https://sputnik-georgia.com/20241202/shss-gancxadebas-avrcelebs-291210297.html
შსს: აქციიდან უკვე შეინიშნება პროტესტის არაკანონიერად გამოხატვის შემთხვევები
შსს: აქციიდან უკვე შეინიშნება პროტესტის არაკანონიერად გამოხატვის შემთხვევები
Sputnik საქართველო
ბოლო ინფორმაციით, თბილისში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცველებმა ჯამში 224 პირი დააკავეს. 02.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-02T20:49+0400
2024-12-02T20:49+0400
2024-12-02T20:49+0400
საქართველო
საპროტესტო აქციები თბილისში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/01/291195514_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_9f5f8d729407c7db902a1174acfb70de.jpg
თბილისი, 2 დეკემბერი - Sputnik. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე პროტესტის მონაწილეთა შეკრებიდან მალევე შეინიშნება პროტესტის არაკანონიერად გამოხატვის შემთხვევები, ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მეხუთე დღეა გრძელდება. პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ 28 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას - მიზეზად დასახელდა აღნიშნული საკითხის შანტაჟის ინსტრუმენტად გამოყენება. ზედიზედ ოთხი ღამე აქციის მონაწილეები საქართველოს პარლამენტთან მობილიზებულ შსს-ის წარმომადგენლების მისამართით ქვებს, ბოთლებსა და რკინის საგნებს, პიროტექნიკას ისვრიან, ძალოვანები კი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზსა და ე.წ. წიწაკის სპრეის იყენებენ. გუშინ, 1-ელ დეკემბერს კლინიკებში სხვადასხვა დაზიანებებით 37 ადამიანი შეიყვანეს, მათგან 12 პოლიციელი.შინაგან საქმეთა სამინისტრო აფრთხილებს აქციის იმ მონაწილეებს, რომელთა ქმედებები სცდება პროტესტის გამოხატვის კანონით დასაშვებ ფორმებს, შეწყვიტონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და პროტესტი გამოხატონ კანონით დაშვებულ ფარგლებში.„წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო გაატარებს კანონით მინიჭებულ შესაბამის ღონისძიებებს. თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“,- ნათქვამია განცხადებაში.შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე ტერიტორიაზე, აღნიშნულია განცხადებაში. საქართველოს კანონმდებლობით დაცულია შეკრება-მანიფესტაციისა და გამოხატვის უფლება, ასევე განსაზღვრულია პროტესტის გამოხატვის ფორმები, რათა დაცული იყოს საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.საპროტესტო აქციები იმართება ყველა დიდ ქალაქში, თუმცა მოვლენების მთავარი ეპიცენტრი კვლავ დედაქალაქია, კერძოდ, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია. დღის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა რაიონში მცირერიცხოვანი აქციები იმართება, 19:00 საათისთვის კი პარლამენტის შენობის წინ იკრიბებიან ისინი, ვინც ხელისუფლების გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან.წამყვანი ოპოზიციური პარტიების ლიდერები, ასევე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მათ მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. მათი თქმით, ხელისუფლებამ გააყალბა 26 ოქტომბრის არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც მმართველი გუნდის წინააღმდეგია.ხელისუფლება აცხადებს, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობს „რადიკალური ოპოზიციის“ მიერ უცხოური დაფინანსებით მომზადებული პირთა აგრესიული ჯგუფები, რომლებიც აწყობენ პროვოკაციებს სიტუაციის დესტაბილიზაციისა და სახელმწიფო გადატრიალებისთვის ნიადაგის მოსამზადებლად. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების განცხადებით, ისინი მაიდანს ვერ მიაღწევენ.ბოლო ინფორმაციით, თბილისში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცველებმა ჯამში 224 პირი დააკავეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/01/291195514_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_f0854510350d66e288f4f4d1af15bd91.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
შსს: აქციიდან უკვე შეინიშნება პროტესტის არაკანონიერად გამოხატვის შემთხვევები
ბოლო ინფორმაციით, თბილისში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცველებმა ჯამში 224 პირი დააკავეს.
თბილისი, 2 დეკემბერი - Sputnik. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე პროტესტის მონაწილეთა შეკრებიდან მალევე შეინიშნება პროტესტის არაკანონიერად გამოხატვის შემთხვევები, ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მეხუთე დღეა გრძელდება. პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ 28 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას - მიზეზად დასახელდა აღნიშნული საკითხის შანტაჟის ინსტრუმენტად გამოყენება.
ზედიზედ ოთხი ღამე აქციის მონაწილეები საქართველოს პარლამენტთან მობილიზებულ შსს-ის წარმომადგენლების მისამართით ქვებს, ბოთლებსა და რკინის საგნებს, პიროტექნიკას ისვრიან, ძალოვანები კი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზსა და ე.წ. წიწაკის სპრეის იყენებენ. გუშინ, 1-ელ დეკემბერს კლინიკებში სხვადასხვა დაზიანებებით 37 ადამიანი შეიყვანეს, მათგან 12 პოლიციელი.
„შეკრებილთა ნაწილი აზიანებს ადგილზე არსებულ ინფრასტრუქტურას, ასევე, აქციის მონაწილეებს თან აქვთ სხვადასხვა სახის, საფრთხის შემცველი ნივთები, რომლებიც შესაძლოა, გასული დღეების მსგავსად, ძალადობრივი ქმედებებისთვის იყოს გამოყენებული", - ნათქვამია განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აფრთხილებს აქციის იმ მონაწილეებს, რომელთა ქმედებები სცდება პროტესტის გამოხატვის კანონით დასაშვებ ფორმებს, შეწყვიტონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და პროტესტი გამოხატონ კანონით დაშვებულ ფარგლებში.
„წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო გაატარებს კანონით მინიჭებულ შესაბამის ღონისძიებებს. თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“,- ნათქვამია განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე ტერიტორიაზე, აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს კანონმდებლობით დაცულია შეკრება-მანიფესტაციისა და გამოხატვის უფლება, ასევე განსაზღვრულია პროტესტის გამოხატვის ფორმები, რათა დაცული იყოს საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.
საპროტესტო აქციები იმართება ყველა დიდ ქალაქში, თუმცა მოვლენების მთავარი ეპიცენტრი კვლავ დედაქალაქია, კერძოდ, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია. დღის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა რაიონში მცირერიცხოვანი აქციები იმართება, 19:00 საათისთვის კი პარლამენტის შენობის წინ იკრიბებიან ისინი, ვინც ხელისუფლების გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან.
წამყვანი ოპოზიციური პარტიების ლიდერები, ასევე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მათ მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. მათი თქმით, ხელისუფლებამ გააყალბა 26 ოქტომბრის არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც მმართველი გუნდის წინააღმდეგია.
ხელისუფლება აცხადებს, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობს „რადიკალური ოპოზიციის“ მიერ უცხოური დაფინანსებით მომზადებული პირთა აგრესიული ჯგუფები, რომლებიც აწყობენ პროვოკაციებს სიტუაციის დესტაბილიზაციისა და სახელმწიფო გადატრიალებისთვის ნიადაგის მოსამზადებლად. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების განცხადებით, ისინი მაიდანს ვერ მიაღწევენ.
ბოლო ინფორმაციით, თბილისში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცველებმა ჯამში 224 პირი დააკავეს.