https://sputnik-georgia.com/20241203/policiam-aqciis-erti-monawile-daakava-291215223.html
ე.წ მოლოტოვის კოქტეილით წყლის ჭავლის მანქანის დაზიანებაში ბრალდებული პირი დააკავეს
ე.წ მოლოტოვის კოქტეილით წყლის ჭავლის მანქანის დაზიანებაში ბრალდებული პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. თბილისში, საქართველოს პარლამენტთან პოლიციამ 52 წლის მომიტინგე დააკავა, რომელმაც პოლიციის მიმართულებით მოლოტოვის კოქტეილი ესროლა... 03.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-03T01:05+0400
2024-12-03T01:05+0400
2024-12-03T01:04+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საპროტესტო აქციები თბილისში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/02/291199444_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_2b97ad8566f1de1efd80a91a186eb807.jpg
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. თბილისში, საქართველოს პარლამენტთან პოლიციამ 52 წლის მომიტინგე დააკავა, რომელმაც პოლიციის მიმართულებით მოლოტოვის კოქტეილი ესროლა და წყლის ჭავლი დააზიანა, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.თბილისის ცენტრში საპროტესტო ტალღა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნის შესახებ ხელისუფლების გადაწყვეტილებას მოჰყვა, მეხუთე დღეა არ ცხრება. აღნიშნული გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მოქალაქეები ყოველ დღე პარლამენტის წინ 19:00 საათზე იკრიბებიან.ყოველ საღამოს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი იკრიბება, რომელთა ნაწილიც აზიანებს ინფრასტრუქტურას, ძალოვანების მისამართით ისვრიან პიროტექნიკას. პოლიცია კი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და ე.წ. წიწაკის სპრეის იყენებს.„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 1-ელ დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებულის მიერ სამართალდამცველების მისამართით ნასროლი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილით, სამინისტროს ბალანსზე რიცხული წყლის ჭავლის ავტომობილი დაზიანდა", - ნათქვამია განცხადებაში.სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული თბილისში დააკავეს.მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში, მიმდინარე აქციების ფარგლებში, ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჩადენილ ყველა დანაშაულებრივ ქმედებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის დაკავებულია 5 პირი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/02/291199444_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_761b4fc71fcfb7ac7a70854080ca03dc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საპროტესტო აქციები თბილისში , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საპროტესტო აქციები თბილისში , ახალი ამბები
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. თბილისში, საქართველოს პარლამენტთან პოლიციამ 52 წლის მომიტინგე დააკავა, რომელმაც პოლიციის მიმართულებით მოლოტოვის კოქტეილი ესროლა და წყლის ჭავლი დააზიანა, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
თბილისის ცენტრში საპროტესტო ტალღა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნის შესახებ ხელისუფლების გადაწყვეტილებას მოჰყვა, მეხუთე დღეა არ ცხრება. აღნიშნული გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მოქალაქეები ყოველ დღე პარლამენტის წინ 19:00 საათზე იკრიბებიან.
ყოველ საღამოს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი იკრიბება, რომელთა ნაწილიც აზიანებს ინფრასტრუქტურას, ძალოვანების მისამართით ისვრიან პიროტექნიკას. პოლიცია კი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და ე.წ. წიწაკის სპრეის იყენებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 1-ელ დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებულის მიერ სამართალდამცველების მისამართით ნასროლი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილით, სამინისტროს ბალანსზე რიცხული წყლის ჭავლის ავტომობილი დაზიანდა", - ნათქვამია განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული თბილისში დააკავეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში, მიმდინარე აქციების ფარგლებში, ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჩადენილ ყველა დანაშაულებრივ ქმედებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის დაკავებულია 5 პირი.