https://sputnik-georgia.com/20241205/shss-policielze-tavdasxmis-braldebit-erti-piri-daakaves-291251837.html
შსს-მ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შსს-მ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
Sputnik საქართველო
დანაშაული 7-წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს 05.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-05T10:19+0400
2024-12-05T10:19+0400
2024-12-05T11:49+0400
საქართველო
საპროტესტო აქციები თბილისში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/01/291195696_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_50bb9ab368a29691e6b8ffe2a8b9a79c.jpg
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 18 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს.საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბრიდან გრძელდება - ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ. ყოველ საღამოს პარლამენტთან იკრიბება ასობით ადამიანი, მათი ნაწილი აზიანებს ინფრასტრუქტურას, ესვრის ძალოვანებს ქვებს, პიროტექნიკას, „მოლოტოვის კოქტეილებს“, პოლიცია კი იყენებს წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს და „წიწაკის სპრეის“.მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.წამყვანი ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებენ, რომ სპეცრაზმი პროვოცირებას უწევს მომიტინგეებს, რომლებიც სრულიად ლეგიტიმურად აპროტესტებენ „არალეგიტიმური ხელისუფლების ქმედებებს“.ორშაბათს, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ძალოვანებს ამფეტამინს ან სხვა ნარკოტიკებს ურიგებენ, რაც განაპირობებს საპროტესტო აქციებზე ზედიზედ რამდენიმე ღამე მათ გამძლეობას. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ზურაბიშვილის არასტაბილური ემოციური მდგომარეობა გამოწვეულია იმით, რომ მისი საპრეზიდენტო ვადა სრულდება.პრეზიდენტი, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. მათივე თქმით, ხელისუფლებამ 26 ოქტომბერს გააყალბა არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.ხელისუფლება აცხადებს, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობს „რადიკალური ოპოზიციის“ მიერ უცხოური დაფინანსებით მომზადებული პირთა აგრესიული ჯგუფები, რომლებიც აწყობენ პროვოკაციებს სიტუაციის დესტაბილიზაციისა და სახელმწიფო გადატრიალებისთვის ნიადაგის მოსამზადებლად. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების განცხადებით, ისინი მაიდანს ვერ მიაღწევენ.ხელისუფლების გადაწყვეტილების პასუხად - 2028 წლამდე მოიხსნას დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი - პრეზიდენტმა, ოპოზიციამ, ასევე საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ და აშშ-ის საელჩომ განაცხადეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეაჩერა. პრეზიდენტი და ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ თავისი გადაწყვეტილებით დაადასტურა ქვეყნის პროდასავლური კურსის ცვლილება რუსეთის სასარგებლოდ.როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გასულ კვირაში განაცხადა, ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ დაგეგმილი დესტრუქციული პროცესები წარიმართება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის საქმის გამოძიებით მოპოვებული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად.საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ, რომელთა მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდება, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/01/291195696_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_9d66db6a1254122826bd55dde5b32c1d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
შსს-მ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
10:19 05.12.2024 (განახლებულია: 11:49 05.12.2024) დანაშაული 7-წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 18 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბრიდან გრძელდება - ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ. ყოველ საღამოს პარლამენტთან იკრიბება ასობით ადამიანი, მათი ნაწილი აზიანებს ინფრასტრუქტურას, ესვრის ძალოვანებს ქვებს, პიროტექნიკას, „მოლოტოვის კოქტეილებს“, პოლიცია კი იყენებს წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს და „წიწაკის სპრეის“.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც დანით იყო შეიარაღებული, მიმდინარე წლის 30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველს ჯანმრთელობის დაზიანების მიზნით თავს დაესხა", - ნათქვამია განცხადებაში.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წამყვანი ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებენ, რომ სპეცრაზმი პროვოცირებას უწევს მომიტინგეებს, რომლებიც სრულიად ლეგიტიმურად აპროტესტებენ „არალეგიტიმური ხელისუფლების ქმედებებს“.
ორშაბათს, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ძალოვანებს ამფეტამინს ან სხვა ნარკოტიკებს ურიგებენ, რაც განაპირობებს საპროტესტო აქციებზე ზედიზედ რამდენიმე ღამე მათ გამძლეობას. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ზურაბიშვილის არასტაბილური ემოციური მდგომარეობა გამოწვეულია იმით, რომ მისი საპრეზიდენტო ვადა სრულდება.
პრეზიდენტი, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. მათივე თქმით, ხელისუფლებამ 26 ოქტომბერს გააყალბა არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
ხელისუფლება აცხადებს, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობს „რადიკალური ოპოზიციის“ მიერ უცხოური დაფინანსებით მომზადებული პირთა აგრესიული ჯგუფები, რომლებიც აწყობენ პროვოკაციებს სიტუაციის დესტაბილიზაციისა და სახელმწიფო გადატრიალებისთვის ნიადაგის მოსამზადებლად. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების განცხადებით, ისინი მაიდანს ვერ მიაღწევენ.
ხელისუფლების გადაწყვეტილების პასუხად - 2028 წლამდე მოიხსნას დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი - პრეზიდენტმა, ოპოზიციამ, ასევე საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ და აშშ-ის საელჩომ განაცხადეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეაჩერა. პრეზიდენტი და ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ თავისი გადაწყვეტილებით დაადასტურა ქვეყნის პროდასავლური კურსის ცვლილება რუსეთის სასარგებლოდ.
როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გასულ კვირაში განაცხადა, ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ დაგეგმილი დესტრუქციული პროცესები წარიმართება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის საქმის გამოძიებით მოპოვებული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად.
საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ, რომელთა მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდება, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.