https://sputnik-georgia.com/20241203/policiam-aqciaze-erti-piri-daakava-291231223.html
საპროტესტო აქციაზე აფეთქების მომზადების ბრალდებით 25 წლის მამაკაცი დააკავეს
საპროტესტო აქციაზე აფეთქების მომზადების ბრალდებით 25 წლის მამაკაცი დააკავეს
Sputnik საქართველო
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბრიდან იმართება, რასაც თან ახლავს შეტაკებები დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის. 03.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-03T23:23+0400
2024-12-03T23:23+0400
2024-12-03T23:23+0400
საქართველო
საპროტესტო აქციები თბილისში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/02/291213180_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_a847d9645a0833866d0ae52f5ad9f81f.jpg
თბილისი, 3 დეკემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა აფეთქების მომზადების ბრალდებით 25 წლის პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა თავდაპირველად ბრალდებული საპროტესტო აქციაზე საავტომობილო გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკის შედეგად კი ამოღებულ იქნა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რომლის „მოქმედებაში მოყვანამ, შესაძლოა, ადამიანის სხეულის მძიმე დაზიანება ან სიცოცხლის მოსპობა გამოიწვიოს".„პოლიციამ ორი ცალი მინის ბოთლი, ნაჭრის ფრაგმენტები და მათში მოთავსებული აალებადი ნავთობპროდუქტი (ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი) ნივთმტკიცებად ამოიღო. ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მინის ბოთლებზე შემოხვეულ ნაჭრის ფრაგმენტებზე აღინიშნება ნავთობპროდუქტების კვალი", - ნათქვამია განცხადებაში.მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 18-229-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.საქართველოში საპროტესტო აქციები მეექვსე დღეა გრძელდება - ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ.ყოველ საღამოს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი იკრიბება, რომელთა ნაწილიც აზიანებს ინფრასტრუქტურას, ძალოვანების მისამართით ისვრის პიროტექნიკას. პოლიცია კი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და ე.წ. წიწაკის სპრეის იყენებს.ამ დროისთვის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით ჯამში 293 პირია დაკავებული, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად დაკავებულია - 6.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/02/291213180_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_e89b664c1e5febf28b507bc502c75eb7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
საპროტესტო აქციაზე აფეთქების მომზადების ბრალდებით 25 წლის მამაკაცი დააკავეს
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბრიდან იმართება, რასაც თან ახლავს შეტაკებები დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის.
თბილისი, 3 დეკემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა აფეთქების მომზადების ბრალდებით 25 წლის პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა თავდაპირველად ბრალდებული საპროტესტო აქციაზე საავტომობილო გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკის შედეგად კი ამოღებულ იქნა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რომლის „მოქმედებაში მოყვანამ, შესაძლოა, ადამიანის სხეულის მძიმე დაზიანება ან სიცოცხლის მოსპობა გამოიწვიოს".
„პოლიციამ ორი ცალი მინის ბოთლი, ნაჭრის ფრაგმენტები და მათში მოთავსებული აალებადი ნავთობპროდუქტი (ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი) ნივთმტკიცებად ამოიღო. ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მინის ბოთლებზე შემოხვეულ ნაჭრის ფრაგმენტებზე აღინიშნება ნავთობპროდუქტების კვალი", - ნათქვამია განცხადებაში.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 18-229-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოში საპროტესტო აქციები მეექვსე დღეა გრძელდება - ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ.
ყოველ საღამოს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი იკრიბება, რომელთა ნაწილიც აზიანებს ინფრასტრუქტურას, ძალოვანების მისამართით ისვრის პიროტექნიკას. პოლიცია კი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და ე.წ. წიწაკის სპრეის იყენებს.
ამ დროისთვის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით ჯამში 293 პირია დაკავებული, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად დაკავებულია - 6.