https://sputnik-georgia.com/20241130/sss-parlamenttan-aqciaze-107-piri-daakaves-291171126.html
შსს: პარლამენტთან აქციაზე 107 პირი დააკავეს
შსს: პარლამენტთან აქციაზე 107 პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეების მიმართ სამართალდამცველებმა გამოიყენეს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები გამოიყენეს, აღნიშნავენ... 30.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-30T09:17+0400
2024-11-30T09:17+0400
2024-11-30T11:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საპროტესტო აქციები თბილისში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/1e/291166865_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_5aa5ebc15d53ca9bce3a7ae64e1b32f9.jpg
თბილისი, 30 ნოემბერი - Sputnik. პარლამენტის შენობასთან აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის დაკავებულია 107 პირი, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.საპროტესტო აქცია თბილისში გუშინ, დაახლოებით 19:00 საათზე განახლდა. ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ.უწყების განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების არაერთი მოწოდების მიუხედავად, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს.შსს-ს ცნობით, დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი. ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება ერთი პოლიციელი, რომელსაც სხეულის სხვადასხვა არეში აღენიშნება დამწვრობა.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, არაერთი მოწოდების მიუხედავად შეკრებილმა პირებმა საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააზიანეს თბილისის მუნიციპალიტეტისა თუ კერძო პირების ინფრასტრუქტურა, პარლამენტის დამცავი ჯებირი, სხვადასხვა ნივთებსა და სადენებს წაუკიდეს ცეცხლი, აღმართეს ბარიკადები, დააზიანეს პარლამენტის შესასვლელი ჭიშკარი და ვიდეოსამეთვალყურეო კამერები.107 პირი სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისადაა დაკავებული.პროტესტის ქრონიკარუსთაველის გამზირზე აქცია მთელი ღამე გაგრძელდა. ახლა რუსთაველზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.ძალოვანების მრავალრიცხოვანი მოწოდებების მიუხედავად, მომიტინგეები არ იშლებოდნენ და სპეცრაზმელების მისამართით ისროდნენ პიროტექნიკას, ფაერებს, ბოთლებს და სხვა საგნებს, საპასუხოდ იღებდნენ წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ აირს.მომიტინგეები რუსთაველის გამზირზე ნაპოვნი საგნებისგან - ესაა ნაგვის ურნები, ელექტრო სკუტერები, სკამები, სხვადასხვა რკინის კონსტრუქციები და სხვა საგნები - ბარიკადებს აწყობდნენ და მერე ცეცხლს უკიდებდნენ.საპროტესტო აქციის დროს დაშავდა ასევე „ტვ პირველის“ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი. ის კლინიკაში ტვინის შერყევით მოხვდა. ტელეარხი ამტკიცებს, რომ ჟურნალისტს ძალოვანები გაუსწორდნენ.რაც შეეხება ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ამოიღოს დღის წესრიგიდან 2028 წლამდე გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, კობახიძემ ეს იმით ახსნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხი საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის ინსტრუმენტად გამოიყენება, ისევე როგორც ეს ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას ხდებოდა.მისი თქმით, საქართველო არ ჩერდება და გააგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. 2028 წლის ბოლომდე საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ იქნება მომზადებული 2030 წელს ევროკავშირის წევრობისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად.მან აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას აპირებს არა მათხოვრობით, ცალ ფეხზე დგომით, არამედ ღირსებით, გამართული დემოკრატიული სისტემით და ძლიერი ეკონომიკით.წყარო - შსს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/1e/291166865_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_72a882f00f34dedf0d085d89a3043f62.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საპროტესტო აქციები თბილისში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საპროტესტო აქციები თბილისში
შსს: პარლამენტთან აქციაზე 107 პირი დააკავეს
09:17 30.11.2024 (განახლებულია: 11:11 30.11.2024) რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეების მიმართ სამართალდამცველებმა გამოიყენეს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები გამოიყენეს, აღნიშნავენ უწყებაში.
თბილისი, 30 ნოემბერი - Sputnik. პარლამენტის შენობასთან აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის დაკავებულია 107 პირი, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საპროტესტო აქცია თბილისში გუშინ, დაახლოებით 19:00 საათზე განახლდა. ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ.
უწყების განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების არაერთი მოწოდების მიუხედავად, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს.
„მთელი ღამის განმავლობაში აქციის წევრები პოლიციელებს სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ. რუსთაველის გამზირზე მყოფი პირები სამართალდამცველების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა სახის საგნებს, ქვებს, პიროტექნიკას, შუშის ბოთლებსა და რკინის საგნებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
შსს-ს ცნობით, დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი. ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება ერთი პოლიციელი, რომელსაც სხეულის სხვადასხვა არეში აღენიშნება დამწვრობა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, არაერთი მოწოდების მიუხედავად შეკრებილმა პირებმა საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააზიანეს თბილისის მუნიციპალიტეტისა თუ კერძო პირების ინფრასტრუქტურა, პარლამენტის დამცავი ჯებირი, სხვადასხვა ნივთებსა და სადენებს წაუკიდეს ცეცხლი, აღმართეს ბარიკადები, დააზიანეს პარლამენტის შესასვლელი ჭიშკარი და ვიდეოსამეთვალყურეო კამერები.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, გამოიყენეს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები“, - ნათქვამია განცხადებაში.
107 პირი სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისადაა დაკავებული.
რუსთაველის გამზირზე აქცია მთელი ღამე გაგრძელდა. ახლა რუსთაველზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
ძალოვანების მრავალრიცხოვანი მოწოდებების მიუხედავად, მომიტინგეები არ იშლებოდნენ და სპეცრაზმელების მისამართით ისროდნენ პიროტექნიკას, ფაერებს, ბოთლებს და სხვა საგნებს, საპასუხოდ იღებდნენ წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ აირს.
მომიტინგეები რუსთაველის გამზირზე ნაპოვნი საგნებისგან - ესაა ნაგვის ურნები, ელექტრო სკუტერები, სკამები, სხვადასხვა რკინის კონსტრუქციები და სხვა საგნები - ბარიკადებს აწყობდნენ და მერე ცეცხლს უკიდებდნენ.
საპროტესტო აქციის დროს დაშავდა ასევე „ტვ პირველის“ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი. ის კლინიკაში ტვინის შერყევით მოხვდა. ტელეარხი ამტკიცებს, რომ ჟურნალისტს ძალოვანები გაუსწორდნენ.
რაც შეეხება ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ამოიღოს დღის წესრიგიდან 2028 წლამდე გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, კობახიძემ ეს იმით ახსნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხი საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის ინსტრუმენტად გამოიყენება, ისევე როგორც ეს ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას ხდებოდა.
მისი თქმით, საქართველო არ ჩერდება და გააგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. 2028 წლის ბოლომდე საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ იქნება მომზადებული 2030 წელს ევროკავშირის წევრობისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად.
მან აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას აპირებს არა მათხოვრობით, ცალ ფეხზე დგომით, არამედ ღირსებით, გამართული დემოკრატიული სისტემით და ძლიერი ეკონომიკით.