https://sputnik-georgia.com/20241226/tarlitoba-maralcinosnebis-saxelit-dakavebulia-sami-adamiani-291552609.html
თაღლითობა მაღალჩინოსნების სახელით - დაკავებულია სამი ადამიანი
თაღლითობა მაღალჩინოსნების სახელით - დაკავებულია სამი ადამიანი
Sputnik საქართველო
პროკურატურაში საქმის მოგვარების ცრუ დაპირების სანაცვლოდ ერთ-ერთი ბრალდებულს 2,5 მლნ დოლარამდე თანხა გამოართვა 26.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-26T13:46+0400
2024-12-26T13:46+0400
2024-12-26T13:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_f3d4a574f41676e7c9543069e0779b38.jpg
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სამი პირი დააკავეს, იუწყება საქართველოს პროკურატურა.უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში 2022 წლიდან მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დანაშაულში მონაწილე პირების კუთვნილი რამდენიმე მილიონი ლარის ამოღება მოხდა, ასევე დაყადაღდა მათ საკუთრებაში არსებული ძვირადღირებული უძრავი ქონებები.დაკავებულებმა ისარგებლეს შექმნილი სიტუაციით და დანაშაულის ერთ-ერთ ორგანიზატორს, რომლის კუთვნილი აქტივებიც ამოიღო და დააყადაღა პროკურატურამ, სხვადასხვა უწყების მაღალი თანამდებობის პირების სახელით, დანაშაულებრივი საქმიანობის მფარველობისა და პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებაში მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღების ცრუ დაპირებით, მოტყუებით გამოართვეს 2.460.000 აშშ დოლარი და ერთმანეთში გაინაწილეს.შემდგომში მათ ფულის გათეთრების მიზნით თავის, ოჯახის წევრების და ნათესავების სახელზე შეიძინეს ძვირადღირებული უძრავ-მოძრავი ქონებები, რა გზითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს.მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაყადაღებული იქნა ბრალდებულების დანაშაულებრივი შემოსავლით შეძენილი ძვირადღირებული ქონებები და საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხები.დაკავებულებს ბრალდება თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე წარედგინათ, რაც 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენისა და მხილების მიზნით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_94:118:1076:854_1920x0_80_0_0_b848fde4ab5a5b13229dc35decf167ac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
თაღლითობა მაღალჩინოსნების სახელით - დაკავებულია სამი ადამიანი
პროკურატურაში საქმის მოგვარების ცრუ დაპირების სანაცვლოდ ერთ-ერთი ბრალდებულს 2,5 მლნ დოლარამდე თანხა გამოართვა
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სამი პირი დააკავეს, იუწყება საქართველოს პროკურატურა.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში 2022 წლიდან მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დანაშაულში მონაწილე პირების კუთვნილი რამდენიმე მილიონი ლარის ამოღება მოხდა, ასევე დაყადაღდა მათ საკუთრებაში არსებული ძვირადღირებული უძრავი ქონებები.
დაკავებულებმა ისარგებლეს შექმნილი სიტუაციით და დანაშაულის ერთ-ერთ ორგანიზატორს, რომლის კუთვნილი აქტივებიც ამოიღო და დააყადაღა პროკურატურამ, სხვადასხვა უწყების მაღალი თანამდებობის პირების სახელით, დანაშაულებრივი საქმიანობის მფარველობისა და პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებაში მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღების ცრუ დაპირებით, მოტყუებით გამოართვეს 2.460.000 აშშ დოლარი და ერთმანეთში გაინაწილეს.
შემდგომში მათ ფულის გათეთრების მიზნით თავის, ოჯახის წევრების და ნათესავების სახელზე შეიძინეს ძვირადღირებული უძრავ-მოძრავი ქონებები, რა გზითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაყადაღებული იქნა ბრალდებულების დანაშაულებრივი შემოსავლით შეძენილი ძვირადღირებული ქონებები და საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხები.
დაკავებულებს ბრალდება თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე წარედგინათ, რაც 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენისა და მხილების მიზნით.