საქართველოში „ღორის გრიპი“ დომინირებს: როგორია ეპიდსიტუაცია ქვეყანაში

© courtesy of AlpenPharma Caucasusივანე ჩხაიძე
ივანე ჩხაიძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.12.2024
გამოწერა
ბოლო კვირების დინამიკის მიხედვით, გრიპის შემთხვევების მაჩვენებელი 12% იყო.
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. დეკემბრის პირველ ნახევარში საქართველოში ყველაზე გავრცელებული H1N1 გრიპის ვირუსი, ანუ „ღორის გრიპი“ იყო, განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.
H1N1 არის A ვირუსის ქვეტიპი, რომელიც იწვევს ყველაზე მასშტაბურ ეპიდემიებს. დაავადების მძიმე ფორმას ახასიათებს სწრაფად პროგრესირებადი პირველადი ვირუსული პნევმონია. ბაქტერიული პნევმონიისგან განსხვავებით, მას ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობა არ გააჩნია.
„ბოლო 2 კვირაში გრიპის დადასტურებული შემთხვევების მაჩვენებელი 12% იყო, დეკემბერში 2-ჯერ მეტი გვაქვს. დღეს საქართველოში გრიპის შემთხვევების რაოდენობა 25% არის. ყველაზე მეტი მაინც არის H1N1, კარგად ცნობილი „ღორის გრიპი“, - თქვა ჩხაიძემ.
ქვეყანაში ასევე H3N2 „ჰონკონგის გრიპის“ შემთხვევებიც დაფიქსირდა. გრიპის შემთხვევების შემდეგი ზრდა დეკემბრის ბოლოს და იანვარშია მოსალოდნელი.
„44-ე კვირიდან ფიქსირდება საქართველოში გრიპის შემთხვევები, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლო 3 კვირის განმავლობაში ეს მონაცემები აღმავალ მრუდზეა. მოლოდინი გვაქვს, რომ ეს მატება შემდეგ კვირებშიც გაგრძელდება. ასევე, გვაქვს მოლოდინი, რომ იანვარი იქნება გამორჩეული, პიკის მოლოდინი დეკემბერ-იანვრის პერიოდში გვაქვს”, - აღნიშნა ჩხაიძემ.
მისი თქმით, იაშვილის კლინიკაში პნევმონიით დაავადებული ბევრი ბავშვი წევს, ჰოსპიტალიზაცია გახშირდა.
პაციენტების უმეტესობას აწუხებს რესპირატორული ვირუსები. მათი დიდი უმრავლესობა გრიპის ვირუსია. ფილტვების ანთება ვითარდება შემთხვევების 30-40%-ში.
„ძალიან ბევრი ბავშვი წევს იაშვილის კლინიკაში ფილტვების ანთებით. ბევრ ბავშვთან დაგვჭირდა ანტივირუსული პრეპარატის გამოყენება. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც გაზრდილია გრიპის შემთხვევების მატების ხარჯზე“, - აღნიშნა ჩხაიძემ.
მისივე თქმით, ამ ფონზე ვაქცინაციის დონე საკმაოდ დაბალია. ქვეყანაში შემოტანილი 200 ათასი დოზიდან მხოლოდ 130 ათასი დოზაა გამოყენებული.
მან აღნიშნა, რომ გრიპი არ ითვლება უსაფრთხო ვირუსად და ყოველწლიურად მსოფლიოში გრიპის შედეგად 400.000-დან 650.000-მდე გარდაცვალების შემთხვევა ფიქსირდება.
ყველა ახალი ამბავი
0