https://sputnik-georgia.com/20241203/premieri-namaxvanhestan-dakavshirebit-291219952.html
ქვეყანას შეიძლება მრავალმილიონიანი ზიანი მიადგეს: პრემიერი„ნამახვანის" პროექტის შეჩერებაზე
ქვეყანას შეიძლება მრავალმილიონიანი ზიანი მიადგეს: პრემიერი„ნამახვანის" პროექტის შეჩერებაზე
Sputnik საქართველო
მთავრობის მეთაურმა საარბიტრაჟო დავის მიზეზი განმარტა და აღნიშნა, რომ უცხოეთიდან ფინანსდებოდა ის ზიანი, რომელიც, შესაძლოა, ქვეყანას მიადგეს. 03.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-03T13:45+0400
2024-12-03T13:45+0400
2024-12-03T13:45+0400
საქართველო
ვნებათაღელვა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/19/251832220_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_7be9e191fc3b2196a4cf3e2e9c0519cc.jpg
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტის დაფინანსება დაიბლოკა, რის შედეგადაც ქვეყანას შეიძლება მრავალმილიონიანი ზიანის ანაზღაურება მოუწიოს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.თურქულმა კომპანია ENKA-მ საერთაშორისო არბიტრაჟში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ დავა - მდინარე რიონის ხეობაში (იმერეთის რეგიონი) ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით - მოიგო. არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, ქვეყანამ ყოფილ ინვესტორს 383,2 მლნ დოლარის ოდენობის კომპენსაცია უნდა გადაუხადოს. პრემიერმა სამი არასამთავრობო ორგანიზაცია გამოყო, რომლებიც ჩართული იყვნენ „ნამახვანჰესის" ირგვლივ განვითარებულ პროცესებში - „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, „მწვანე ალტერნატივა“.„უცხოეთიდან ფინანსდებოდა ის ზიანი, რომელიც, შესაძლოა, მიადგეს ჩვენს ქვეყანას. ზუსტად ამიტომ არ უნდოდათ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომ ეს შავ-ბნელი საქმეები „ენჯეოების“ ხელით ეკეთებინათ სწორედ შავი ფულით“, - განაცხადა კობახიძემ.თურქულმა კომპანიამ Enka Renewables LLC საქართველოს მთავრობასთან კონტრაქტი 2022 წლის მარტის ბოლოს ოფიციალურად გაწყვიტა. ამის მიზეზად მთავრობის მხრიდან არებული ვალდებულებების არშესრულება და ფორსმაჟორული გარემოებები დასახელდა.განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კომპენსაციის მითითებული ოდენობის მიღების შემდეგ იგი ENKA-ს ინვესტორებს სპეციალური სიტუაციური განცხადების სახით წარედგინება.საქართველოს მთავრობამ 2019 წელს „ნამახვანჰესის" კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ექსპლუატაციის უფლება ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებელ კომპანიად თურქული ENKA მოიწვია. საინჟინრო ნაგებობის აგება ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიაზე იგეგმებოდა.პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის წლიური წარმოება 15%-ით უნდა გაზრდილიყო. კასკადის მშენებლობაში 830 მილიონი დოლარის ინვესტიცია იგეგმებოდა.თურქულმა კომპანია ЕNKA-მ 2021 წლის სექტემბერში საქართველოს ხელისუფლება გააფრთხილა, რომ ერთ თვეში „ნამახვანჰესის" მშენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაწყვეტას აპირებდა, იანვარში კი საქართველოში თავისი ოფისები დახურა. ჰესის მშენებლობამ რიონის ხეობაში მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია. 2021 წელს საპროტესტო აქციების ტალღამ საქართველოს ქალაქები მოიცვა და თბილისამდე მოაღწია. ჰესის მოწინააღმდეგეები კომპანია ENKA-სთან კონტრაქტის გაწყვეტას მოითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ პროექტი რეგიონის ეკოლოგიას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებდა.„ნამახვანჰესის" პროექტის განხორციელების შემთხვევაში საქართველოს ერთბაშად ორი ახალი ჰიდროელექტროსადგური ექნებოდა (333 მგვტ და 100 მგვტ სიმძლავრის).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/19/251832220_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_007fac46a5ea447988fac9dbbc9b5613.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ვნებათაღელვა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, ვნებათაღელვა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
ქვეყანას შეიძლება მრავალმილიონიანი ზიანი მიადგეს: პრემიერი„ნამახვანის" პროექტის შეჩერებაზე
მთავრობის მეთაურმა საარბიტრაჟო დავის მიზეზი განმარტა და აღნიშნა, რომ უცხოეთიდან ფინანსდებოდა ის ზიანი, რომელიც, შესაძლოა, ქვეყანას მიადგეს.
