https://sputnik-georgia.com/20241129/premier-ministrma-evrokavsiris-elci-dezinformaciis-gavrcelebasi-daadanasaula-291157354.html
პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ელჩი დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა
პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ელჩი დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა
Sputnik საქართველო
ევროკავშირის ელჩის მსგავს ქმედებებს ამიერიდან დიპლომატიური რეაგირება მოყვება 29.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-29T18:00+0400
2024-11-29T18:00+0400
2024-11-29T18:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/08/290243511_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_f8d1ef944bed1fffadf7c1eb15055c09.jpg
თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებდა და ახლა დეზინფორმაციას ავრცელებს იმის შესახებ, თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ საქართველოს ევროინტეგრაცია შეაჩერა, განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.ერთი დღით ადრე კობახიძემ გააჟღერა ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა 2028 წლამდე მოხსნას დღის წესრიგიდან, რადგან ამ საკითხს შანტაჟის ინსტრუმენტად იყენებენ. ეს კი, ჰერჩინსკის თქმით, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება აღარ არის დაინტერესებული მიჰყვეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას მომავალი 4 წლის განმავლობაში.პრემიერის თქმით, ეს გასაკვირი არაა.„იმ ფონზე, რომ ევროკავშირის ელჩი არჩევნების წინ უშუალოდ იყო ჩართული საარჩევნო აგიტაციაში, რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ და მმართველი გუნდის წინააღმდეგ, რაც ვენის კონვენციისა და დემოკრატიული საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევაა, მისი დეზინფორმაციული განცხადება ჩვენთვის ნაკლებად იყო გასაკვირი“, - განაცხადა კობახიძემ.მან აღნიშნა, რომ ამიერიდან მსგავს ქმედებს დიპლომატიური რეაგირება მოყვება.კითხვაზე, რა მოიაზრება კონკრეტული დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმაში, კობახიძემ აღნიშნა, რომ, პირველ რიგში, ეს იქნება ელჩის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება.პრემიერის თქმით, დეზინფორმაციის მთავარი გამავრცელებლები არიან რადიკალური ოპოზიცია, მასთან დაკავშირებული „ენჯეოები“ და მედიასაშუალებები.მმართველ გუნდში „რადიკალური ოპოზიციას“ უწოდებენ ყველა იმ ოპოზიციურ პარტიას, რომელიც მოხვდა პარლამენტში, უპირველეს ყოვლისა, ყოფილ მმართველ პარტიას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, მისი სატელიტ და მემკვიდრე პარტიებს.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ადამიანს წაკითხულის ან მოსმენილის გააზრების უნარი აქვს, ის არ აღიქვამდა გუშინდელ განცხადებას, როგორც ხელისუფლების გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ.კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროპული ღირებულებების და კურსის ერთგულია და გაჩერებას არ აპირებს. საუბარია მხოლოდ შანტაჟის ინსტრუმენტების ნეიტრალიზებაზე.კობახიძის თქმით, 2022 წლიდან საქართველოს აშანტაჟებდნენ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის საკითხით, ხოლო როცა ეს სტატუსი ბოლოს და ბოლოს მიანიჭეს ქვეყანას, დაიწყო შანტაჟი ევროკავშირთან დაახლოების მეორე ეტაპით - მოლაპარაკებების გახსნის საკითხით.ამ საკითხებს შანტაჟის ინსტრუმენტად იყენებენ კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები, განაცხადა კობახიძემ.მისი თქმით, საქართველო გააგრძელებს იმ ვალდებულებების შესრულებას, რომლებსაც ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგი ითვალისწინებს, და 2028 წლის ბოლოსთვის საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ იქნება მზად ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისთვის.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/08/290243511_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_c05c52e6278f664f90567c0a220bd725.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ელჩი დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა
ევროკავშირის ელჩის მსგავს ქმედებებს ამიერიდან დიპლომატიური რეაგირება მოყვება
თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებდა და ახლა დეზინფორმაციას ავრცელებს იმის შესახებ, თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ საქართველოს ევროინტეგრაცია შეაჩერა, განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
ერთი დღით ადრე კობახიძემ გააჟღერა ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა 2028 წლამდე მოხსნას დღის წესრიგიდან, რადგან ამ საკითხს შანტაჟის ინსტრუმენტად იყენებენ. ეს კი, ჰერჩინსკის თქმით, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება აღარ არის დაინტერესებული მიჰყვეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას მომავალი 4 წლის განმავლობაში.
