შსს აქციის მონაწილეებს მოუწოდებს პროტეტსტი კანონით დადგენილ ფარგლებში გამოხატონ

© photo: Sputnikაქცია რუსთაველის გამზირზე
აქცია რუსთაველის გამზირზე - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2024
გამოწერა
თბილისის მთავარ გამზირზე მეექვსე დღეა საპროტესტო აქცია იმართება
თბილისი, 3 დეკემბერი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ მშვიდობიან ფარგლებში და არ დაუშვან მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება, ნათქვამია უწყებს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისის ცენტრში საპროტესტო ტალღა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნის შესახებ ხელისუფლების გადაწყვეტილებას მოჰყვა, მეექვსე დღეა არ ცხრება.
ყოველ საღამოს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი იკრიბება, რომელთა ნაწილიც აზიანებს ინფრასტრუქტურას, ძალოვანების მისამართით ისვრის პიროტექნიკას. პოლიცია კი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და ე.წ. წიწაკის სპრეის იყენებს.
შსს-ს ცნობით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლები არიან მობილიზებული და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.
„შეკრების დაწყებიდან მალევე, საპროტესტო აქციის აგრესიულმა წევრებმა, მართლსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებების განხორციელება დაიწყეს.კერძოდ, აქციის წევრები სამართალდამცველებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და მათი მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა სახის ბლაგვ საგანს, პიროტექნიკას და აალებად ნივთს“, - ნათქვამია განცხადებაში.
პოლიციის მხრიდან თითოეულ სამართალდარღვევას შესაბამისი კანონიერი რეაგირება მოჰყვება, აღნიშნავენ უწყებაში.
შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით ჯამში 293 პირია დაკავებული, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად დაკავებულია - 6.
ყველა ახალი ამბავი
0