https://sputnik-georgia.com/20241203/ganatlebis-saministro-miugebelia-bavshvebis-politikur-procesebshi-chartva-291226950.html
განათლების სამინისტრო: მიუღებელია ბავშვების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა
განათლების სამინისტრო: მიუღებელია ბავშვების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა
Sputnik საქართველო
სამინისტრო ყველას მოუწოდებს, ნუ დაარღვევენ მოსწავლეთა უფლებებს და ნუ შეუშლიან ხელს სკოლების ფუნქციონირებას. 03.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-03T20:15+0400
2024-12-03T20:15+0400
2024-12-03T20:15+0400
საქართველო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლება საქართველოში
საპროტესტო აქციები თბილისში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/1d/291142219_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_3d798714199d607a65655c609f62960b.jpg
თბილისი, 3 დეკემბერი - Sputnik. ჩვენთვის მიუღებელია ის პროცესები, რაც ახლა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხდება - კონკრეტული პირების მიერ სასწავლო პროცესის ჩაშლის მიზანმიმართული მცდელობა და ბავშვების ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში, ნათქვამია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების, ასევე უნივერსიტეტების ნაწილმა სოლიდარობა გამოუცხადა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს და სასწავლო პროცესი შეაჩერა. ღამის საპროტესტო აქციებზე სულ უფრო ხშირად ჩანან ბავშვები და მოზარდები. ამასთან, შსს-მ მშობლებს მოუწოდა მოარიდონ ძალადობრივ გარემოს არასრულწლოვნები, რადგანაც ბოლო დღეებში პარლამენტთან საპროტესტო აქციები გასცდა მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს და ძალადობრივი ხასიათი მიიღო.სამინისტროს განცხადებით, კონკრეტული პირები ზეწოლას ახდენენ სკოლებზე. კერძოდ, იჭრებიან საგანმანათლებლო დაწესებულებების ტერიტორიაზე და მოუწოდებენ დირექციას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს გაფიცვისკენ, აღვივებენ შუღლს ახალგაზრდებს შორის.უწყების განცხადებით, ბავშვის უფლებათა დაცვის ფუძემდებლურ პრინციპს მისი საუკეთესო ინტერესის უპირატესად გათვალისწინება წარმოადგენს, ეს პრინციპი კი ყველას ავალდებულებს, დაიცვას ბავშვის კეთილდღეობა, უსაფრთხოება, ჯანმრთელობა, მისი განათლების, განვითარების, საზოგადოებრივი, ზნეობრივი და სხვა ინტერესები.გუშინ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ X-ზე გაავრცელა განცხადება, რომ „უნივერსიტეტების შემდეგ სკოლების ჯერია, გამოხატონ სოლიდარობა აქციების მიმართ“.პრეზიდენტის მოწოდების პასუხად, განათლების მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ განაცხადა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზება აბსოლუტურად მიუღებელია - სასწავლო პროცესი ყველგან შეუფერხებლად უნდა მიმდინარეობდეს.პრეზიდენტის აღნიშნული განცხადება დაგმო საქართველოს საპატრიარქომაც და მას სამწუხარო და შემაშფოთებელი უწოდა.თბილისსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ 28 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას - მიზეზად დასახელდა აღნიშნული საკითხის შანტაჟის ინსტრუმენტად გამოყენება. ამასთან, ხელისუფლებამ განმარტა, რომ გააგრძელებენ მუშაობას ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რადგან ამაზეა დამოკიდებული ევროკავშირის წევრობისთვის მზადყოფნა.შსს-ს მონაცემებით, თბილისში აქციებზე დაკავებულთა რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/1d/291142219_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_13bd4a7072127bdd2fe5eb9aabc6f634.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , საპროტესტო აქციები თბილისში , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , საპროტესტო აქციები თბილისში , საზოგადოება, ახალი ამბები
განათლების სამინისტრო: მიუღებელია ბავშვების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა
სამინისტრო ყველას მოუწოდებს, ნუ დაარღვევენ მოსწავლეთა უფლებებს და ნუ შეუშლიან ხელს სკოლების ფუნქციონირებას.
