https://sputnik-georgia.com/20241224/taglitobis-braldebit-4-piri-daakaves-291519251.html
თაღლითობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს: მითვისებულია ნახევარ მილიონამდე ლარი
თაღლითობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს: მითვისებულია ნახევარ მილიონამდე ლარი
Sputnik საქართველო
დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 24.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-24T13:00+0400
2024-12-24T13:00+0400
2024-12-24T13:00+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824818_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_3e580e349fc893c6f372b783f4c61c5d.jpg
თბილისი, 24 დეკემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები თბილისში, ბათუმსა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ჩატარდა. ბრალდებულები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკიც 19-დან 36 წლამდეა, უცხო ქვეყნის სამი მოქალაქეა.გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წელს რამდენიმე თვის განმავლობაში თბილისის მასშტაბით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა ძალოვანი უწყებების სახელით, ბრალდებულები უკავშირდებოდნენ მოქალაქეებს და არწმუნებდნენ, რომ მათი ოჯახის წევრის ბრალეულობით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, პრობლემის მოსაგვარებლად კი ქრთამის სახით საჭირო იყო გარკვეული თანხის გადახდა.უწყების ცნობით, მოქალაქეებისგან თანხმობის მიღების შემთხვევაში, ბრალდებულები მათთან მიდიოდნენ ადგილზე, ეცნობოდნენ სხვა სახელითა და გვარით, ართმევდნენ თანხას და კრიპტოვალუტის საფულეზე რიცხავდნენ.ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად 61 მოქალაქე დაზარალდა. თაღლითური გზით მითვისებულმა თანხამ კი ნახევარ მილიონამდე ლარი შეადგინა.გამოძიება სსკ-ის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობას გულისხმობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824818_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_2a35eaa8723388921b8ea50759db7958.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
თაღლითობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს: მითვისებულია ნახევარ მილიონამდე ლარი
დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 24 დეკემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები თბილისში, ბათუმსა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ჩატარდა. ბრალდებულები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკიც 19-დან 36 წლამდეა, უცხო ქვეყნის სამი მოქალაქეა.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წელს რამდენიმე თვის განმავლობაში თბილისის მასშტაბით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა ძალოვანი უწყებების სახელით, ბრალდებულები უკავშირდებოდნენ მოქალაქეებს და არწმუნებდნენ, რომ მათი ოჯახის წევრის ბრალეულობით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, პრობლემის მოსაგვარებლად კი ქრთამის სახით საჭირო იყო გარკვეული თანხის გადახდა.
უწყების ცნობით, მოქალაქეებისგან თანხმობის მიღების შემთხვევაში, ბრალდებულები მათთან მიდიოდნენ ადგილზე, ეცნობოდნენ სხვა სახელითა და გვარით, ართმევდნენ თანხას და კრიპტოვალუტის საფულეზე რიცხავდნენ.
ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად 61 მოქალაქე დაზარალდა. თაღლითური გზით მითვისებულმა თანხამ კი ნახევარ მილიონამდე ლარი შეადგინა.
გამოძიება სსკ-ის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობას გულისხმობს.