https://sputnik-georgia.com/20241205/shss-kidev-sami-demonstranti-daakava-291257681.html
შსს-მ კიდევ სამი დემონსტრანტი დააკავა
შსს-მ კიდევ სამი დემონსტრანტი დააკავა
Sputnik საქართველო
სამართალდამცველები მათ ძალადობასა და პოლიციელებზე თავდასხმას ედავებიან. 05.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-05T17:33+0400
2024-12-05T17:33+0400
2024-12-05T17:33+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საპროტესტო აქციები თბილისში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/01/291182651_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_7af341c25cfbe1c9f6c5b654bb788531.jpg
თბილისი, 5 დეკემბერი— Sputnik. სამართალდამცელებმა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე სამი პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. ყოველ საღამოს პარლამენტთან იკრიბება ასობით ადამიანი, მათი ნაწილი აზიანებს ინფრასტრუქტურას, ესვრის ძალოვანებს ქვებს, პიროტექნიკას, „მოლოტოვის კოქტეილებს“, პოლიცია კი იყენებს წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს და „წიწაკის სპრეის“.უწყების ცნობით, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია 20 წლის ახალგაზრდა, პოლიციელზე თავდასხმისთვის კი 25 და 31 წლის პირები. გამოძიებით დადგინდა, რომ 20 წლის მამაკაცი საპროტესტო აქციებზე, სხვა დემონსტრანტებთან ერთად, სისტემატურად ახორციელებდა ძალადობას სამართალდამცველების მიმართ - მათი ჯანმრთელობის დაზიანების მიზნით ისროდა პიროტექნიკას.რაც შეეხება დანარჩენ ორ დაკავებულს, 25 წლის მამაკაცმა 1-ელ დეკემბერს რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას შსს-ს თანამშრომლებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლა. 31 წლის მამაკაცი კი 4 დეკემბერს თავისუფლების მოედანზე გამართული შეკრების დროს, ხელკეტით თავს დაესხა შსს-ს თანამშრომელს და თავის არეში დაზიანება მიაყენა.მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 225-ე და 239-ე პრიმა და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.უწყების ცნობით, მიმდინარე აქციების ფარგლებში, ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჩადენილ ყველა დანაშაულებრივ ქმედებაზე გამოძიება სსკ-ის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის დაკავებულია 9 პირი.გარდა ამისა, 8 პირია დაკავებული სსკ-ის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს. აფეთქების მომზადების ბრალდებით კი დაკავებულია 1 პირი.წამყვანი ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებენ, რომ სპეცრაზმი პროვოცირებას უწევს მომიტინგეებს, რომლებიც სრულიად ლეგიტიმურად აპროტესტებენ „არალეგიტიმური ხელისუფლების ქმედებებს“.ორშაბათს, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ძალოვანებს ამფეტამინს ან სხვა ნარკოტიკებს ურიგებენ, რაც განაპირობებს საპროტესტო აქციებზე ზედიზედ რამდენიმე ღამე მათ გამძლეობას. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ზურაბიშვილის არასტაბილური ემოციური მდგომარეობა გამოწვეულია იმით, რომ მისი საპრეზიდენტო ვადა სრულდება.პრეზიდენტი, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. მათივე თქმით, ხელისუფლებამ 26 ოქტომბერს გააყალბა არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.ხელისუფლება აცხადებს, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობს „რადიკალური ოპოზიციის“ მიერ უცხოური დაფინანსებით მომზადებული პირთა აგრესიული ჯგუფები, რომლებიც აწყობენ პროვოკაციებს სიტუაციის დესტაბილიზაციისა და სახელმწიფო გადატრიალებისთვის ნიადაგის მოსამზადებლად. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების განცხადებით, ისინი მაიდანს ვერ მიაღწევენ.ხელისუფლების გადაწყვეტილების პასუხად - 2028 წლამდე მოიხსნას დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი - პრეზიდენტმა, ოპოზიციამ, ასევე საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ და აშშ-ის საელჩომ განაცხადეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეაჩერა. პრეზიდენტი და ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ თავისი გადაწყვეტილებით დაადასტურა ქვეყნის პროდასავლური კურსის ცვლილება რუსეთის სასარგებლოდ.როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გასულ კვირაში განაცხადა, ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ დაგეგმილი დესტრუქციული პროცესები წარიმართება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის საქმის გამოძიებით მოპოვებული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად.საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ, რომელთა მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდება, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/01/291182651_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_35b272b1cdecebd53b0f448c075e5efa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საპროტესტო აქციები თბილისში , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საპროტესტო აქციები თბილისში , ახალი ამბები
შსს-მ კიდევ სამი დემონსტრანტი დააკავა
სამართალდამცველები მათ ძალადობასა და პოლიციელებზე თავდასხმას ედავებიან.