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტის დაფინანსება დაიბლოკა, რის შედეგადაც ქვეყანას შეიძლება მრავალმილიონიანი ზიანის ანაზღაურება მოუწიოს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
თურქულმა კომპანია ENKA-მ საერთაშორისო არბიტრაჟში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ დავა - მდინარე რიონის ხეობაში (იმერეთის რეგიონი) ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით - მოიგო. არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, ქვეყანამ ყოფილ ინვესტორს 383,2 მლნ დოლარის ოდენობის კომპენსაცია უნდა გადაუხადოს.
„პროექტი იყო აბსოლუტურად გამართული, თუმცა ჩატარდა საპროტესტო აქციები. ამ აქციებში ჩართული იყვნენ საეჭვო პირები, ასევე უცხოეთიდან დაფინანსებული კონკრეტული „ენჯეოები", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერმა სამი არასამთავრობო ორგანიზაცია გამოყო, რომლებიც ჩართული იყვნენ „ნამახვანჰესის" ირგვლივ განვითარებულ პროცესებში - „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, „მწვანე ალტერნატივა“.
„უცხოეთიდან ფინანსდებოდა ის ზიანი, რომელიც, შესაძლოა, მიადგეს ჩვენს ქვეყანას. ზუსტად ამიტომ არ უნდოდათ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომ ეს შავ-ბნელი საქმეები „ენჯეოების“ ხელით ეკეთებინათ სწორედ შავი ფულით“, - განაცხადა კობახიძემ.
თურქულმა კომპანიამ Enka Renewables LLC საქართველოს მთავრობასთან კონტრაქტი 2022 წლის მარტის ბოლოს ოფიციალურად გაწყვიტა. ამის მიზეზად მთავრობის მხრიდან არებული ვალდებულებების არშესრულება და ფორსმაჟორული გარემოებები დასახელდა.
„საერთაშორისო საარბიტრაჟო პროცესი დასრულდა და დადგინდა, რომ ჩვენმა შვილობილმა კომპანიამ კონტრაქტი კანონიერად გაწყვიტა, საქართველოს მთავრობა კი ვალდებულია ჩვენს შვილობილ კომპანიას გადაუხადოს კომპენსაცია, დაახლოებით, 383,2 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, პროცენტის ჩათვლით“, - ნათქვამია Public Disclosure-ის განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კომპენსაციის მითითებული ოდენობის მიღების შემდეგ იგი ENKA-ს ინვესტორებს სპეციალური სიტუაციური განცხადების სახით წარედგინება.
საქართველოს მთავრობამ 2019 წელს „ნამახვანჰესის" კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ექსპლუატაციის უფლება ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებელ კომპანიად თურქული ENKA მოიწვია. საინჟინრო ნაგებობის აგება ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიაზე იგეგმებოდა.
პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის წლიური წარმოება 15%-ით უნდა გაზრდილიყო. კასკადის მშენებლობაში 830 მილიონი დოლარის ინვესტიცია იგეგმებოდა.
თურქულმა კომპანია ЕNKA-მ 2021 წლის სექტემბერში საქართველოს ხელისუფლება გააფრთხილა, რომ ერთ თვეში „ნამახვანჰესის" მშენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაწყვეტას აპირებდა, იანვარში კი საქართველოში თავისი ოფისები დახურა.
ჰესის მშენებლობამ რიონის ხეობაში მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია. 2021 წელს საპროტესტო აქციების ტალღამ საქართველოს ქალაქები მოიცვა და თბილისამდე მოაღწია. ჰესის მოწინააღმდეგეები კომპანია ENKA-სთან კონტრაქტის გაწყვეტას მოითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ პროექტი რეგიონის ეკოლოგიას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებდა.
„ნამახვანჰესის" პროექტის განხორციელების შემთხვევაში საქართველოს ერთბაშად ორი ახალი ჰიდროელექტროსადგური ექნებოდა (333 მგვტ და 100 მგვტ სიმძლავრის).