„სამწუხაროა, რომ დეზინფორმაციის კამპანიაში ჩაერთო ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი... პაველ ჰერჩინსკი, რომელიც არჩევნების წინ ამტკიცებდა, რომ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი შეჩერებული იყო, ახლა ამტკიცებს, რომ თურმე ეს პროცესი საქართველოს ხელისუფლებამ შეაჩერა“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ეს გასაკვირი არაა.
„იმ ფონზე, რომ ევროკავშირის ელჩი არჩევნების წინ უშუალოდ იყო ჩართული საარჩევნო აგიტაციაში, რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ და მმართველი გუნდის წინააღმდეგ, რაც ვენის კონვენციისა და დემოკრატიული საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევაა, მისი დეზინფორმაციული განცხადება ჩვენთვის ნაკლებად იყო გასაკვირი“, - განაცხადა კობახიძემ.
მან აღნიშნა, რომ ამიერიდან მსგავს ქმედებს დიპლომატიური რეაგირება მოყვება.
„გარკვეული დროის განმავლობაში, ჩვენ თავს ვარიდებდით ამგვარ მოვლენებზე დიპლომატიურ რეაგირებას, თუმცა ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი და თუ ქცევის ცვლილებას არ ვიხილავთ, მომავალში ამგვარ ფაქტებზე, როგორც ევროკავშირის ელჩის, ისე სხვა შესაბამისი ელჩების მიმართ, რეაგირება აუცილებლად გვექნება, საუბარია დიპლომატიურ რეაგირებაზე“, - განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, რა მოიაზრება კონკრეტული დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმაში, კობახიძემ აღნიშნა, რომ, პირველ რიგში, ეს იქნება ელჩის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება.
პრემიერის თქმით, დეზინფორმაციის მთავარი გამავრცელებლები არიან რადიკალური ოპოზიცია, მასთან დაკავშირებული „ენჯეოები“ და მედიასაშუალებები.
„მათ საზოგადოებას უთხრეს ტყუილი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა“, - განაცხადა კობახიძემ.
მმართველ გუნდში „რადიკალური ოპოზიციას“ უწოდებენ ყველა იმ ოპოზიციურ პარტიას, რომელიც მოხვდა პარლამენტში, უპირველეს ყოვლისა, ყოფილ მმართველ პარტიას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, მისი სატელიტ და მემკვიდრე პარტიებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ადამიანს წაკითხულის ან მოსმენილის გააზრების უნარი აქვს, ის არ აღიქვამდა გუშინდელ განცხადებას, როგორც ხელისუფლების გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ.
კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროპული ღირებულებების და კურსის ერთგულია და გაჩერებას არ აპირებს. საუბარია მხოლოდ შანტაჟის ინსტრუმენტების ნეიტრალიზებაზე.
კობახიძის თქმით, 2022 წლიდან საქართველოს აშანტაჟებდნენ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის საკითხით, ხოლო როცა ეს სტატუსი ბოლოს და ბოლოს მიანიჭეს ქვეყანას, დაიწყო შანტაჟი ევროკავშირთან დაახლოების მეორე ეტაპით - მოლაპარაკებების გახსნის საკითხით.
ამ საკითხებს შანტაჟის ინსტრუმენტად იყენებენ კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები, განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველო გააგრძელებს იმ ვალდებულებების შესრულებას, რომლებსაც ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგი ითვალისწინებს, და 2028 წლის ბოლოსთვის საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ იქნება მზად ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისთვის.