https://sputnik-georgia.com/20241202/policiaze-tavdasxmistvis-erti-piri-daakaves-291211282.html
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააკავეს
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააკავეს
Sputnik საქართველო
ბოლო ინფორმაციით, თბილისში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით ჯამში 224 პირი დააკავეს. 02.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-02T22:05+0400
2024-12-02T22:05+0400
2024-12-02T22:05+0400
საქართველო
კულტურა საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საპროტესტო აქციები თბილისში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/1e/291179921_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_f119bc5ebfe1ee348f29fd73e2871466.jpg
თბილისი, 2 დეკემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 52 წლის მამაკაცი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულგანცხადებაში.ბრალდებულს გამოძიება 1-ელ დეკემბერს რუსთაველის გამზირზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართულებით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავება, რის შემდეგაც დაზიანდა სამინისტროს ბალანსზე არსებული წყლის ჭავლის მანქანა.სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული თბილისში დააკავეს.ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.უწყების ინფორმაციით, მიმდინარე აქციების ფარგლებში ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჩადენილ ყველა დანაშაულებრივ ქმედებაზე გამოძიება სსკ-ის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის დაკავებულია 4 პირი.გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩამდენი ყველა პირის დადგენისა და დაკავების მიზნით.თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მეხუთე დღეა გრძელდება. პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ 28 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას - მიზეზად დასახელდა აღნიშნული საკითხის შანტაჟის ინსტრუმენტად გამოყენება.ზედიზედ მეხუთე ღამეა აქციის მონაწილეები საქართველოს პარლამენტთან მობილიზებულ შსს-ის წარმომადგენლების მისამართით ქვებს, ბოთლებსა და რკინის საგნებს, პიროტექნიკას ისვრიან, ძალოვანები კი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზსა და ე.წ. წიწაკის სპრეის იყენებენ. გუშინ, 1-ელ დეკემბერს კლინიკებში სხვადასხვა დაზიანებებით 37 ადამიანი შეიყვანეს, მათგან 12 პოლიციელი.საპროტესტო აქციები იმართება ყველა დიდ ქალაქში, თუმცა მოვლენების მთავარი ეპიცენტრი კვლავ დედაქალაქია, კერძოდ, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია. დღის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა რაიონში მცირერიცხოვანი აქციები იმართება, 19:00 საათისთვის კი პარლამენტის შენობის წინ იკრიბებიან ისინი, ვინც ხელისუფლების გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან.წამყვანი ოპოზიციური პარტიების ლიდერები, ასევე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მათ მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. მათი თქმით, ხელისუფლებამ გააყალბა 26 ოქტომბრის არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც მმართველი გუნდის წინააღმდეგია.ხელისუფლება აცხადებს, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობს „რადიკალური ოპოზიციის“ მიერ უცხოური დაფინანსებით მომზადებული პირთა აგრესიული ჯგუფები, რომლებიც აწყობენ პროვოკაციებს სიტუაციის დესტაბილიზაციისა და სახელმწიფო გადატრიალებისთვის ნიადაგის მოსამზადებლად. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების განცხადებით, ისინი მაიდანს ვერ მიაღწევენ.ბოლო ინფორმაციით, თბილისში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცველებმა ჯამში 224 პირი დააკავეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/1e/291179921_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_a4d34b8c9d92e0f25fd3f3a1a808fb43.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კულტურა საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საპროტესტო აქციები თბილისში , ახალი ამბები
საქართველო, კულტურა საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საპროტესტო აქციები თბილისში , ახალი ამბები
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააკავეს
ბოლო ინფორმაციით, თბილისში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით ჯამში 224 პირი დააკავეს.
თბილისი, 2 დეკემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 52 წლის მამაკაცი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულგანცხადებაში.
ბრალდებულს გამოძიება 1-ელ დეკემბერს რუსთაველის გამზირზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართულებით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავება, რის შემდეგაც დაზიანდა სამინისტროს ბალანსზე არსებული წყლის ჭავლის მანქანა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული თბილისში დააკავეს.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარე აქციების ფარგლებში ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჩადენილ ყველა დანაშაულებრივ ქმედებაზე გამოძიება სსკ-ის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის დაკავებულია 4 პირი.
გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩამდენი ყველა პირის დადგენისა და დაკავების მიზნით.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მეხუთე დღეა გრძელდება. პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ 28 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას - მიზეზად დასახელდა აღნიშნული საკითხის შანტაჟის ინსტრუმენტად გამოყენება.
ზედიზედ მეხუთე ღამეა აქციის მონაწილეები საქართველოს პარლამენტთან მობილიზებულ შსს-ის წარმომადგენლების მისამართით ქვებს, ბოთლებსა და რკინის საგნებს, პიროტექნიკას ისვრიან, ძალოვანები კი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზსა და ე.წ. წიწაკის სპრეის იყენებენ. გუშინ, 1-ელ დეკემბერს კლინიკებში სხვადასხვა დაზიანებებით 37 ადამიანი შეიყვანეს, მათგან 12 პოლიციელი.
საპროტესტო აქციები იმართება ყველა დიდ ქალაქში, თუმცა მოვლენების მთავარი ეპიცენტრი კვლავ დედაქალაქია, კერძოდ, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია. დღის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა რაიონში მცირერიცხოვანი აქციები იმართება, 19:00 საათისთვის კი პარლამენტის შენობის წინ იკრიბებიან ისინი, ვინც ხელისუფლების გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან.
წამყვანი ოპოზიციური პარტიების ლიდერები, ასევე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მათ მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. მათი თქმით, ხელისუფლებამ გააყალბა 26 ოქტომბრის არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც მმართველი გუნდის წინააღმდეგია.
ხელისუფლება აცხადებს, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობს „რადიკალური ოპოზიციის“ მიერ უცხოური დაფინანსებით მომზადებული პირთა აგრესიული ჯგუფები, რომლებიც აწყობენ პროვოკაციებს სიტუაციის დესტაბილიზაციისა და სახელმწიფო გადატრიალებისთვის ნიადაგის მოსამზადებლად. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების განცხადებით, ისინი მაიდანს ვერ მიაღწევენ.
ბოლო ინფორმაციით, თბილისში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცველებმა ჯამში 224 პირი დააკავეს.