რამდენი ადამიანი დაშავდა აქციაზე გასულ ღამეს - ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაცია

© photo: Sputnikსპეცრაზმი
სპეცრაზმი - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2024
გამოწერა
დაშავებულთა შორის აქციის 10 მონაწილე, მედიასაშუალების ორი და და შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 წარმომადგენელია.
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. 7 დეკემბერს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა საპროტესტო აქციებიდან სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს 14 ადამიანი, იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბრიდან გრძელდება - ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთა შორის აქციის 10 მონაწილე, მედიასაშუალების ორი და და შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 წარმომადგენელია. უწყების ცნობით, სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია ყველა მოქალაქეს, ვისაც ამის საჭიროება ჰქონდა, თუმცა არ ესაჭიროებოდათ ჰოსპიტალიზაცია.
„მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკებში, მკურნალობას 3 პაციენტი აგრძელებს. დაშავებულებს ტანისა და თავის არეში აღენიშნებოდათ სხვადასხვა სახის დაზიანებები. ასევე - ჩივილები. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულთა ნაწილმა, სამედიცინო დაწესებულებები, ექიმის რეკომენდაციით ან/და საკუთარი სურვილით დატოვა", - ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მონაცემები მოიცავს მხოლოდ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ჰოსპიტალიზებულთა რიცხვს.
გუშინ, ბესიკის ქუჩაზე უცნობი ნიღბიანი პირები ტელეკომპანია „ტვ პირველის" გადამღებს ჯგუფს თავს დაესხნენ - წაართვეს და დაამტვრიეს კამერა, მიკროფონი და სცემეს ტელეოპერატორი გიორგი შეწირული და ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე. ორივე მათგანი კლინიკაშია მოთავსებული. ასევე, სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის კობა ხაბაზისა და მსახიობ გიორგი მახარაძის ცემის კადრები. ყველა თავდასხმა რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე მოხდა. მმართველ პარტიაში ჟურნალისტებზე თავდასხმა დაგმეს და მომხდარს პროვოკაცია უწოდეს.
შსს-ს ცნობით, 28 ნოემბრიდან დღემდე საპროტესტო აქციებზე არეულობის დროს დაშავდა 150-ზე მეტი პოლიციელი, ასევე აქციის მონაწილეები და მედიის წარმომადგენლები, დაზიანდა კერძო პირთა და მერიის ინფრასტრუქტურა.
ყველა ახალი ამბავი
0