სარფი-ბათუმის გზაზე კლდე ჩამოიშალა

© photo : official site of MES of RA კლდის ჩამოშლა
კლდის ჩამოშლა - Sputnik საქართველო, 1920, 12.12.2024
გამოწერა
გზის ჩახერგვის გამო ორივე მიმართულებით საცობი შეიქმნა
თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. სარფის საბაჟოსთან ახლოს, ბათუმი–სარფის გზაზე კლდე ჩამოიშალა, რის გამოც საერთაშორისო მნიშვნელობის გზა ჩაიკეტა, იუწყება "აჭარათაიმსი".
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა სატვირთო ავტომობილი.
გზის ჩახერგვის გამო ორივე მიმართულებით საცობი შეიქმნა. სპეციალური სამსახურები გზას წმენდენ.

როგორც ადგილობრივი მედია აღნიშნავს, ამ მონაკვეთზე კლდის ჩამოშლის შემთხვევები ხშირია. მიუხედავად იმისა, რომ დამცავი ბადეები დამონტაჟებულია, დიდი ზომის ლოდების ჩამოშლის რისკებს კონსტრუქცია ვერ ამცირებს.
ყველა ახალი ამბავი
0