https://sputnik-georgia.com/20241203/ramdeni-adamiani-dashavda-aqciaze-2-dekembers-291219596.html
რამდენი ადამიანი დაშავდა საპროტესტო აქციაზე 2 დეკემბერს? ჯანდაცვის უწყების განმარტება
რამდენი ადამიანი დაშავდა საპროტესტო აქციაზე 2 დეკემბერს? ჯანდაცვის უწყების განმარტება
Sputnik საქართველო
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბრიდან იმართება, რასაც თან ახლავს შეტაკებები დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის. 03.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-03T12:14+0400
2024-12-03T12:14+0400
2024-12-03T12:14+0400
საქართველო
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საზოგადოება
საპროტესტო აქციები თბილისში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/02/291214071_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_40674e3c6c52fca5e3b742ed66e48d37.jpg
თბილისი, 3 დეკემბერი - Sputnik. 2 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა სამედიცინო დაწესებულებებში 26 ადამიანი გადაიყვანეს, ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.საქართველოში საპროტესტო აქციები მეხუთე დღეა გრძელდება - ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ.უწყების ინფორმაციით, დაშავებულთა შორის აქციის 23 მონაწილე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 წარმომადგენელია. დაშავებულთა ნაწილი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ კვლავ კლინიკებში რჩება, ნაწილმა კი სამედიცინო დაწესებულებები უკვე დატოვა.სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მონაცემები მოიცავს მხოლოდ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ჰოსპიტალიზებულთა რიცხვს.თბილისის ცენტრალურ გამზირებზე - რუსთაველზე, მელიქიშვილსა და ჭავჭავაძეზე, სადაც 3 დეკემბრის ღამეს მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა, ამ დროისთვის ტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია.3 დეკემბრის ღამეს დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/02/291214071_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_825a96cdb1a1678c7f50ca411d0d1d27.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება, საპროტესტო აქციები თბილისში , ახალი ამბები
საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება, საპროტესტო აქციები თბილისში , ახალი ამბები
რამდენი ადამიანი დაშავდა საპროტესტო აქციაზე 2 დეკემბერს? ჯანდაცვის უწყების განმარტება
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბრიდან იმართება, რასაც თან ახლავს შეტაკებები დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის.
თბილისი, 3 დეკემბერი - Sputnik. 2 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა სამედიცინო დაწესებულებებში 26 ადამიანი გადაიყვანეს, ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოში საპროტესტო აქციები მეხუთე დღეა გრძელდება - ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ.
უწყების ინფორმაციით, დაშავებულთა შორის აქციის 23 მონაწილე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 წარმომადგენელია. დაშავებულთა ნაწილი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ კვლავ კლინიკებში რჩება, ნაწილმა კი სამედიცინო დაწესებულებები უკვე დატოვა.
„არც ერთი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამასთან, სამედიცინო დახმარება გაეწია ყველა მოქალაქეს, ვისაც ამის საჭიროება ჰქონდა. მათ შორის - აქციის მონაწილეებს, მედიისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომელთაც არ ესაჭიროებოდათ ჰოსპიტალიზაცია“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მონაცემები მოიცავს მხოლოდ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ჰოსპიტალიზებულთა რიცხვს.
თბილისის ცენტრალურ გამზირებზე - რუსთაველზე, მელიქიშვილსა და ჭავჭავაძეზე, სადაც 3 დეკემბრის ღამეს მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა, ამ დროისთვის ტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია.
3 დეკემბრის ღამეს დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.