https://sputnik-georgia.com/20241226/ra-etapzea-narinjisferi-rtveli-bolo-informacia-291549647.html
რა ეტაპზეა „ნარინჯისფერი რთველი“ საქართველოში: ბოლო ინფორმაცია
რა ეტაპზეა „ნარინჯისფერი რთველი“ საქართველოში: ბოლო ინფორმაცია
Sputnik საქართველო
ქართული ციტრუსის ძირითადი იმპორტიორი ქვეყნებია რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ბელარუსი და უკრაინა. 26.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-26T10:47+0400
2024-12-26T10:47+0400
2024-12-26T10:47+0400
საქართველო
ახალი ამბები
საქართველოს სოფლის მეურნეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
აჭარა
აჭარის მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/19/291542084_0:74:2049:1226_1920x0_80_0_0_730e7c4357ac527a9dc60dea62d2329e.jpg
თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. საქართველომ 2024 წლის 1 სექტემბრიდან 28 ათას ტონამდე მანდარინის ექსპორტი განახორციელა, რომლის ღირებულებამ 15,9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება სოფლის მეურნეობის სამინისტრო.საქართველოში ციტრუსის მოსავლის აღების სეზონი ნოემბერში იწყება და ოთხი თვე გრძელდება. ქართული ციტრუსის ძირითადი იმპორტიორი ქვეყნებია რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ბელარუსი და უკრაინა.„აჭარაში აქტიურად და შეუფერხებლად მიმდინარეობს ციტრუსის დაბინავების პროცესი, რომელსაც ადგილზე გავეცანი. ამ ეტაპზე, 28 000 ტონაზე მეტი ციტრუსი უკვე ექსპორტირებულია სხვადასხვა ბაზარზე. კოორდინირებული მუშაობით მოსავალი სრულად იქნება დაბინავებული“, - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, რომელიც ციტრუსის მოსავლის აღება-დაბინავების პროცესს ქობულეთში დაესწრო.უწყების ინფორმაციით, გადამუშავდა 5.400 ტონა არასტანდარტული ნაყოფი, რისთვისაც 1,9 მლნ ლარის სუბსიდია გაიცა.აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს სახელმწიფო სუბსიდია სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტული) მანდარინზე გასულ წელთან შედარებით 10 თეთრით გაიზარდა და 1 კგ-ზე 35 თეთრს შეადგენს. შესაბამისად, გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 40 თეთრია, საიდანაც ფერმერებს 5 თეთრს საწარმო უხდის.ციტრუსის სეზონის შეუფერხებლად განხორციელებისა და რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, აჭარაში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი 1 თებერვლამდე იმუშავებს. ასევე იმუშავებს ცხელი ხაზი, სადაც ყველა მსურველს შეუძლია საჭირო ინფორმაცია მიიღოს.აჭარაში საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი ციტრუსის მიმღებ-დამხარისხებელი საწარმო, ხოლო არასტანდარტულ ნაყოფს ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული ორი გადამმუშავებელი ქარხანა შეუფერხებლად იბარებს. მიმდინარე წელს ციტრუსის 40-45 ათას ტონამდე მოსავალს ელოდებიან.სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის 1 სექტემბრიდან 2024 წლის 16 იანვრამდე საქართველომ ექსპორტზე 23,4 მილიონი დოლარის ღირებულების 36,2 ათასი ტონა მანდარინი გაიტანა. საანგარიშო პერიოდში ექსპორტის მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 144%-ით, ხოლო პროდუქციის ღირებულება 183%-ით გაიზარდა.საქართველოში ძირითადად მოჰყავთ „უნშიუ“ (C. Unshiu Marc.) ჯიშის მანდარინი, რომელიც იაპონური ჯიშის „საცუმას“ ჯგუფში შედის. მას გამოარჩევს კარგი გემოვნური თვისებები და ის ადვილად იფცქვნება. მაგრამ ერთი ნაკლიც აქვს - ამ ჯიშის მანდარინს შენახვის შედარებით მოკლე პერიოდი აქვს.შენახვის ვადის გასახანგრძლივებლად ციტრუსებს პარაფინით ამუშავებენ და უტარებენ დეზინფექციას. შეფუთვამდე მანდარინს ხელით არჩევენ. პროდუქციას, რომელიც საექსპორტოდ არ გამოდგება, გზავნიან გადასამუშავებლად, რომლისგანაც მანდარინის კონცენტრატი მზადდება და შემდეგ ფორთოხლის წვენში ემატება.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/19/291542084_157:0:1890:1300_1920x0_80_0_0_bf7cb45c26143f98d60ae316df81a9d5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, აჭარა , აჭარის მთავრობა
საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, აჭარა , აჭარის მთავრობა
რა ეტაპზეა „ნარინჯისფერი რთველი“ საქართველოში: ბოლო ინფორმაცია
ქართული ციტრუსის ძირითადი იმპორტიორი ქვეყნებია რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ბელარუსი და უკრაინა.
თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. საქართველომ 2024 წლის 1 სექტემბრიდან 28 ათას ტონამდე მანდარინის ექსპორტი განახორციელა, რომლის ღირებულებამ 15,9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
საქართველოში ციტრუსის მოსავლის აღების სეზონი ნოემბერში იწყება და ოთხი თვე გრძელდება. ქართული ციტრუსის ძირითადი იმპორტიორი ქვეყნებია რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ბელარუსი და უკრაინა.
„აჭარაში აქტიურად და შეუფერხებლად მიმდინარეობს ციტრუსის დაბინავების პროცესი, რომელსაც ადგილზე გავეცანი. ამ ეტაპზე, 28 000 ტონაზე მეტი ციტრუსი უკვე ექსპორტირებულია სხვადასხვა ბაზარზე. კოორდინირებული მუშაობით მოსავალი სრულად იქნება დაბინავებული“, - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, რომელიც ციტრუსის მოსავლის აღება-დაბინავების პროცესს ქობულეთში დაესწრო.
უწყების ინფორმაციით, გადამუშავდა 5.400 ტონა არასტანდარტული ნაყოფი, რისთვისაც 1,9 მლნ ლარის სუბსიდია გაიცა.
აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს სახელმწიფო სუბსიდია სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტული) მანდარინზე გასულ წელთან შედარებით 10 თეთრით გაიზარდა და 1 კგ-ზე 35 თეთრს შეადგენს. შესაბამისად, გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 40 თეთრია, საიდანაც ფერმერებს 5 თეთრს საწარმო უხდის.
ციტრუსის სეზონის შეუფერხებლად განხორციელებისა და რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, აჭარაში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი 1 თებერვლამდე იმუშავებს. ასევე იმუშავებს ცხელი ხაზი, სადაც ყველა მსურველს შეუძლია საჭირო ინფორმაცია მიიღოს.
აჭარაში საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი ციტრუსის მიმღებ-დამხარისხებელი საწარმო, ხოლო არასტანდარტულ ნაყოფს ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული ორი გადამმუშავებელი ქარხანა შეუფერხებლად იბარებს. მიმდინარე წელს ციტრუსის 40-45 ათას ტონამდე მოსავალს ელოდებიან.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის 1 სექტემბრიდან 2024 წლის 16 იანვრამდე საქართველომ ექსპორტზე 23,4 მილიონი დოლარის ღირებულების 36,2 ათასი ტონა მანდარინი გაიტანა. საანგარიშო პერიოდში ექსპორტის მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 144%-ით, ხოლო პროდუქციის ღირებულება 183%-ით გაიზარდა.
საქართველოში ძირითადად მოჰყავთ „უნშიუ“ (C. Unshiu Marc.) ჯიშის მანდარინი, რომელიც იაპონური ჯიშის „საცუმას“ ჯგუფში შედის. მას გამოარჩევს კარგი გემოვნური თვისებები და ის ადვილად იფცქვნება. მაგრამ ერთი ნაკლიც აქვს - ამ ჯიშის მანდარინს შენახვის შედარებით მოკლე პერიოდი აქვს.
შენახვის ვადის გასახანგრძლივებლად ციტრუსებს პარაფინით ამუშავებენ და უტარებენ დეზინფექციას. შეფუთვამდე მანდარინს ხელით არჩევენ. პროდუქციას, რომელიც საექსპორტოდ არ გამოდგება, გზავნიან გადასამუშავებლად, რომლისგანაც მანდარინის კონცენტრატი მზადდება და შემდეგ ფორთოხლის წვენში ემატება.