https://sputnik-georgia.com/20241210/ivanishvils-da-7-deputats-uplebamosileba-sheuwyda-291315208.html
ბიძინა ივანიშვილსა და პარლამენტის შვიდ დეპუტატს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა
ბიძინა ივანიშვილსა და პარლამენტის შვიდ დეპუტატს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რვა დეპუტატს, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს... 10.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-10T13:11+0400
2024-12-10T13:11+0400
2024-12-10T13:37+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/19/291085295_0:66:1281:786_1920x0_80_0_0_00500fa95844a2245b1b829818db32ef.jpg
თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რვა დეპუტატს, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს და პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ ყაველაშვილს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა.შესაბამის დადგენილების პროექტებს კანონმდებლებმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი და მხარი დაუჭირეს.პარლამენტმა ასევე მხარი დაუჭირა მაკა ბოჭორიშვილის, ანრი ოხანაშვილის, მარიამ ქვრივიშვილის, დავით სონღულაშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას.პარლამენტს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თხოვნით პირადი განცხადებით მიმართეს პარტიის დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა და პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა. მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატია, ხუთმა დეპუტატმა კი პარლამენტიდან მთავრობაში გადაინაცვლა.კერძოდ, ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნის გამო. დანიშვნებს უკავშირდება ასევე გადაწყვეტილებები მაკა ბოჭორიშვილთან - საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტის დაკავების გამო, ანრი ოხანაშვილთან - იუსტიციის მინისტრად დანიშვნის, დავით სონღულაშვილთან - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად და მარიამ ქვრივიშვილთან - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დანიშვნის გამო.„ქართული ოცნების“ პროპორციული სიის რიგითობით, აღნიშნული პირების ადგილმონაცვლეები იქნებიან: ლევან მაჭავარიანი, არჩილ გორდულაძე, სალომე ქურასბედიანი, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ბერეკაშვილი, თორნიკე ჭეიშვილი, პაატა სალია და გიორგი გუგუჩია.საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტმა განახლებულ მთავრობას ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ნდობა 28 ნოემბერს გამოუცხადა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/19/291085295_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_e7a83052c1026bade8c288d1409fa881.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რვა დეპუტატს, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს და პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ ყაველაშვილს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა.
შესაბამის დადგენილების პროექტებს კანონმდებლებმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი და მხარი დაუჭირეს.
პარლამენტმა ასევე მხარი დაუჭირა მაკა ბოჭორიშვილის, ანრი ოხანაშვილის, მარიამ ქვრივიშვილის, დავით სონღულაშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას.
პარლამენტს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თხოვნით პირადი განცხადებით მიმართეს პარტიის დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა და პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა. მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატია, ხუთმა დეპუტატმა კი პარლამენტიდან მთავრობაში გადაინაცვლა.
კერძოდ, ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნის გამო. დანიშვნებს უკავშირდება ასევე გადაწყვეტილებები მაკა ბოჭორიშვილთან - საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტის დაკავების გამო, ანრი ოხანაშვილთან - იუსტიციის მინისტრად დანიშვნის, დავით სონღულაშვილთან - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად და მარიამ ქვრივიშვილთან - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დანიშვნის გამო.
„ქართული ოცნების“ პროპორციული სიის რიგითობით, აღნიშნული პირების ადგილმონაცვლეები იქნებიან: ლევან მაჭავარიანი, არჩილ გორდულაძე, სალომე ქურასბედიანი, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ბერეკაშვილი, თორნიკე ჭეიშვილი, პაატა სალია და გიორგი გუგუჩია.
საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტმა განახლებულ მთავრობას ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ნდობა 28 ნოემბერს გამოუცხადა.