თბილისი, 5 დეკემბერი— Sputnik. სამართალდამცელებმა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე სამი პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. ყოველ საღამოს პარლამენტთან იკრიბება ასობით ადამიანი, მათი ნაწილი აზიანებს ინფრასტრუქტურას, ესვრის ძალოვანებს ქვებს, პიროტექნიკას, „მოლოტოვის კოქტეილებს“, პოლიცია კი იყენებს წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს და „წიწაკის სპრეის“.
უწყების ცნობით, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია 20 წლის ახალგაზრდა, პოლიციელზე თავდასხმისთვის კი 25 და 31 წლის პირები.
გამოძიებით დადგინდა, რომ 20 წლის მამაკაცი საპროტესტო აქციებზე, სხვა დემონსტრანტებთან ერთად, სისტემატურად ახორციელებდა ძალადობას სამართალდამცველების მიმართ - მათი ჯანმრთელობის დაზიანების მიზნით ისროდა პიროტექნიკას.
რაც შეეხება დანარჩენ ორ დაკავებულს, 25 წლის მამაკაცმა 1-ელ დეკემბერს რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას შსს-ს თანამშრომლებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლა. 31 წლის მამაკაცი კი 4 დეკემბერს თავისუფლების მოედანზე გამართული შეკრების დროს, ხელკეტით თავს დაესხა შსს-ს თანამშრომელს და თავის არეში დაზიანება მიაყენა.
მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 225-ე და 239-ე პრიმა და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
უწყების ცნობით, მიმდინარე აქციების ფარგლებში, ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჩადენილ ყველა დანაშაულებრივ ქმედებაზე გამოძიება სსკ-ის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის დაკავებულია 9 პირი.
გარდა ამისა, 8 პირია დაკავებული სსკ-ის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს. აფეთქების მომზადების ბრალდებით კი დაკავებულია 1 პირი.
წამყვანი ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებენ, რომ სპეცრაზმი პროვოცირებას უწევს მომიტინგეებს, რომლებიც სრულიად ლეგიტიმურად აპროტესტებენ „არალეგიტიმური ხელისუფლების ქმედებებს“.
ორშაბათს, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ძალოვანებს ამფეტამინს ან სხვა ნარკოტიკებს ურიგებენ, რაც განაპირობებს საპროტესტო აქციებზე ზედიზედ რამდენიმე ღამე მათ გამძლეობას. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ზურაბიშვილის არასტაბილური ემოციური მდგომარეობა გამოწვეულია იმით, რომ მისი საპრეზიდენტო ვადა სრულდება.
პრეზიდენტი, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. მათივე თქმით, ხელისუფლებამ 26 ოქტომბერს გააყალბა არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
ხელისუფლება აცხადებს, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობს „რადიკალური ოპოზიციის“ მიერ უცხოური დაფინანსებით მომზადებული პირთა აგრესიული ჯგუფები, რომლებიც აწყობენ პროვოკაციებს სიტუაციის დესტაბილიზაციისა და სახელმწიფო გადატრიალებისთვის ნიადაგის მოსამზადებლად. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების განცხადებით, ისინი მაიდანს ვერ მიაღწევენ.
ხელისუფლების გადაწყვეტილების პასუხად - 2028 წლამდე მოიხსნას დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი - პრეზიდენტმა, ოპოზიციამ, ასევე საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ და აშშ-ის საელჩომ განაცხადეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეაჩერა. პრეზიდენტი და ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ თავისი გადაწყვეტილებით დაადასტურა ქვეყნის პროდასავლური კურსის ცვლილება რუსეთის სასარგებლოდ.
როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გასულ კვირაში განაცხადა, ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ დაგეგმილი დესტრუქციული პროცესები წარიმართება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის საქმის გამოძიებით მოპოვებული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად.
საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ, რომელთა მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდება, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.