პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს - სპეცრაზმმა მომიტინგეებს ტერიტორიის დატოვება აიძულა

© photo: Sputnikაქციის დაშლა. 2024 წლის 2 დეკემბერი
აქციის დაშლა. 2024 წლის 2 დეკემბერი - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2024
გამოწერა
უწყებამ მოუწოდა აქციის მონაწილეებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში.
თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. პოლიციის სპეცრაზმმა აქციის მონაწილეები თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მდებარე მოედნიდან გააძევა, რუსთაველის გამზირზე სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს, პოლიცია აქციის მონაწილეებს აკავებს.
პარასკევს საღამოს, თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე, ოპოზიციის რიგით მეცხრე აქცია იმართება, სადაც მოქალაქეები აპროტესტებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ. პარლამენტის წინ რამდენიმე ათასი ადამიანია შეკრებილი, მათგან ყველაზე აქტიურები აგრესიულად იქცევიან - პარლამენტის წინ ლითონის ღობეს არყევს, პოლიციელებს ქვებს და ფოიერვერკებს ესვრიან.
„რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მართლწესრიგის დაცვის მიზნით არიან მობილიზებულები.
აქციის ძალადობრივმა ჯგუფებმა უკვე განახორციელეს არაერთი კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რაც გამოიხატა პარლამენტის შენობისა და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების მიმართ პიროტექნიკისა და სხვადასხვა საგნების სროლაში, რის შედეგადაც დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი.“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
უწყებამ მოუწოდა აქციის მონაწილეებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში.
„თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ყველა ახალი ამბავი
0