https://sputnik-georgia.com/20241129/sss-socialur-qselebsi-xelketebis-da-jawvebis-segrovebis-organizeba-xdeba-291160784.html
შსს: სოციალურ ქსელებში ხელკეტების და ჯაჭვების შეგროვების ორგანიზება ხდება
შსს: სოციალურ ქსელებში ხელკეტების და ჯაჭვების შეგროვების ორგანიზება ხდება
Sputnik საქართველო
მოქალაქეებმა, რომლებიც აღაშფოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის დღის წესრიგიდან 2028 წლამდე მოხსნის შესახებ... 29.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-29T21:36+0400
2024-11-29T21:36+0400
2024-11-29T21:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საპროტესტო აქციები თბილისში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/1d/291135760_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_c923e922cd912e8b4077066812ee8df3.jpg
თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. სოციალურ ქსელებში დახურული ჯგუფის ზოგიერთი წევრი დანარჩენებს მოუწოდებს შსს-ს მანქანების დაზიანებისკენ, აორგანიზებს ხელკეტების, ჯაჭვების, რკინის მილების შეგროვებას, რათა ამ საგნების გამოყენებით ძალოვნებს გაუსწორდნენ, განაცხადა ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ.მოქალაქეებმა, რომლებიც აღაშფოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხის დღის წესრიგიდან 2028 წლამდე მოხსნის შესახებ, საპროტესტო აქციები თბილისში, ბათუმსა და სხვა დიდ ქალაქებში განაახლეს. როგორც გუშინ, დღესაც ყველაზე მეტი ადამიანი დედაქალაქში, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბა.მისი თქმით, ამავე ჯგუფებში ხდება სხვადასხვა საგნების შეგროვების ორგანიზება ძალოვანებზე ანგარიშსწორებისთვის.„ამავე ჯგუფების წევრები შეკრება-მანიფესტაციისთვის ხელკეტებით, რკინის მილების, ჯაჭვების, საღებავების, სხვადასხვა სახის რკინის ნივთებისა და ხელსაწყოების მობილიზებას აორგანიზებენ და თანამოაზრეებს მოუწოდებენ აქციაზე სამართალდამცველთა წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების განხორციელებისას გამოიყენონ აღნიშნული ნივთები“, - განაცხადა დარახველიძემ.გარდა ამისა, სოციალურ ქსელებში ვრცელდება მოწოდებები შეკრება-მანიფესტაციების ჩატარებისას სხვადასხვა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ბლოკირების, მათ შორის, ტელერადიომაუწლებლობების, რკინიგზის სადგურების, ცენტრალური მაგისტრალებისა და სხვა საკვანძო ობიექტების პიკეტირების შესახებ.„აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შევახსენებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობა დეტალურად განსაზღვრავს შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების სამართლებრივ ჩარჩოებსა და ფარგლებს, რათა დაცული იყოს შეკრების მშვიდობიანი ხასიათი, საზოგადოებრივი უსაფრთხოება, უზრუნველყოფილი იყოს სხვადასხვა დაწესებულების გამართული ფუნქციონირება და ტრანსპორტის ნორმალური მუშაობა“, - განაცხადა დარახველიძემ.მან აღნიშნა, რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება არ მოიცავს სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნორმალური მუშაობისა და მოქალაქეთა ცხოვრების ჩვეული რიტმის მიზანმიმართული შეფერხების უფლებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/1d/291135760_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_8062f1670152a16e086c4685e67b2cec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საპროტესტო აქციები თბილისში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საპროტესტო აქციები თბილისში
შსს: სოციალურ ქსელებში ხელკეტების და ჯაჭვების შეგროვების ორგანიზება ხდება
მოქალაქეებმა, რომლებიც აღაშფოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის დღის წესრიგიდან 2028 წლამდე მოხსნის შესახებ, საპროტესტო აქციები განაახლეს.
თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. სოციალურ ქსელებში დახურული ჯგუფის ზოგიერთი წევრი დანარჩენებს მოუწოდებს შსს-ს მანქანების დაზიანებისკენ, აორგანიზებს ხელკეტების, ჯაჭვების, რკინის მილების შეგროვებას, რათა ამ საგნების გამოყენებით ძალოვნებს გაუსწორდნენ, განაცხადა ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ.
მოქალაქეებმა, რომლებიც აღაშფოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხის დღის წესრიგიდან 2028 წლამდე მოხსნის შესახებ, საპროტესტო აქციები თბილისში, ბათუმსა და სხვა დიდ ქალაქებში განაახლეს. როგორც გუშინ, დღესაც ყველაზე მეტი ადამიანი დედაქალაქში, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბა.
„სოციალურ ქსელებში არსებულ სხვადასხვა დახურულ ჯგუფში, გარკვეული პირები აქტიურად ავრცელებენ პროვოკაციულ მოწოდებებს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ავტომობილების და ვიდეოსამეთვალყურეო კამერების დაზიანების შესახებ“, - განაცხადა დარახველიძემ.
მისი თქმით, ამავე ჯგუფებში ხდება სხვადასხვა საგნების შეგროვების ორგანიზება ძალოვანებზე ანგარიშსწორებისთვის.
„ამავე ჯგუფების წევრები შეკრება-მანიფესტაციისთვის ხელკეტებით, რკინის მილების, ჯაჭვების, საღებავების, სხვადასხვა სახის რკინის ნივთებისა და ხელსაწყოების მობილიზებას აორგანიზებენ და თანამოაზრეებს მოუწოდებენ აქციაზე სამართალდამცველთა წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების განხორციელებისას გამოიყენონ აღნიშნული ნივთები“, - განაცხადა დარახველიძემ.
გარდა ამისა, სოციალურ ქსელებში ვრცელდება მოწოდებები შეკრება-მანიფესტაციების ჩატარებისას სხვადასხვა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ბლოკირების, მათ შორის, ტელერადიომაუწლებლობების, რკინიგზის სადგურების, ცენტრალური მაგისტრალებისა და სხვა საკვანძო ობიექტების პიკეტირების შესახებ.
„აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შევახსენებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობა დეტალურად განსაზღვრავს შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების სამართლებრივ ჩარჩოებსა და ფარგლებს, რათა დაცული იყოს შეკრების მშვიდობიანი ხასიათი, საზოგადოებრივი უსაფრთხოება, უზრუნველყოფილი იყოს სხვადასხვა დაწესებულების გამართული ფუნქციონირება და ტრანსპორტის ნორმალური მუშაობა“, - განაცხადა დარახველიძემ.
მან აღნიშნა, რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება არ მოიცავს სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნორმალური მუშაობისა და მოქალაქეთა ცხოვრების ჩვეული რიტმის მიზანმიმართული შეფერხების უფლებას.