https://sputnik-georgia.com/20241208/ziritadi-dargvevebi-saprotesto-aqciebze-bolo-monacemebi-291290616.html
ძირითადი დარღვევები საპროტესტო აქციებზე - ბოლო მონაცემები
ძირითადი დარღვევები საპროტესტო აქციებზე - ბოლო მონაცემები
Sputnik საქართველო
დარღვევების ყველაზე მეტი ფაქტი ფიქსირდება თბილისსა და აჭარაში, ყველაზე ნაკლები - გურიასა და მცხეთა-მთიანეთში. 08.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-08T12:49+0400
2024-12-08T12:49+0400
2024-12-08T10:40+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საპროტესტო აქციები თბილისში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/1e/291179921_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_f119bc5ebfe1ee348f29fd73e2871466.jpg
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის 2.366 და წვრილმანი ხულიგნობის 2.091 ფაქტი დააფიქსირეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალებში.საქართველოში საპროტესტო აქციებზე პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულიგნობა ყველაზე გავრცელებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა.შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის ბრალი წაუყენეს 2.311 პირს, მათგან 83 ქალია - დაკავებულთა ასაკი 18-დან 40 წლამდეა.აღნიშნული კანონდარღვევისთვის პოლიციამ ასევე ბრალი წაუყენა 37 არასრულწლოვანს და 60 წელს ზემოთ 34 პირს.რაც შეეხება წვრილმან ხულიგნობას, აღნიშნულ პერიოდში პოლიციამ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 2.091 პირს დააკისრა, მათგან 91 ქალია. წვრილმანი ხულიგნობისთვის ბრალდებულთაგან 35 არასრულწლოვანი, 30 კი 60 წელს ზემოთ პირია.პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის შემთხვევების ყველაზე მეტი ფაქტი ფიქსირდება თბილისსა და აჭარის რეგიონში, ყველაზე ნაკლები - გურიასა და მცხეთა-მთიანეთში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/1e/291179921_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_a4d34b8c9d92e0f25fd3f3a1a808fb43.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საპროტესტო აქციები თბილისში , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საპროტესტო აქციები თბილისში , საზოგადოება, ახალი ამბები
ძირითადი დარღვევები საპროტესტო აქციებზე - ბოლო მონაცემები
დარღვევების ყველაზე მეტი ფაქტი ფიქსირდება თბილისსა და აჭარაში, ყველაზე ნაკლები - გურიასა და მცხეთა-მთიანეთში.
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის 2.366 და წვრილმანი ხულიგნობის 2.091 ფაქტი დააფიქსირეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალებში.
საქართველოში საპროტესტო აქციებზე პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულიგნობა ყველაზე გავრცელებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა.
შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის ბრალი წაუყენეს 2.311 პირს, მათგან 83 ქალია - დაკავებულთა ასაკი 18-დან 40 წლამდეა.
აღნიშნული კანონდარღვევისთვის პოლიციამ ასევე ბრალი წაუყენა 37 არასრულწლოვანს და 60 წელს ზემოთ 34 პირს.
რაც შეეხება წვრილმან ხულიგნობას, აღნიშნულ პერიოდში პოლიციამ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 2.091 პირს დააკისრა, მათგან 91 ქალია. წვრილმანი ხულიგნობისთვის ბრალდებულთაგან 35 არასრულწლოვანი, 30 კი 60 წელს ზემოთ პირია.
პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის შემთხვევების ყველაზე მეტი ფაქტი ფიქსირდება თბილისსა და აჭარის რეგიონში, ყველაზე ნაკლები - გურიასა და მცხეთა-მთიანეთში.