გუდაურში საზარელი ტრაგედია მოხდა: დაღუპულია 12 ადამიანი

© video: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია შემთხვევის ადგილზე
საპატრულო პოლიცია შემთხვევის ადგილზე - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2024
გამოწერა
გარდაცვლილი 12 პირიდან 11 უცხო ქვეყნის, ხოლო ერთი საქართველოს მოქალაქეა.
თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. გუდაურში მდებარე ინდურ რესტორანში, საძინებელ სივრცეში 12 ცხედარი იპოვეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
სავარაუდოდ, გარდაცვლილები ამავე რესტორანში იყვნენ დასამქებული.
პირველადი დათვალიერებით ცხედრებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ.
ასევე, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, საძინებელი ოთახების სიახლოვეს, შიდა, დახურულ სივრცეში განთავსებული იყო გენერატორი, რომელიც პარასკევს, სავარაუდოდ მას შემდეგ ჩართეს, რაც ობიექტს დენის მიწოდება შეუწყდა.
გარდაცვლილი 12 პირიდან 11 უცხო ქვეყნის, ხოლო ერთი საქართველოს მოქალაქეა.
ფაქტთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ადგილზე მუშაობენ ექსპერტ - კრიმინალისტები, მიმდინარეობს საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების გამოკითხვები. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ასევე გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყეს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0