https://sputnik-georgia.com/20241202/shss-gancxadebas-avrcelebs-291212011.html
შსს: აქციის მონაწილეები აღჭურვილნი არიან სხვადასხვა აკრძალული ნივთებით
შსს: აქციის მონაწილეები აღჭურვილნი არიან სხვადასხვა აკრძალული ნივთებით
Sputnik საქართველო
საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ 28 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე... 02.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-02T21:33+0400
2024-12-02T21:33+0400
2024-12-02T22:04+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საპროტესტო აქციები თბილისში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/01/291184795_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_c26cd624a465c9436710948df2f67706.jpg
თბილისი, 2 დეკემბერი - Sputnik. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილე გარკვეული ჯგუფების მხრიდან მალევე დაფიქსირდა ძალადობრივი ქმედებები, რაც გამოიხატება პარლამენტის წინა შესასვლელთან განლაგებულ საპოლიციო ძალებთან დაპირისპირებაში, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მეხუთე დღეა გრძელდება. პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ 28 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას - მიზეზად დასახელდა აღნიშნული საკითხის შანტაჟის ინსტრუმენტად გამოყენება. საპროტესტო აქციები მომიტინგეების დარბევით სრულდება მას შემდეგ, რაც მომიტინგეები ძალადობრივ ქმედებებს მიმართავენ.კერძოდ, უწყების ცნობით, მოძალადე ჯგუფის წევრები პოლიციის მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა საგნებს, ქვებს, შუშის ბოთლებსა და პიროტექნიკას.შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაწყებისთანავე გაავრცელა შესაბამისი მოწოდება ორგანიზატორებისა და აქციის მონაწილეების მიმართ, შეკრება მანიფესტაცია ყოფილიყო მშვიდობიანი და არ გასცდენოდა კანონით დადგენილ ფარგლებს.დედაქალაქის მთავარ გამზირზე მოვლენები დღესაც წინა დღეების მსგავსად ვითარდება. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტუაცია პერიოდულად იძაბება. რკინის ჯებირზე ბრახუნი და სკანდირება, პარლამენტის შენობას უკვე ესროლეს გაურკვეველი საგნები აალებადი ნივთიერებით, რასაც პასუხად წყლის ჭავლი მოჰყვა. ჩამსხვრეულია პარლამენტის ფანჯრის შუშები.აქციის მონაწილეები საქართველოს პარლამენტთან მობილიზებულ შსს-ის წარმომადგენლების მისამართით ქვებს, ბოთლებსა და რკინის საგნებს, პიროტექნიკას ისვრიან, ძალოვანები კი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზსა და ე.წ. წიწაკის სპრეის იყენებენ. გუშინ, 1-ელ დეკემბერს კლინიკებში სხვადასხვა დაზიანებებით 37 ადამიანი შეიყვანეს, მათგან 12 პოლიციელი.საპროტესტო აქციები იმართება ყველა დიდ ქალაქში, თუმცა მოვლენების მთავარი ეპიცენტრი კვლავ დედაქალაქია, კერძოდ, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია. დღის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა რაიონში მცირერიცხოვანი აქციები იმართება, 19:00 საათისთვის კი პარლამენტის შენობის წინ იკრიბებიან ისინი, ვინც ხელისუფლების გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან.წამყვანი ოპოზიციური პარტიების ლიდერები, ასევე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მათ მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. მათი თქმით, ხელისუფლებამ გააყალბა 26 ოქტომბრის არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც მმართველი გუნდის წინააღმდეგია.ხელისუფლება აცხადებს, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობს „რადიკალური ოპოზიციის“ მიერ უცხოური დაფინანსებით მომზადებული პირთა აგრესიული ჯგუფები, რომლებიც აწყობენ პროვოკაციებს სიტუაციის დესტაბილიზაციისა და სახელმწიფო გადატრიალებისთვის ნიადაგის მოსამზადებლად. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების განცხადებით, ისინი მაიდანს ვერ მიაღწევენ.ბოლო ინფორმაციით, თბილისში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცველებმა ჯამში 224 პირი დააკავეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/01/291184795_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_cf1673b49bd9d9c9a812f931d859486c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საპროტესტო აქციები თბილისში , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საპროტესტო აქციები თბილისში , ახალი ამბები
შსს: აქციის მონაწილეები აღჭურვილნი არიან სხვადასხვა აკრძალული ნივთებით
21:33 02.12.2024 (განახლებულია: 22:04 02.12.2024) საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ 28 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას
თბილისი, 2 დეკემბერი - Sputnik. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილე გარკვეული ჯგუფების მხრიდან მალევე დაფიქსირდა ძალადობრივი ქმედებები, რაც გამოიხატება პარლამენტის წინა შესასვლელთან განლაგებულ საპოლიციო ძალებთან დაპირისპირებაში, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მეხუთე დღეა გრძელდება. პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ 28 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას - მიზეზად დასახელდა აღნიშნული საკითხის შანტაჟის ინსტრუმენტად გამოყენება. საპროტესტო აქციები მომიტინგეების დარბევით სრულდება მას შემდეგ, რაც მომიტინგეები ძალადობრივ ქმედებებს მიმართავენ.
კერძოდ, უწყების ცნობით, მოძალადე ჯგუფის წევრები პოლიციის მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა საგნებს, ქვებს, შუშის ბოთლებსა და პიროტექნიკას.
„ამასთან, სხვადასხვა მედიასაშუალებების მეშვეობით აშკარად ჩანდა, რომ აქციის მონაწილეები აღჭურვილნი არიან სხვადასხვა აკრძალული ნივთებით, რომელსაც აქტიურად იყენებენ პოლიციის წინააღმდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაწყებისთანავე გაავრცელა შესაბამისი მოწოდება ორგანიზატორებისა და აქციის მონაწილეების მიმართ, შეკრება მანიფესტაცია ყოფილიყო მშვიდობიანი და არ გასცდენოდა კანონით დადგენილ ფარგლებს.
„მიუხედავად სამინისტროს მოწოდებისა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია გასცდა მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მოძალადე ჯგუფის წევრების მიმართ გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს რათა გაათავისუფლოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია“, - ნათქვამია განცხადებაში.
დედაქალაქის მთავარ გამზირზე მოვლენები დღესაც წინა დღეების მსგავსად ვითარდება. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტუაცია პერიოდულად იძაბება. რკინის ჯებირზე ბრახუნი და სკანდირება, პარლამენტის შენობას უკვე ესროლეს გაურკვეველი საგნები აალებადი ნივთიერებით, რასაც პასუხად წყლის ჭავლი მოჰყვა. ჩამსხვრეულია პარლამენტის ფანჯრის შუშები.
აქციის მონაწილეები საქართველოს პარლამენტთან მობილიზებულ შსს-ის წარმომადგენლების მისამართით ქვებს, ბოთლებსა და რკინის საგნებს, პიროტექნიკას ისვრიან, ძალოვანები კი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზსა და ე.წ. წიწაკის სპრეის იყენებენ. გუშინ, 1-ელ დეკემბერს კლინიკებში სხვადასხვა დაზიანებებით 37 ადამიანი შეიყვანეს, მათგან 12 პოლიციელი.
საპროტესტო აქციები იმართება ყველა დიდ ქალაქში, თუმცა მოვლენების მთავარი ეპიცენტრი კვლავ დედაქალაქია, კერძოდ, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია. დღის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა რაიონში მცირერიცხოვანი აქციები იმართება, 19:00 საათისთვის კი პარლამენტის შენობის წინ იკრიბებიან ისინი, ვინც ხელისუფლების გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან.
წამყვანი ოპოზიციური პარტიების ლიდერები, ასევე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მათ მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. მათი თქმით, ხელისუფლებამ გააყალბა 26 ოქტომბრის არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც მმართველი გუნდის წინააღმდეგია.
ხელისუფლება აცხადებს, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობს „რადიკალური ოპოზიციის“ მიერ უცხოური დაფინანსებით მომზადებული პირთა აგრესიული ჯგუფები, რომლებიც აწყობენ პროვოკაციებს სიტუაციის დესტაბილიზაციისა და სახელმწიფო გადატრიალებისთვის ნიადაგის მოსამზადებლად. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების განცხადებით, ისინი მაიდანს ვერ მიაღწევენ.
ბოლო ინფორმაციით, თბილისში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცველებმა ჯამში 224 პირი დააკავეს.