https://sputnik-georgia.com/20241223/shemzaravi-statistika-ramdenma-adamianma-daasrula-sicocxle-tvitmkvlelobit-291498665.html
შემზარავი სტატისტიკა: რამდენმა ადამიანმა დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით
შემზარავი სტატისტიკა: რამდენმა ადამიანმა დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით
Sputnik საქართველო
სუიციდის შემთხვევების უმრავლესობა თბილისზე მოდის 23.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-23T11:00+0400
2024-12-23T11:00+0400
2024-12-23T11:00+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
სტატისტიკა
კრიმინალი საქართველოში
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24779/64/247796453_0:0:2880:1620_1920x0_80_0_0_bba883d71b1c7203de11b4f6b8d0fb28.jpg
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში საქართველოში თვითმკვლელობების რაოდენობამ 242 შეადგინა, თვითმკვლელობა კი 87-მა ადამიანმა სცადა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალებში.შედარებისთვის: 2023 წელს თვითმკვლელობების რაოდენობამ 186 შეადგინა, თვითმკვლელობა კი 107-მა ადამიანმა სცადა.სუიციდის შემთხვევების დაახლოებით მესამედი თბილისში მოხდა. თვითმკვლელობის რაოდენობით მეორე ადგილზეა აჭარა, შემდეგ მოდის ქვემო ქართლი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.შსს-ს ცნობით, ყველაზე უმცროსი, ვინც სამწუხარო სტატისტიკაში მოხვდა, 12 წლის იყო, ყველაზე უფროსი - 90 წლის.უწყების მასალების თანახმად, სიცოცხლეს თვითმკვლელობით ყველაზე ხშირად მამაკაცები ასრულებენ, თვითმკვლელობების მესამედი კი ქალებზე მოდის.რაც შეეხება თვითმკვლელობის მცდელობას ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით, ყველაზე უმცროსი 13 წლისაა, ყველაზე უფროსი - 84 წლის. მათი უმეტესი ნაწილი, ვინც თვითმკვლელობა სცადა ან თვითმკვლელობა ჩაიდინა, საქართველოს მოქალაქეა.ქვეყანაში ასევე დაფიქსირდა რუსეთის, ბელარუსის, ბელარუსის, უკრაინის და კანადის მოქალაქეების თვითმკვლელობის შემთხვევები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24779/64/247796453_164:0:2724:1920_1920x0_80_0_0_fc0d6983a2a1b49a9d6bbbb65c894ac4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , სტატისტიკა, კრიმინალი საქართველოში, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , სტატისტიკა, კრიმინალი საქართველოში, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
შემზარავი სტატისტიკა: რამდენმა ადამიანმა დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით
სუიციდის შემთხვევების უმრავლესობა თბილისზე მოდის
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში საქართველოში თვითმკვლელობების რაოდენობამ 242 შეადგინა, თვითმკვლელობა კი 87-მა ადამიანმა სცადა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალებში.
შედარებისთვის: 2023 წელს თვითმკვლელობების რაოდენობამ 186 შეადგინა, თვითმკვლელობა კი 107-მა ადამიანმა სცადა.
სუიციდის შემთხვევების დაახლოებით მესამედი თბილისში მოხდა. თვითმკვლელობის რაოდენობით მეორე ადგილზეა აჭარა, შემდეგ მოდის ქვემო ქართლი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.
შსს-ს ცნობით, ყველაზე უმცროსი, ვინც სამწუხარო სტატისტიკაში მოხვდა, 12 წლის იყო, ყველაზე უფროსი - 90 წლის.
უწყების მასალების თანახმად, სიცოცხლეს თვითმკვლელობით ყველაზე ხშირად მამაკაცები ასრულებენ, თვითმკვლელობების მესამედი კი ქალებზე მოდის.
რაც შეეხება თვითმკვლელობის მცდელობას ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით, ყველაზე უმცროსი 13 წლისაა, ყველაზე უფროსი - 84 წლის. მათი უმეტესი ნაწილი, ვინც თვითმკვლელობა სცადა ან თვითმკვლელობა ჩაიდინა, საქართველოს მოქალაქეა.
ქვეყანაში ასევე დაფიქსირდა რუსეთის, ბელარუსის, ბელარუსის, უკრაინის და კანადის მოქალაქეების თვითმკვლელობის შემთხვევები.