სანქციების საპასუხოდ - შსს-ს ხელმძღვანელობას სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგენენ

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2024
გამოწერა
ეს იქნება არა მარტო პასუხი უსამართლო სანქციებზე, არამედ შსს-ს ღირსეული ქმედებების შეფასება, განაცხადა პრემიერმა
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს და სამინისტროს ხელმძღვანელობას ღირსების ორდენზე წარადგენენ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
გომელაურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ოფიციალური პირების წარდგენა შინაგან საქმეთა სამინისტროს დასავლეთის მხრიდან აქტიურ კრიტიკას დაემთხვა. გომელაურის წინააღმდეგ სანქციები აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა და უკრაინამ დააწესეს.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ინაუგურაციის შემდეგ ღირსების ორდენზე წარვადგინო შს-ის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები. 11 თანამდებობის პირზეა საუბარი“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ეს იქნება არა მარტო პასუხი უსამართლო სანქციებზე, არამედ შსს-ს ღირსეული ქმედებების შეფასება.
„ეს არ არის მხოლოდ უსამართლო გადაწყვეტილებაზე პასუხი, ეს არის პირველ რიგში პასუხი იმ ღირსეულ ქმედებებზე, რომლებსაც ახორციელებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ეს არის ღირსებაზე და ჰუმანურობაზე პასუხი“, - განაცხადა კობახიძემ.
ღირსების ორდენზე წარდგენილი არიან:
შს მინისტრი ვახტანგ გომელაური
შს მინისტრის პირველი მოადგილე შალვა ბედოიძე
შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე
შს მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი
შს მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე
შს სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თემურ კუპატაძე
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი სულხან თამაზაშვილი
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ხარაზიშვილი
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები მილერი ლაგაზაური და მირზა კეზევაძე
წარდგენილ პირთა უმრავლესობა დასავლეთის ქვეყნების მიერ დასანქცირდა.
საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, გომელაურის უწყება დასავლეთის ქვეყნების კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპროტესტო აქციების დასლის დროს ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ. შსს-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პოლიციის მოქმედებები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და წესრიგის აღსადგენად მხოლოდ „მანიფესტაციებისა და შეკრებების შესახებ“ კანონის აშკარა დარღვევის შემდეგ იწყებოდა.
ბოლო საპროტესტო აქციების დროს, რომელიც 28 ნოემბერს დაიწყო, 150-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. წლევანდელი საგაზაფხულო საპროტესტო აქციების დროს დაშავდა უსაფრთხოების ათი თანამშრომელი, რომელთაგან ერთს ოპერაცია დასჭირდა.
მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლების არგუმენტებმა პოლიციის მოქმედებების კანონიერების შესახებ დასავლური ქვეყნები ვერ დაარწმუნა. გომელაურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ჩინოსნების მიმართ ამოქმედდა პერსონალური სანქციები, მათ შორის ქვეყნებში შესვლის აკრძალვა და აქტივების გაყინვა. საუბარია უკრაინაზე, დიდ ბრიტანეთზე, აშშ-სა და ბალტიისპირეთის ქვეყნებზე.
ყველა ახალი ამბავი
0