https://sputnik-georgia.com/20241224/saqartveloshi-1-10-ianvari-uqmed-gamocxadda-291531694.html
საქართველოში 1-10 იანვარი უქმე დღეებად გამოცხადდა
საქართველოში 1-10 იანვარი უქმე დღეებად გამოცხადდა
Sputnik საქართველო
რაც შეეხება კერძო სექტორს, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება ნებაყოფლობითი იქნება. 24.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-24T20:38+0400
2024-12-24T20:38+0400
2024-12-24T20:48+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
ახალი წელი 2024
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/1b/285289669_0:0:1963:1104_1920x0_80_0_0_805083a00c911c5ea95bc98db9ffc9bd.jpg
თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მასშტაბით საახალწლო უქმეები 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.დადგენილებას, რომელიც „საკანონმდებლო მაცნეში" უკვე გამოქვეყნდა, პრემიერ-მინისტრმა დღეს, 24 დეკემბერს მოაწერა ხელი.მთავრობის დადგენილებით, 3 იანვარი, 6 იანვარი, 8 იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით დღეები უქმე დღეებად განისაზღვრა და იგი შეეხება ადმინისტრაციულ და სახელმწიფო ორგანოებს.ასევე, დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.რაც შეეხება კერძო სექტორს, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება ნებაყოფლობითი იქნება.საქართველოში 1, 2 და 7 იანვარი ოფიციალური უქმე დღეები, ხოლო 4-5 იანვარი და 11-12 იანვარი კალენდარული უქმე დღეებია. ამრიგად, საახალწლო არდადეგები საქართველოში 1 იანვრიდან 12 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება ყველა ადმინისტრაციული ორგანოსთვის.საახალწლო დღესასწაულებთან დაკავშირებით სკოლებში არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 15 იანვრამდე გაგრძელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/1b/285289669_0:18:1504:1146_1920x0_80_0_0_a1ce67800a9b415e648d4c2e43948a4d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , ახალი წელი 2024, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, საქართველოს მთავრობა , ახალი წელი 2024, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველოში 1-10 იანვარი უქმე დღეებად გამოცხადდა
20:38 24.12.2024 (განახლებულია: 20:48 24.12.2024) რაც შეეხება კერძო სექტორს, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება ნებაყოფლობითი იქნება.
თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მასშტაბით საახალწლო უქმეები 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
დადგენილებას, რომელიც „საკანონმდებლო მაცნეში" უკვე გამოქვეყნდა, პრემიერ-მინისტრმა დღეს, 24 დეკემბერს მოაწერა ხელი.
მთავრობის დადგენილებით, 3 იანვარი, 6 იანვარი, 8 იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით დღეები უქმე დღეებად განისაზღვრა და იგი შეეხება ადმინისტრაციულ და სახელმწიფო ორგანოებს.
დოკუმენტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/ მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას.
ასევე, დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.
რაც შეეხება კერძო სექტორს, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება ნებაყოფლობითი იქნება.
საქართველოში 1, 2 და 7 იანვარი ოფიციალური უქმე დღეები, ხოლო 4-5 იანვარი და 11-12 იანვარი კალენდარული უქმე დღეებია. ამრიგად, საახალწლო არდადეგები საქართველოში 1 იანვრიდან 12 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება ყველა ადმინისტრაციული ორგანოსთვის.
საახალწლო დღესასწაულებთან დაკავშირებით სკოლებში არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 15 იანვრამდე გაგრძელდება.