https://sputnik-georgia.com/20241129/sss-m-momitingeebi-mesamed-gaafrtxila-samartaldamcvelebma-specsasualeba-gamoiyenes-291143196.html
შსს-მ მომიტინგეები მესამედ გააფრთხილა: სამართალდამცველებმა სპეცსაშუალება გამოიყენეს
შსს-მ მომიტინგეები მესამედ გააფრთხილა: სამართალდამცველებმა სპეცსაშუალება გამოიყენეს
Sputnik საქართველო
ვითარების განმუხტვის მიზნით, პოლიციამ მიმართა კანონით დადგენილ ღონისძიებებს და გამოიყენა სპეციალური საშუალება, ნათქვამია უწყების განცხადებაში 29.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-29T01:37+0400
2024-11-29T01:37+0400
2024-11-29T01:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/1d/291136350_0:155:2996:1840_1920x0_80_0_0_edf6a34bbab1ade904cf6ec2164c1c37.jpg
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს, პარლამენტთან აქციაზე უკვე სამი პოლიციელი დაშავდა, ნათქვამია შსს-ს უკვე მესამე განცხადებაში, რომელსაც ის დღეს საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ავრცელებს.საპროტესტო აქციები თბილისში, ქუთაისში, ბათუმში მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება და უარი თქვა მთავრობისთვის გრანტების მიღებაზე.„სამართალდამცველთა მხრიდან ადგილზე გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურად გავრცელებული განცხადებების მიუხედავად, აქციის წევრები ფიზიკურად უპირისპირდებიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ სამართალდამცველებს. ასევე, მათი მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა სახის საგნებს, რის შედეგადაც დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმა თანამშრომელმა. აქედან ორი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში იმოქმედებს და გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ იძულების ღონისძიებებს, მათ შორის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა „წიწაკის სპრეი“ გამოიყენეს.ოპოზიცია, პრეზიდენტი და მათ მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები ტოტალურად გააყალბა. ისინი საერთაშორისო გამოძიებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/1d/291136350_169:0:2828:1994_1920x0_80_0_0_8e67addd85592560fda5fc80cbb2ff32.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
შსს-მ მომიტინგეები მესამედ გააფრთხილა: სამართალდამცველებმა სპეცსაშუალება გამოიყენეს
ვითარების განმუხტვის მიზნით, პოლიციამ მიმართა კანონით დადგენილ ღონისძიებებს და გამოიყენა სპეციალური საშუალება, ნათქვამია უწყების განცხადებაში
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს, პარლამენტთან აქციაზე უკვე სამი პოლიციელი დაშავდა, ნათქვამია შსს-ს უკვე მესამე განცხადებაში, რომელსაც ის დღეს საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ავრცელებს.
საპროტესტო აქციები თბილისში, ქუთაისში, ბათუმში მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება და უარი თქვა მთავრობისთვის გრანტების მიღებაზე.
„სამართალდამცველთა მხრიდან ადგილზე გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურად გავრცელებული განცხადებების მიუხედავად, აქციის წევრები ფიზიკურად უპირისპირდებიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ სამართალდამცველებს. ასევე, მათი მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა სახის საგნებს, რის შედეგადაც დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმა თანამშრომელმა. აქედან ორი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
ვითარების განმუხტვის მიზნით, პოლიციამ მიმართა კანონით დადგენილ ღონისძიებებს და გამოიყენა სპეციალური საშუალება.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში იმოქმედებს და გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ იძულების ღონისძიებებს, მათ შორის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა „წიწაკის სპრეი“ გამოიყენეს.
ოპოზიცია, პრეზიდენტი და მათ მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები ტოტალურად გააყალბა. ისინი საერთაშორისო გამოძიებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.