შსს: რუსთაველზე მიმდინარე აქციის დროს სამართალდამცველები დაშავდნენ

© photo: Sputnik / Stringerაქციის დაშლა. 2024 წლის 29 ნოემბერი
აქციის დაშლა. 2024 წლის 29 ნოემბერი - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2024
გამოწერა
რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეების მიმართ სამართალდამცველებმა გამოიყენეს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები გამოიყენეს, აღნიშნავენ უწყებაში.
თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს დედაქალაქში საპროტესტო ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება და უარი თქვა მთავრობისთვის გრანტების მიღებაზე.
უწყების ცნობით, მიუხედავად ადგილზე მართლწესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებული სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურად გავრცელებული განცხადებისა, უკვე რამდენიმე საათია აქციის წევრები სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციელებს, მათი მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა სახის საგნებს, პიროტექნიკას. ამის შედეგად დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი.
„აქციის მონაწილეები აზიანებენ და ცეცხლს უკიდებენ ინფრასტრუქტურას. აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეთა გარკვეულმა ნაწილმა გადაინაცვლა ჭიჭინაძის ქუჩის მიმართულებით, სადაც აღნიშნულმა პირებმა დააზიანეს პარლამენტის შესასვლელი ჭიშკარი”, - ნათქვამია განცხადებაში.
აქციის მონაწილეთა ძალადობრივი, კანონსაწინააღმდეგო ქმედებები საზოგადოებამ ნათლად იხილა სატელევიზიო ეთერებში. სამართალდამცველებმა სიტუაციის განმუხტვის მიზნით გამოიყენეს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები, აღნიშნავენ სამინისტროში.
შსს კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.
ყველა ახალი ამბავი
0