ტერაქტი მაგდებურგში: საქართველოს საგარეო უწყებამ გერმანიას სამძიმარი გამოუცხადა

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშიგერმანიის პოლიცია
გერმანიის პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2024
გამოწერა
გერმანიაში მომხდარ ტრაგედიას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის პატარა ბავშვი.
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაგდებურგში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით გერმანიას სამძიმარი გამოუცხადა.
გერმანიის ქალაქ მაგდებურგში ავტომობილი საშობაო ბაზრობაზე გუშინ შევარდა. ტრაგედიას ემსხვერპლა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, ათობით დაშავდა. პოლიციამ ავტომობილის მძღოლი, 50 წლის არაბი მამაკაცი დააკავა.
საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო სოლიდარობას უცხადებს გერმანიას.
„ღრმად შეძრულნი ვართ მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გამო. ჩვენი ფიქრებით და ლოცვით მსხვერპლთა და მათი ოჯახების გვერდით ვართ. საქართველო სოლიდარობას უცხადებს გერმანიას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
გერმანიაში, საქსონია-ანჰალტის მიწის დედაქალაქის საშობაო ბაზრობაზე გუშინ მანქანა შევარდა. თავდასხმის შედეგად დაღუპულია ოთხი ადამიანი. დაშავებულთა რაოდენობა 200-ზე მეტს შეადგენს.
ეჭვმიტანილი გერმანიაში ფსიქიატრიის და ფსიქოთერაპიის სფეროში მედმუშაკად მუშაობდა. ის გერმანიაში 2006 წლიდან იმყოფება და დროებითი ბინადრობის ნებართვა აქვს.
ყველა ახალი ამბავი
0