაო დღეს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით საჯარო მოხელეებისთვის 2025 წლის 3 იანვარი, 6 იანვარი, 8 იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით დღეები უქმე დღეებად გამოცხადდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 24 დეკემბერს მოაწერა.