https://sputnik-georgia.com/20241225/turqetis-prezidentma-kavelashvils-prezidentad-archeva-miuloca-291537253.html
თურქეთის პრეზიდენტმა ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა
თურქეთის პრეზიდენტმა ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა
Sputnik საქართველო
რეჯეფ თაიიფ ერდოღანი დარწმუნებულია, რომ მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში საქართველო და თურქეთი გააგრძელებენ მეგობრული ურთიერთობების განვითარებას და... 25.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-25T15:00+0400
2024-12-25T15:00+0400
2024-12-25T15:00+0400
საქართველო
თურქეთი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/1b/291104918_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_613a80eed9dd7c5a3647141d0e7b9d11.jpg
თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად 14 დეკემბერს აირჩიეს. საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკული მოდელით ჩატარდა - მან საარჩევნო კოლეგიის 224 წევრის ხმა მიიღო. ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება.თურქეთის სახელმწიფოს მეთაური დარწმუნებულია, რომ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობა ყაველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდშიც გაგრძელდება.„სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი უფლებამოსილების ვადაში კიდევ უფრო განვავითარებთ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობებსა და მჭიდრო თანამშრომლობას, რაც თანხვედრაშია ჩვენს საგარეო ინტერესებთან და ემსახურება რეგიონში კეთილდღეობის უზრუნველყოფას“, -ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის მისალოც წერილში.თურქეთის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგას ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უსურვა, ხოლო მეგობარ საქართველოს ხალხს – აღორძინება და ბედნიერება.საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია 29 დეკემბერს გაიმართება. ამასთან, მოქმედი სახელმწიფო მეთაური სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რეზიდენციის - ორბელიანების სასახლის დატოვებაზე უარს აცხადებს. „აბა, ვნახოთ, ვინ წავა“, - დაწერა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, სანამ ქვეყნის ხელისუფლება ახალი საპარლამენტო არჩევნებით არ შეიცვლება, ხელისუფლების ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი მხოლოდ ის შეიძლება იყოს.ყაველაშვილს პირველმა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევმა მიულოცა. საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა ასევე მიიღო მილოცვები სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისგან, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსგან. სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა კი ყაველაშვილს პრეზიდენტობა მიულოცა და სერბეთში სტუმრად მიიწვია.საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარეს 1992 წლის 21 მაისს. სახელმწიფოები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოებისა და განათლების სფეროებში. თურქეთი საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველ ადგილზეა. მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2024 წლის იანვარ-სექტემბერში 2,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 6,5%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდზე. თურქეთის წილი საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 13,9%-ია.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/1b/291104918_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_5430f4edba01a263cd4db7200b48a773.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თურქეთი , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები
საქართველო, თურქეთი , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები
თურქეთის პრეზიდენტმა ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა
რეჯეფ თაიიფ ერდოღანი დარწმუნებულია, რომ მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში საქართველო და თურქეთი გააგრძელებენ მეგობრული ურთიერთობების განვითარებას და მჭიდრო თანამშრომლობას.
თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად 14 დეკემბერს აირჩიეს. საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკული მოდელით ჩატარდა - მან საარჩევნო კოლეგიის 224 წევრის ხმა მიიღო. ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება.
„პატივცემულო არჩეულო პრეზიდენტო, ჩემი და ჩემი ხალხის სახელით გულწრფელად ვულოცავ თქვენს აღმატებულებას საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. საქართველოსთან ახლო მეზობლობა და სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს. გისურვებთ წარმატებებს ამ საპატიო მოვალეობის შესრულებაში“, - ნათქვამია ერდოღანის წერილში.
თურქეთის სახელმწიფოს მეთაური დარწმუნებულია, რომ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობა ყაველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდშიც გაგრძელდება.
„სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი უფლებამოსილების ვადაში კიდევ უფრო განვავითარებთ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობებსა და მჭიდრო თანამშრომლობას, რაც თანხვედრაშია ჩვენს საგარეო ინტერესებთან და ემსახურება რეგიონში კეთილდღეობის უზრუნველყოფას“, -ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის მისალოც წერილში.
თურქეთის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგას ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უსურვა, ხოლო მეგობარ საქართველოს ხალხს – აღორძინება და ბედნიერება.
საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია 29 დეკემბერს გაიმართება. ამასთან, მოქმედი სახელმწიფო მეთაური სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რეზიდენციის - ორბელიანების სასახლის დატოვებაზე უარს აცხადებს. „აბა, ვნახოთ, ვინ წავა“, - დაწერა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.
როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, სანამ ქვეყნის ხელისუფლება ახალი საპარლამენტო არჩევნებით არ შეიცვლება, ხელისუფლების ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი მხოლოდ ის შეიძლება იყოს.
ყაველაშვილს პირველმა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევმა მიულოცა. საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა ასევე მიიღო მილოცვები სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისგან, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსგან. სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა კი ყაველაშვილს პრეზიდენტობა მიულოცა და სერბეთში სტუმრად მიიწვია.
საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარეს 1992 წლის 21 მაისს. სახელმწიფოები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოებისა და განათლების სფეროებში. თურქეთი საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველ ადგილზეა. მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2024 წლის იანვარ-სექტემბერში 2,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 6,5%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდზე. თურქეთის წილი საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 13,9%-ია.