შსს: მოარიდეთ ძალადობრივ გარემოს არასრულწლოვნები

© photo: Sputnikაქცია პარლამენტთან
აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2024
გამოწერა
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. მოვუწოდებთ მშობლებს და არასრულწლოვანი პირების კანონიერ წარმომადგენლებს, იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად და მოარიდონ ძალადობრივ გარემოს არასრულწლოვნები, განაცხადა შინაგან საქმეთა მინსიტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე.
როგორც დარახველიძემ აღნიშნა, სხვადასხვა მედიასაშუალების ეთერებით ვრცელდება კადრები, სადაც მიმდინარე შეკრებასა და მანიფესტაციაზე შეინიშნებიან მცირეწლოვანი ბავშვები.
„საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა ბავშვს აქვს უფლება, ისარგებლოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით. თუმცა, მიმდინარე აქციები მრავალგზის გასცდა მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, შესაბამისად, აქციაზე მყოფი ბავშვები იმყოფებიან ძალადობრივ გარემოში და არსებობს მათი დაშავების მაღალი რისკი”, -განაცხადა დარახველიძემ.
მისი თქმით, ბავშვის უფლებათა კოდექსის თანახმად, ბავშვი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჯანმრთელობისთვის უვნებელი გარემოთი და საჯარო სივრცით, შესაბამისად მშობელი ან ბავშვის აღზრდაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია დაიცვას იგი.
მიუხედავად იმისა, რომ აქციის დაწყებიდან მალევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მხრიდან გაკეთდა ოფიციალური განცხადება, რომ შეკრება-მანიფესტაცია ჩატარებულიყო მშვიდ გარემოში და ადგილი არ ჰქონოდა ძალადობრივ ქმედებებს, საზოგადოება მკაფიოდ ხედავს, რომ პროტესტის გამომხატველთა ქმედებები არაერთხელ გასცდა კანონით გათვალისწინებულ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს, თქბა მინისტრის მოადგილემ.
„მოვუწოდებთ მშობლებს და არასრულწლოვანი პირების კანონიერ წარმომადგენლებს იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად და ძალადობრივ გარემოს მოარიდონ არასრულწლოვნები”, -აღნიშნა დარახველიძემ.
საქართველოში საპროტესტო აქციები მეოთხე დღეა გრძელდება - ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ. დაკავებულთა საერთო რაოდენობა 200 ადამიანს აჭარბებს.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის თანამშრომლები წყლის ჭავლის მეშვეობით ცდილობენ აქციის მონაწილეთა აგრესიული ჯგუფის წევრების მოგერიებას, თუმცა მომიტინგეები არ წყვეტენ ძალადობრივ ქმედებებს.
შსს აფრთხილებს აქციის მონაწილეებს შეწყვიტონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში უწყება გაატარებს კანონით მინიჭებულ შესაბამის ღონისძიებებს.
ყველა ახალი ამბავი
0