შსს: აქციის მონაწილეები პოლიციელებზე თავდასხმას აგრძელებენ

© photo: Sputnikაქცია პარლამენტთან
აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2024
გამოწერა
კვირას, პარლამენტთან აქციაზე საპოლიციო ძალებმა ჭიჭინაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეების მისამართით წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენა.
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეთა ნაწილი რამდენიმე საათია პოლიციელთა მისამართით ძალადობრივ ქმედებებს აორციელებენ, ნათქვამია შინაგან საქმეთა განცხადებაში.
საქართველოში საპროტესტო აქციები მეოთხე დღეა გრძელდება - ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ. დაკავებულთა საერთო რაოდენობა 200 ადამიანს აჭარბებს.
„აქციის მონაწილეთა გარკვეული ნაწილი, ისევე როგორც წინა დღეებში, დღესაც აგრძელებს ძალადობრივ ქმედებებს. რამდენიმე საათის განმავლობაში საზოგადოება აშკარად ხედავდა მუდმივ თავდასხმებს პოლიციაზე ძალადობრივი საპროტესტო ჯგუფების მიერ“, - ნათქვამია განცხადებაში.
შსს-ს შესაბამისი ქვედანაყოფების თანამშრომლები აგრესიული ჯგუფის წევრების მოგერიებას წყლის ჭავლის გამოყენებით ცდილობენ, თუმცა აქციის მონაწილეები ძალადობრივ ქმედებებს არ წყვეტენ.
„იყო შემთხვევები, როდესაც პარლამენტის შენობის დაზიანების მიზნით, აგრესიული ჯგუფის წევრებმა ჯერ ქვებით და სხვა მძიმე საგნებით ჩაამტვრიეს მინები, შემდეგ პარლამენტის შენობაში აალებადი საგნები შეაგდეს და ბოლოს პიროტექნიკის გამოყენებით ცეცხლი გააჩინეს", - ნათქვამია განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა აგრესიულად განწყობილ მომიტინგეებს შეწყვიტონ უკანონო ქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებულ შესაბამისი ზომები.
კვირას, პარლამენტთან აქციაზე საპოლიციო ძალებმა ჭიჭინაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეების მისამართით წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენა.
30 ნოემბრის საპროტესტო აქციი მონაწილეებმა დააზიანეს პარლამენტის 48 ოთახი, ტექნიკა და ავეჯი, ასევე ჩაამტვრიეს შენობის ფანჯრის მინები.
ყველა ახალი ამბავი
0