Bakuriani-2025: საქართველო ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის 4 მლნ ლარამდე დახარჯავს

© photo: Sputnik / Stringerბაკურიანი
ბაკურიანი - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2024
გამოწერა
2015 წელს საქართველო პირველად გახდა ევროპის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელი-ქვეყანა.
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩასატარებლად, რომელიც ქვეყანაში 2025 წლის თებერვალში გაიმართება, 3,8 მილიონ ლარს მიიღებს, ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში.
საქართველოს ზამთრის კურორტმა ბაკურიანმა 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის ოფიციალური სტატუსი მიიღო. გადაწყვეტილება 2020 წელს ევროპის ოლიმპიური კომიტეტის 49-ე გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს - თამაშების ნაწილი თბილისისა და ბათუმის სპორტულ მოედნებზე ჩატარდება.
საქართველოს ოლიმპიური კომიტეტისთვის თანხა საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა. საქართველოს ხელისუფლება ირწმუნება, რომ მთელი ინფრასტრუქტურა, საჭირო სტანდარტების სრული დაცვით, დადგენილ ვადაში იქნება მზად.
2015 წელს საქართველო პირველად გახდა ევროპის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელი-ქვეყანა. 27 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში თბილისში სპორტის ცხრა სახეობაში შეჯიბრებები გაიმართა. ფესტივალში 50 ქვეყნიდან ოთხი ათასამდე სპორტსმენი მონაწილეობდა. მაშინ ქართველმა სპორტსმენებმა ოთხი ოქრო და ექვსი ბრინჯაო მოიპოვეს.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით ევროპული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციამ შექმნა. ზამთრის, ისე ზაფხულის ფესტივალი - ორ წელიწადში ერთხელ იმართება.
ყველა ახალი ამბავი
0