https://sputnik-georgia.com/20241216/policias-sheezleba-piri-kovelgvari-dasabutebis-gareshe-daakavos-291434340.html
პოლიციას შეეძლება პირი სარწმუნო ინფორმაციის საფუძველზე დააკავოს: შსს-ს განმარტება
პოლიციას შეეძლება პირი სარწმუნო ინფორმაციის საფუძველზე დააკავოს: შსს-ს განმარტება
Sputnik საქართველო
განხორციელებული ცვლილებები ევროსასამართლოს სტანდარტებს და ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას შეესაბამება, განაცხადეს შსს-ში 16.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-16T20:19+0400
2024-12-16T20:19+0400
2024-12-16T20:19+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კანონმდებლობა
ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458138_0:66:1280:786_1920x0_80_0_0_74b73a95dc7b74b4853cf59e1134b988.jpg
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. სამართალდარღვევის პრევენციის მიზნით, პოლიციას შეუძლია პირის დაკავება, თუ არსებობს სარწმუნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის კვლავ ჩაიდენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას და მას წარსულში ჩადენილი აქვს სამართალდარღვევა, ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.შინაგან საქმეთა სამინისტრომ რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადების საპასუხოდ განმარტა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შეტანილი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, პოლიციას მიენიჭა პირის დაკავების უფლებამოსილება ყოველგვარი საფუძველის გარეშე, კერძოდ, მხოლოდ ზოგადი ეჭვის საფუძველზე, რომ, შესაძლოა, მან მომავალში ჩაიდინოს უკანონო ქმედება.უწყების ცნობით, განხორციელებული ცვლილებები ევროსასამართლოს სტანდარტებს და ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას შეესაბამება.კერძოდ, ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2018 წლის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ პრევენციული დაკავება შეესაბამება ევროპული კონვენციის მე-5 მუხლს.აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სასამართლო მიუთითებს, რომ არ შეიძლება კონვენციის მე-5 მუხლი განიმარტოს იმგვარად, რომ პოლიციისთვის შეუძლებელი გახდეს შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა - დაიცვას საზოგადოებრივი უსაფრთხოება და მართლწესრიგი.პოლიციამ გარკვეული ფორმით უნდა გამოიყენოს ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღების დისკრეციული უფლებამოსილება.სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მისაღებად პოლიციას ხელი მიუწვდება იმგვარ ინფორმაციაზე და ოპერატიულ მასალაზე, რომელიც საზოგადოებისთვის ხელმიუწვდომელია.„სწორად დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება იცავს პირს დაუსაბუთებელი და თვითნებური დაკავებისგან. პრევენციულ საპოლიციო ღონისძიებებს, მათ შორის, სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის თავიდან აცილების მიზნით, პრევენციულ დაკავებას იცნობს არაერთი ევროპული ქვეყანა, მათ შორის, არის დანიის, ჩეხეთისა და გერმანიის სამართლებრივი სისტემები", - ნათქვამია განცხადებაში.აღსანიშნავია, რომ არცერთი პრევენციული ღონისძიება პოლიციას არ აძლევს ზოგად, აბსტრაქტულ საფრთხეზე აპელირებით რაიმე ღონისძიების განხორციელების შესაძლებლობას, მით უფრო იმ დასაბუთებით, რომ რომელიმე პირი ან პირთა ჯგუფი მიდრეკილია ჩაიდინოს დანაშაული ან სხვა ძალადობრივი ქმედება.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის პრევენცია გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც პირის მიერ ჩადენილია სამართალდარღვევა და ამასთან არსებობს სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის რეალური საფრთხე. სამართალდარღვევის ჩადენის რეალური საფრთხის თავიდან აცილება გულისხმობს, რომ არსებობს მაღალი ალბათობა კონკრეტული სამართალდარღვევა განმეორებით იქნება ჩადენილი კონკრეტული პირების მიერ. საფრთხის რეალურობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული ფაქტებით ან ინფორმაციით, რაც წარდგენილი უნდა იქნას სასამართლოს წინაშე.გარდა ამისა, ნებისმიერ დაკავებულ პირს მისი დაკავების კანონიერების შემოწმების მიზნით აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს და დაკავების უკანონოდ ცნობის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი კომპენსაცია.საქართველოს პარლამენტმა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო ტალღის ფონზე მესამე, საბოლოო მოსმენით დაჩქარებული წესით მიიღო მომიტინგეთა მიერ ნიღბების ტარების, პიროტექნიკის, ლაზერული ან/და მკვეთრი გამოსხივების მქონე სხვა საშუალებების გამოყენების შესახებ აკრძალვა.საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" და მისგან გამომდინარე შვიდ კანონში, მათ შორის, სისხლის სამართლის კოდექსში, კანონებში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“, „პოლიციის შესახებ“ და სხვა.ცვლილებები ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას პრეზიდენტი მოაწერს ხელს, ან მიღებიდან ათი დღის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე ხელს მოაწერს კანონპროექტების პაკეტს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458138_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_b6bffb79b9093d129227288bdda74250.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კანონმდებლობა, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კანონმდებლობა, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი
პოლიციას შეეძლება პირი სარწმუნო ინფორმაციის საფუძველზე დააკავოს: შსს-ს განმარტება
განხორციელებული ცვლილებები ევროსასამართლოს სტანდარტებს და ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას შეესაბამება, განაცხადეს შსს-ში
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. სამართალდარღვევის პრევენციის მიზნით, პოლიციას შეუძლია პირის დაკავება, თუ არსებობს სარწმუნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის კვლავ ჩაიდენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას და მას წარსულში ჩადენილი აქვს სამართალდარღვევა, ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადების საპასუხოდ განმარტა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შეტანილი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, პოლიციას მიენიჭა პირის დაკავების უფლებამოსილება ყოველგვარი საფუძველის გარეშე, კერძოდ, მხოლოდ ზოგადი ეჭვის საფუძველზე, რომ, შესაძლოა, მან მომავალში ჩაიდინოს უკანონო ქმედება.
„განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებით დადგინდა, რომ თუ პირს უკვე ჩადენილი აქვს სამართალდარღვევა და, ამასთანავე, არსებობს სარწმუნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის კვლავ ჩაიდენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციას აქვს ამ პირის დაკავების უფლებამოსილება სამართალდარღვევის შესაძლო ჩადენის აღკვეთისა და მის მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, განხორციელებული ცვლილებები ევროსასამართლოს სტანდარტებს და ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას შეესაბამება.
კერძოდ, ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2018 წლის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ პრევენციული დაკავება შეესაბამება ევროპული კონვენციის მე-5 მუხლს.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სასამართლო მიუთითებს, რომ არ შეიძლება კონვენციის მე-5 მუხლი განიმარტოს იმგვარად, რომ პოლიციისთვის შეუძლებელი გახდეს შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა - დაიცვას საზოგადოებრივი უსაფრთხოება და მართლწესრიგი.
პოლიციამ გარკვეული ფორმით უნდა გამოიყენოს ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღების დისკრეციული უფლებამოსილება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მისაღებად პოლიციას ხელი მიუწვდება იმგვარ ინფორმაციაზე და ოპერატიულ მასალაზე, რომელიც საზოგადოებისთვის ხელმიუწვდომელია.
„სწორად დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება იცავს პირს დაუსაბუთებელი და თვითნებური დაკავებისგან. პრევენციულ საპოლიციო ღონისძიებებს, მათ შორის, სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის თავიდან აცილების მიზნით, პრევენციულ დაკავებას იცნობს არაერთი ევროპული ქვეყანა, მათ შორის, არის დანიის, ჩეხეთისა და გერმანიის სამართლებრივი სისტემები", - ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ არცერთი პრევენციული ღონისძიება პოლიციას არ აძლევს ზოგად, აბსტრაქტულ საფრთხეზე აპელირებით რაიმე ღონისძიების განხორციელების შესაძლებლობას, მით უფრო იმ დასაბუთებით, რომ რომელიმე პირი ან პირთა ჯგუფი მიდრეკილია ჩაიდინოს დანაშაული ან სხვა ძალადობრივი ქმედება.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის პრევენცია გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც პირის მიერ ჩადენილია სამართალდარღვევა და ამასთან არსებობს სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის რეალური საფრთხე.
სამართალდარღვევის ჩადენის რეალური საფრთხის თავიდან აცილება გულისხმობს, რომ არსებობს მაღალი ალბათობა კონკრეტული სამართალდარღვევა განმეორებით იქნება ჩადენილი კონკრეტული პირების მიერ.
საფრთხის რეალურობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული ფაქტებით ან ინფორმაციით, რაც წარდგენილი უნდა იქნას სასამართლოს წინაშე.
გარდა ამისა, ნებისმიერ დაკავებულ პირს მისი დაკავების კანონიერების შემოწმების მიზნით აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს და დაკავების უკანონოდ ცნობის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი კომპენსაცია.
საქართველოს პარლამენტმა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო ტალღის ფონზე მესამე, საბოლოო მოსმენით დაჩქარებული წესით მიიღო მომიტინგეთა მიერ ნიღბების ტარების, პიროტექნიკის, ლაზერული ან/და მკვეთრი გამოსხივების მქონე სხვა საშუალებების გამოყენების შესახებ აკრძალვა.
საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" და მისგან გამომდინარე შვიდ კანონში, მათ შორის, სისხლის სამართლის კოდექსში, კანონებში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“, „პოლიციის შესახებ“ და სხვა.
ცვლილებები ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას პრეზიდენტი მოაწერს ხელს, ან მიღებიდან ათი დღის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე ხელს მოაწერს კანონპროექტების პაკეტს.