თბილისი, 3 დეკემბერი - Sputnik. ჩვენთვის მიუღებელია ის პროცესები, რაც ახლა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხდება - კონკრეტული პირების მიერ სასწავლო პროცესის ჩაშლის მიზანმიმართული მცდელობა და ბავშვების ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში, ნათქვამია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების, ასევე უნივერსიტეტების ნაწილმა სოლიდარობა გამოუცხადა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს და სასწავლო პროცესი შეაჩერა. ღამის საპროტესტო აქციებზე სულ უფრო ხშირად ჩანან ბავშვები და მოზარდები. ამასთან, შსს-მ მშობლებს მოუწოდა მოარიდონ ძალადობრივ გარემოს არასრულწლოვნები, რადგანაც ბოლო დღეებში პარლამენტთან საპროტესტო აქციები გასცდა მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს და ძალადობრივი ხასიათი მიიღო.
სამინისტროს განცხადებით, კონკრეტული პირები ზეწოლას ახდენენ სკოლებზე. კერძოდ, იჭრებიან საგანმანათლებლო დაწესებულებების ტერიტორიაზე და მოუწოდებენ დირექციას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს გაფიცვისკენ, აღვივებენ შუღლს ახალგაზრდებს შორის.
„მსგავსი ქმედება არღვევს არასრულწლოვანთა ზოგადი განათლების მიღების კონსტიტუციურ უფლებას და ქმნის ნიადაგს ძალადობრივი გარემოსთვის. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სკოლებში შეუფერხებლად წარიმართოს სასწავლო პროცესი, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოსწავლეებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობა და დაცული იყოს თითოეული ბავშვის უსაფრთხოება, უფლებები და ინტერესები“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების განცხადებით, ბავშვის უფლებათა დაცვის ფუძემდებლურ პრინციპს მისი საუკეთესო ინტერესის უპირატესად გათვალისწინება წარმოადგენს, ეს პრინციპი კი ყველას ავალდებულებს, დაიცვას ბავშვის კეთილდღეობა, უსაფრთხოება, ჯანმრთელობა, მისი განათლების, განვითარების, საზოგადოებრივი, ზნეობრივი და სხვა ინტერესები.
„სწორედ ამიტომ, თითოეული ბავშვის უფლებათა ეფექტიანი დაცვის და მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინების მიზნით, მოგიწოდებთ ყველას: ნუ დაარღვევთ მოსწავლეთა უფლებებს, ნუ შეუშლით ხელს სკოლების ფუნქციონირებას და საგაკვეთილო პროცესის ჩვეულ რეჟიმში წარმართვას“, - ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გუშინ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ X-ზე გაავრცელა განცხადება, რომ „უნივერსიტეტების შემდეგ სკოლების ჯერია, გამოხატონ სოლიდარობა აქციების მიმართ“.
პრეზიდენტის მოწოდების პასუხად, განათლების მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ განაცხადა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზება აბსოლუტურად მიუღებელია - სასწავლო პროცესი ყველგან შეუფერხებლად უნდა მიმდინარეობდეს.
პრეზიდენტის აღნიშნული განცხადება დაგმო საქართველოს საპატრიარქომაც და მას სამწუხარო და შემაშფოთებელი უწოდა.
თბილისსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ 28 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას - მიზეზად დასახელდა აღნიშნული საკითხის შანტაჟის ინსტრუმენტად გამოყენება. ამასთან, ხელისუფლებამ განმარტა, რომ გააგრძელებენ მუშაობას ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რადგან ამაზეა დამოკიდებული ევროკავშირის წევრობისთვის მზადყოფნა.
შსს-ს მონაცემებით, თბილისში აქციებზე დაკავებულთა რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა.