საპროტესტო აქციაზე ვიდეოსამეთვალყურეო კამერების დაზიანებისთვის მამაკაცი დააკავეს

© photo: Sputnikპარლაენტის შენობა
პარლაენტის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2024
გამოწერა
თბილისში რამდენიმე დღეა საპროტეტსტო აქციები იმართება. დაკავებულთა საერთო რაოდენობა 200 ადამიანს აჭარბებს.
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ბრალდებით წარსულში ქურდობისთვის, ქურდობის მცდელობისთვის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მამაკაცი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ 27 წლის მამაკაცმა, რომელიც ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრია, მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას, ცეცხლი წაუკიდა პარლამენტის შენობის ბოძზე დამონტაჟებულ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ის ბალანსზე რიცხულ ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ელექტროსადენებსა და კვების ბლოკს, რითაც დაზიანდა და მწყობრიდან გამოვიდა აღნიშნული მოწყობილობა.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 6-წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
საქართველოში საპროტესტო აქციები მეოთხე დღეა გრძელდება - ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ. დაკავებულთა საერთო რაოდენობა 200 ადამიანს აჭარბებს.
ყველა ახალი ამბავი
0