https://sputnik-georgia.com/20241225/shss-pace-gancxadebaze-komentars-aketebs-291541708.html
შსს-მ PACE-ს დამკვირვებელთა ავტომობილთან დაკავშირებულ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა
შსს-მ PACE-ს დამკვირვებელთა ავტომობილთან დაკავშირებულ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა
Sputnik საქართველო
სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელთა განცხადებით, ბოროტმოქმედებმა ავტომობილს საბურავები განზრახ დაუზიანეს, შემდეგ კი ძველი ავტომობილი დააჯახეს 25.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-25T20:17+0400
2024-12-25T20:17+0400
2024-12-25T20:17+0400
საქართველო
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - pace
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1d/290657181_0:0:3256:1833_1920x0_80_0_0_efd56e1c8a20dff970753dc4899b9c28.jpg
თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სადამკვირვებლო მისიის ავტომობილის მძღოლს არჩევნების დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტში შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციელებთან საუბრისას არ გამოუთქვამს ვარაუდი, რომ ვინმეს შეეძლო ავტომობილის განზრახ დაზიანება, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.PACE- ს დამკვირვებელთა ანგარიშის თანახმად, 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში მდებარე საარჩევნო უბანთან 40-მდე არაკეთილგანწყობილმა მამაკაცმა მისიის ავტომობილი დააზიანა. კერძოდ, მათ ავტომობილს საბურავები განზრახ დაუზიანეს და შემდეგ ძველი ავტომობილი დააჯახეს.მომხდარის გამომწვევი მიზეზის დასადგენად სამართალდამცველების მიერ მოხდა მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება, შეტყობინების ინიციატორთან გასაუბრების შემდეგ შედგა შესაბამისი დოკუმენტი.აღსანიშნავია, რომ მანქანა მძღოლს საავტომობილო გზის გვერდულზე ჰყავდა გაჩერებული.„ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მძღოლმა განუმარტა, რომ მისთვის დაუდგენელმა ავტომობილმა, სავარაუდოდ, საავტომობილო გზაზე მოძრაობისას დაუზიანა მის მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება და ითხოვა მომხდარი ფაქტის ოფიციალურად დაფიქსირება", - ნათქვამია განცხადებაში.მძღოლთან საუბრისას სამართალდამცველებმა მას ჰკითხეს, სჯეროდა თუ არა, რომ ვინმეს შეეძლო მანქანის განზრახ დაზიანება.„მას არ გამოუთქვამს ეჭვი იმის თაობაზე, რომ ავტომობილი, შესაძლოა, განზრახ ყოფილიყო დაზიანებული. მომხდარ შემთხვევაზე დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება სამართალდამრღვევი მძღოლის დადგენისა და შესაბამისი რეაგირების მოხდენის მიზნით“,- ნათქვამია განცხადებაში.ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სადამკვირვებლო მისიის ანგარიში ორგანიზაციის ვებგვერდზე ჯერ კიდევ 28 ნოემბერს გამოქვეყნდა, თუმცა მედიამ მომხდარ ინციდენტზე ყურადღება მხოლოდ ახლა გაამახვილა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1d/290657181_525:0:3256:2048_1920x0_80_0_0_45c8f4676c07f7d653e397e66a080622.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - pace, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
საქართველო, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - pace, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
შსს-მ PACE-ს დამკვირვებელთა ავტომობილთან დაკავშირებულ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა
სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელთა განცხადებით, ბოროტმოქმედებმა ავტომობილს საბურავები განზრახ დაუზიანეს, შემდეგ კი ძველი ავტომობილი დააჯახეს
თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სადამკვირვებლო მისიის ავტომობილის მძღოლს არჩევნების დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტში შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციელებთან საუბრისას არ გამოუთქვამს ვარაუდი, რომ ვინმეს შეეძლო ავტომობილის განზრახ დაზიანება, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
PACE- ს დამკვირვებელთა ანგარიშის თანახმად, 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში მდებარე საარჩევნო უბანთან 40-მდე არაკეთილგანწყობილმა მამაკაცმა მისიის ავტომობილი დააზიანა. კერძოდ, მათ ავტომობილს საბურავები განზრახ დაუზიანეს და შემდეგ ძველი ავტომობილი დააჯახეს.
„განვმარტავთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში შესული შეტყობინების მიღებისთანავე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მოხდენის მიზნით, ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოცხადდა", - ნათქვამია განცხადებაში.
მომხდარის გამომწვევი მიზეზის დასადგენად სამართალდამცველების მიერ მოხდა მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება, შეტყობინების ინიციატორთან გასაუბრების შემდეგ შედგა შესაბამისი დოკუმენტი.
აღსანიშნავია, რომ მანქანა მძღოლს საავტომობილო გზის გვერდულზე ჰყავდა გაჩერებული.
„ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მძღოლმა განუმარტა, რომ მისთვის დაუდგენელმა ავტომობილმა, სავარაუდოდ, საავტომობილო გზაზე მოძრაობისას დაუზიანა მის მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება და ითხოვა მომხდარი ფაქტის ოფიციალურად დაფიქსირება", - ნათქვამია განცხადებაში.
მძღოლთან საუბრისას სამართალდამცველებმა მას ჰკითხეს, სჯეროდა თუ არა, რომ ვინმეს შეეძლო მანქანის განზრახ დაზიანება.
„მას არ გამოუთქვამს ეჭვი იმის თაობაზე, რომ ავტომობილი, შესაძლოა, განზრახ ყოფილიყო დაზიანებული. მომხდარ შემთხვევაზე დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება სამართალდამრღვევი მძღოლის დადგენისა და შესაბამისი რეაგირების მოხდენის მიზნით“,- ნათქვამია განცხადებაში.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სადამკვირვებლო მისიის ანგარიში ორგანიზაციის ვებგვერდზე ჯერ კიდევ 28 ნოემბერს გამოქვეყნდა, თუმცა მედიამ მომხდარ ინციდენტზე ყურადღება მხოლოდ ახლა გაამახვილა.