https://sputnik-georgia.com/20241201/30-noembers-aqciaze-44-piri-dashavda-291191623.html
რამდენი ადამიანი დაშავდა საპროტეტსტო აქციაზე 30 ნოემბერს? ჯანდაცვის უწყების განმარტება
რამდენი ადამიანი დაშავდა საპროტეტსტო აქციაზე 30 ნოემბერს? ჯანდაცვის უწყების განმარტება
Sputnik საქართველო
საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების 20 ბრიგადა. 01.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-01T16:17+0400
2024-12-01T16:17+0400
2024-12-01T16:17+0400
საქართველო
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საპროტესტო აქციები თბილისში
ახალი ამბები
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/01/291182651_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_7af341c25cfbe1c9f6c5b654bb788531.jpg
თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. 30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა სამედიცინო დაწესებულებებში 44 ადამიანი გადაიყვანეს, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.საქართველოში საპროტესტო აქციები მეოთხე დღეა გრძელდება - ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ. უწყების ცნობით, დაშავებულთა შორის აქციის 27 მონაწილე, მედიასაშუალების ერთი და შინაგან საქმეთა სამინისტროს 16 წარმომადგენელია.საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების 20 ბრიგადა. ადგილზე სამედიცინო დახმარება გაეწია ათობით მოქალაქეს, მათ შორის მედიისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომელთაც არ ესაჭიროებოდათ ჰოსპიტალიზაცია.უწყების ცნობით, აღნიშნული მონაცემები მოიცავს მხოლოდ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ჰოსპიტალიზებულთა რიცხვს.შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადებით, რუსთაველის გამზირზე გუშინ, საღამოს გამართულ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა 50 ადამიანი დააკავეს, 28-ნოემბრიდან -აქციის დაწყებიდან დღემდე კი მთლიანობაში 200-ზე მეტი ადამინაი დააკავეს.შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადებით, აქცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში დესტრუქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა - შეკრებილებმა პიროტექნიკა გამოიყენეს და სხვადასხვა საგნებს ცეცხლი წაუკიდეს. ამასთან, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობას ქვები დაუშინეს და სათვალთვალო კამერები დააზიანეს. საპასუხოდ, პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი.ხელისუფლების ამგვარ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მორიგი მკაცრი რეზოლუციის მიღება, რომელშიც ნათქვამია, რომ 26 ოქტომბერს ქვეყანაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები იყო „დემოკრატიის უკან დახევის კიდევ ერთი გამოვლინება“ ქვეყანაში.რეზოლუციის თანახმად, ადგილი ჰქონდა მასშტაბურ გაყალბებას, ამიტომაც საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა აღიაროს ამ არჩევნების შედეგები და ამავდროულად უნდა მოუწოდოს საქართველოს ხელახლა ჩაატაროს არჩევნები ერთი წლის განმავლობაში.ევროპარლამენტმა ასევე მოუწოდა ევროკავშირს და ევროკავშირის ქვეყნებს, დააწესონ პერსონალური სანქციები მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის, თბილისის მერ კახა კალაძისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/01/291182651_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_35b272b1cdecebd53b0f448c075e5efa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საპროტესტო აქციები თბილისში , ახალი ამბები, თბილისი დღეს
საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საპროტესტო აქციები თბილისში , ახალი ამბები, თბილისი დღეს
რამდენი ადამიანი დაშავდა საპროტეტსტო აქციაზე 30 ნოემბერს? ჯანდაცვის უწყების განმარტება
საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების 20 ბრიგადა.
თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. 30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა სამედიცინო დაწესებულებებში 44 ადამიანი გადაიყვანეს, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოში საპროტესტო აქციები მეოთხე დღეა გრძელდება - ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ.
უწყების ცნობით, დაშავებულთა შორის აქციის 27 მონაწილე, მედიასაშუალების ერთი და შინაგან საქმეთა სამინისტროს 16 წარმომადგენელია.
„დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მათმა ნაწილმა დატოვა სამედიცინო დაწესებულებები, ნაწილი კი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკაში რჩება”, -აღნიშნულია ინფორმაციაში.
საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების 20 ბრიგადა. ადგილზე სამედიცინო დახმარება გაეწია ათობით მოქალაქეს, მათ შორის მედიისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომელთაც არ ესაჭიროებოდათ ჰოსპიტალიზაცია.
უწყების ცნობით, აღნიშნული მონაცემები მოიცავს მხოლოდ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ჰოსპიტალიზებულთა რიცხვს.
შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადებით, რუსთაველის გამზირზე გუშინ, საღამოს გამართულ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა 50 ადამიანი დააკავეს, 28-ნოემბრიდან -აქციის დაწყებიდან დღემდე კი მთლიანობაში 200-ზე მეტი ადამინაი დააკავეს.
შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადებით, აქცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში დესტრუქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა - შეკრებილებმა პიროტექნიკა გამოიყენეს და სხვადასხვა საგნებს ცეცხლი წაუკიდეს. ამასთან, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობას ქვები დაუშინეს და სათვალთვალო კამერები დააზიანეს. საპასუხოდ, პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი.
ხელისუფლების ამგვარ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მორიგი მკაცრი რეზოლუციის მიღება, რომელშიც ნათქვამია, რომ 26 ოქტომბერს ქვეყანაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები იყო „დემოკრატიის უკან დახევის კიდევ ერთი გამოვლინება“ ქვეყანაში.
რეზოლუციის თანახმად, ადგილი ჰქონდა მასშტაბურ გაყალბებას, ამიტომაც საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა აღიაროს ამ არჩევნების შედეგები და ამავდროულად უნდა მოუწოდოს საქართველოს ხელახლა ჩაატაროს არჩევნები ერთი წლის განმავლობაში.
ევროპარლამენტმა ასევე მოუწოდა ევროკავშირს და ევროკავშირის ქვეყნებს, დააწესონ პერსონალური სანქციები მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის, თბილისის მერ კახა კალაძისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ.