https://sputnik-georgia.com/20241213/saqartvelos-moqalaqeebs-uvizo-rejimis-secerebit-asantajeben-boworisvili-291388630.html
საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის შეჩერებით აშანტაჟებენ - ბოჭორიშვილი
საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის შეჩერებით აშანტაჟებენ - ბოჭორიშვილი
Sputnik საქართველო
ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლიდან შემოიღო 13.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-13T13:04+0400
2024-12-13T13:04+0400
2024-12-13T13:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/11/288443027_0:119:960:659_1920x0_80_0_0_3e476d33b935449690c14a714c65385c.jpg
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეებს აშანტაჟებენ და აშინებენ უვიზო რეჟიმის შეჩერებით, მაგრამ ქვეყნის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები სადამსჯელო ზომების შემოღების გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.ევროკავშირმა საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხებში პროგრესის არ არსებობის ან შეუსრულებლობის გამო შესაძლოა შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა „გარკვეული კატეგორიის პირთათვის“, ნათქვამია ევროკომისიის გასულ კვირას გამოქვეყნებულ ანგარიშში.მინისტრი თითქმის 100% -ით დარწმუნებულია, რომ მსგავს მიდგომას ევროკავშირში არავინ გაიზიარებს და არ მოხდება იმგვარად, რომ საქართველოს მოსახლეობა დასაჯონ რაიმე სახით.მისი თქმით, ევროკავშირი 16 დეკემბერს „დამატებით ზომებს განიხილავს“ საქართველოსთან დაკავშირებით თუმცა ქართულ მხარეს არ აქვს მოლოდინი, რომ ეს გადაწყვეტილებები იქნება იმ ფორმის, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებს დააზიანებს.მანამდე ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ის, რაც ბოლო დღეებში საქართველოში ხდება, აშკარად სანქციებს მოითხოვს. მისი თქმით, სანქციების მომზადებაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და არ გამორიცხა, რომ მონაცემები 16 დეკემბერს იქნება წარდგენილი.ამიტომ, როგორც მინისტრმა აღნიშნა, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ.„დაველოდოთ იმ განხილვებს, რა განხილვებიც უნდა იყოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის და იმ გზავნილებს, რომელსაც ჩვენ მოვისმენთ ბრიუსელიდან და რომლის ფარგლებშიც ჩვენ მოგვიწევს შემდგომ ბრიუსელთან მუშაობა“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.მისი თქმით, არის ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ქვეყნები, რომლებიც სხვაგვარად ფიქრობენ და არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებიც ბევრად უფრო კრიტიკულები არიან საქართველოს ხელისუფლების მიმართ.„თუმცა ევროკავშირში 27 ქვეყანაა და გადაწყვეტილებები ერთსულოვნად მიიღება, როდესაც საქმე ეხება მაგალითად სანქციებს ან სხვა სადამსჯელო ღონისძიებებს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 18 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე ქართველო ჩინოვნიკების წინააღმდეგ სანქციების დაწესებასა და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხზე ვერ შეთანხმდნენ.საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებას უნგრეთი და სლოვაკეთი ეწინააღმდეგებიან, ეჭვს გამოთქვამენ ბულგარეთი და იტალიაც. თავის მხრივ, გერმანია წინააღმდეგია, რომ ევროკავშირმა საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს.საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს ქვეყნისგან დისტანცირება - მთავრობისთვის დახმარების ნაწილი გაყინეს, ასევე შეჩერებულია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეს სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა, მედიაში კი დაიწყო საუბრები ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე.ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის მიერ უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების შესახებ განცხადებებს „იაფფასიანი შანტაჟის მცდელობა“ უწოდა.ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.ამასთან, საქართველომ 2023 წლის დეკემბერში მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი კი შეჩერდა. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებითა და ხელისუფლების წარმომადგენლების ანტიდასავლური და ანტიევროპული რიტორიკით ახსნა.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/11/288443027_0:126:960:846_1920x0_80_0_0_86ab62d9dcde5da49a57e70368e9144a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი
საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის შეჩერებით აშანტაჟებენ - ბოჭორიშვილი
ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლიდან შემოიღო
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეებს აშანტაჟებენ და აშინებენ უვიზო რეჟიმის შეჩერებით, მაგრამ ქვეყნის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები სადამსჯელო ზომების შემოღების გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
ევროკავშირმა საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხებში პროგრესის არ არსებობის ან შეუსრულებლობის გამო შესაძლოა შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა „გარკვეული კატეგორიის პირთათვის“, ნათქვამია ევროკომისიის გასულ კვირას გამოქვეყნებულ ანგარიშში.
„რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, ამით რეალურად აშანტაჟებენ საქართველოს მოქალაქეებს. ანუ საქართველოს მოქალაქეებს აშინებენ იმით, რომ გარკვეული ზომები შეიძლება გამოიყენონ მათ წინააღმდეგ, რაც ერთგვარად არის ევროკავშირის პოლიტიკის ინსტრუმენტალიზაცია“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მინისტრი თითქმის 100% -ით დარწმუნებულია, რომ მსგავს მიდგომას ევროკავშირში არავინ გაიზიარებს და არ მოხდება იმგვარად, რომ საქართველოს მოსახლეობა დასაჯონ რაიმე სახით.
მისი თქმით, ევროკავშირი 16 დეკემბერს „დამატებით ზომებს განიხილავს“ საქართველოსთან დაკავშირებით თუმცა ქართულ მხარეს არ აქვს მოლოდინი, რომ ეს გადაწყვეტილებები იქნება იმ ფორმის, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებს დააზიანებს.
მანამდე ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ის, რაც ბოლო დღეებში საქართველოში ხდება, აშკარად სანქციებს მოითხოვს. მისი თქმით, სანქციების მომზადებაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და არ გამორიცხა, რომ მონაცემები 16 დეკემბერს იქნება წარდგენილი.
„დაველოდოთ 16 დეკემბრის განხილვებს. ვიცით და ვხედავთ, რომ ზოგიერთ წევრ ქვეყანას აქვს დაუფარავად, საკმაოდ აგრესიული პოზიციები და ამას აჟღერებენ კიდეც საქართველოსთან მიმართებაში თუმცა ისიც ვიცით, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიდი ნაწილი არ იზიარებს ამ პოზიციებს“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ამიტომ, როგორც მინისტრმა აღნიშნა, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ.
„დაველოდოთ იმ განხილვებს, რა განხილვებიც უნდა იყოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის და იმ გზავნილებს, რომელსაც ჩვენ მოვისმენთ ბრიუსელიდან და რომლის ფარგლებშიც ჩვენ მოგვიწევს შემდგომ ბრიუსელთან მუშაობა“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, არის ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ქვეყნები, რომლებიც სხვაგვარად ფიქრობენ და არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებიც ბევრად უფრო კრიტიკულები არიან საქართველოს ხელისუფლების მიმართ.
„თუმცა ევროკავშირში 27 ქვეყანაა და გადაწყვეტილებები ერთსულოვნად მიიღება, როდესაც საქმე ეხება მაგალითად სანქციებს ან სხვა სადამსჯელო ღონისძიებებს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 18 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე ქართველო ჩინოვნიკების წინააღმდეგ სანქციების დაწესებასა და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხზე ვერ შეთანხმდნენ.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებას უნგრეთი და სლოვაკეთი ეწინააღმდეგებიან, ეჭვს გამოთქვამენ ბულგარეთი და იტალიაც. თავის მხრივ, გერმანია წინააღმდეგია, რომ ევროკავშირმა საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს.
საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს ქვეყნისგან დისტანცირება - მთავრობისთვის დახმარების ნაწილი გაყინეს, ასევე შეჩერებულია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეს სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა, მედიაში კი დაიწყო საუბრები ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე.
ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის მიერ უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების შესახებ განცხადებებს „იაფფასიანი შანტაჟის მცდელობა“ უწოდა.
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.
ამასთან, საქართველომ 2023 წლის დეკემბერში მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი კი შეჩერდა. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებითა და ხელისუფლების წარმომადგენლების ანტიდასავლური და ანტიევროპული რიტორიკით ახსნა.