https://sputnik-georgia.com/20241217/premieri-biznesi-saxelmwipos-winaagmdeg-midis-291445441.html
პრემიერი: ბიზნესი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიდის
პრემიერი: ბიზნესი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიდის
Sputnik საქართველო
კობახიძე შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს დიალოგში ხედავს 17.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-17T16:52+0400
2024-12-17T16:52+0400
2024-12-17T20:33+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს ბიზნესგარემო
საპროტესტო აქციები თბილისში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/0c/289412461_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_fd3a088aa81883958374a09e12bfd8fe.jpg
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში ბიზნეს-სექტორის განცხადება მშვიდობას და სტაბილურობას არ მოიტანს, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ბიზნესმა მდგრადობა შეინარჩუნოს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.საქართველოში აობით ბიზნეს-კომპანიამ, მათ შორის ბაზრის ისეთმა მსხვილმა მოთამაშეებმა, როგორებიცაა „მაგთი", PSP Pharma, SPAR Georgia, Daily და GPI Holding, მხარი დაუჭირა საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას და 28 ნოემბრის საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებას.მისი თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი არის დიალოგი და მან ბიზნესმენთა ნაწილთა უკვე გამართა შეხვედრა.„მათ იმედი გამოთქვეს, რომ საბოლოოდ დამთავრდება „მაიდანი" და რადიკალური ოპოზიციის მცდელობა, გაანადგუროს ქვეყანა. ჩვენ დავამშვიდეთ ბიზნესმენები და ვუთხარით, რომ „მაიდანი" უკვე დასრულდა და ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა კობახიძემ.საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. პერმანენტული აქციები იმართება საქართველოს სხვადასხა ქალაქში, თუმცა თბილისში პროტესტმა სისტემატური და მასშტაბური ხასიათი მიიღო. აქციების პირველ დღეებში საკანონმდებლო ორგანის წინ მასობრივად ხდებოდა არეულობები, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაშავდა.შსს-ის ცნობით, საპროტესტო აქციებზე არეულობის დროს დაშავდა 150-ზე მეტი პოლიციელი - უმეტესობას აღენიშნება სხვადასხვა სახის დამწვრობები, მოტეხილობები, ტრავმები თავისა და სახის არეში. ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, 300-ზე მეტი ადამიანი (მომიტინგე და ჟურნალისტი) სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის და სასტიკი მოპყრობის შედეგად დაზარალდა.28 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 30-ზე მეტი ადამიანი, ადმინისტრაციული წესით კი დაკავებულია 372 პირი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/0c/289412461_111:0:1890:1334_1920x0_80_0_0_8cc8f7c903b9a7fdfc608199b418da4a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს ბიზნესგარემო , საპროტესტო აქციები თბილისში , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს ბიზნესგარემო , საპროტესტო აქციები თბილისში , ახალი ამბები
პრემიერი: ბიზნესი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიდის
16:52 17.12.2024 (განახლებულია: 20:33 17.12.2024) კობახიძე შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს დიალოგში ხედავს
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში ბიზნეს-სექტორის განცხადება მშვიდობას და სტაბილურობას არ მოიტანს, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ბიზნესმა მდგრადობა შეინარჩუნოს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
საქართველოში აობით ბიზნეს-კომპანიამ, მათ შორის ბაზრის ისეთმა მსხვილმა მოთამაშეებმა, როგორებიცაა „მაგთი", PSP Pharma, SPAR Georgia, Daily და GPI Holding, მხარი დაუჭირა საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას და 28 ნოემბრის საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებას.
„მათი განცხადება არ უწყობს ხელს მშვიდობას და შეიძლება ცუდად შემოტრიალდეს მათთვის, თუ დავუშვებთ ქვეყანაში „მაიდნის" და არეულობის შესაძლებლობას. გარკვეულწილად, ეს არის ამ ყველაფრის მხარდამჭერი განცხადება, თუმცა ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ბიზნესებს ჰქონდეს სიმყარე, მათ შორის ამ ბიზნესებსაც ჰქონდეს სიმყარე, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ნებსით თუ უნებლიეთ უპირისპირდებიან სიმშვიდეს ამ ქვეყანაში", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი არის დიალოგი და მან ბიზნესმენთა ნაწილთა უკვე გამართა შეხვედრა.
„მათ იმედი გამოთქვეს, რომ საბოლოოდ დამთავრდება „მაიდანი" და რადიკალური ოპოზიციის მცდელობა, გაანადგუროს ქვეყანა. ჩვენ დავამშვიდეთ ბიზნესმენები და ვუთხარით, რომ „მაიდანი" უკვე დასრულდა და ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. პერმანენტული აქციები იმართება საქართველოს სხვადასხა ქალაქში, თუმცა თბილისში პროტესტმა სისტემატური და მასშტაბური ხასიათი მიიღო. აქციების პირველ დღეებში საკანონმდებლო ორგანის წინ მასობრივად ხდებოდა არეულობები, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაშავდა.
შსს-ის ცნობით, საპროტესტო აქციებზე არეულობის დროს დაშავდა 150-ზე მეტი პოლიციელი - უმეტესობას აღენიშნება სხვადასხვა სახის დამწვრობები, მოტეხილობები, ტრავმები თავისა და სახის არეში. ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, 300-ზე მეტი ადამიანი (მომიტინგე და ჟურნალისტი) სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის და სასტიკი მოპყრობის შედეგად დაზარალდა.
28 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 30-ზე მეტი ადამიანი, ადმინისტრაციული წესით კი დაკავებულია 372 პირი.