საქართველომ და სამხრეთ კორეამ თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმდნენ

© photo: Sputnik / Andrei Olfertსეული
სეული - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2024
გამოწერა
შეთანხმების ხელმოწერაზე უფლებამოსილ პირად პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე დანიშნა
თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. საქართველო აპირებს უახლოეს მომავალში დაასრულოს სამხრეთ კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები, ნათქვამია პარლამენტში წარდგენილ სამთავრობო პროგრამაში.
თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი გულისხმობს ქვეყნების მიერ წარმოებული პროდუქტებით ვაჭრობას დამატებითი გადასახადების გარეშე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე პასუხისმგებელ პირად ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე უკვე დანიშნა და შეთანხმებული ტექსტი დაამტკიცა.
პროგრამის მიხედვით, უახლოეს მომავალში ასევე იგეგმება კონსულტაციების გაგრძელება ისრაელთან მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, საქართველო აპირებს გააგრძელოს მუშაობა აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად.
დღეს საქართველოს უკვე აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან, ჩინეთთან, ჰონგ-კონგთან, თურქეთთან, არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან, დიდ ბრიტანეთთან, დსთ-ის ქვეყნებთან, ასევე თავისუფალი ვაჭრობის ევროპულ ასოციაციასთან, რომელშიც შედის ოთხი ქვეყანა.
ყველა ახალი ამბავი
0