ჯანდაცვის სამინისტრო - აქციაზე დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

© photo: Sputnikაქციის დაშლა. 2024 წლის 28 ნოემბერი
აქციის დაშლა. 2024 წლის 28 ნოემბერი - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2024
გამოწერა
პარლამენტთან გუშინ გამართული აქციაზე მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაწყებული დაპირისპირება აქციის დაშლით დამთავრდა.
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 28 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შედეგად 33 ადამიანი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
უწყების ცნობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილი 33 ადამიანიდან 13 მომიტინგე, მედიის 4 წარმომადგენელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს 16 თანამშრომელია.
სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მათივე ცნობით, პაციენტების ნაწილმა კლინიკა დატოვა, ნაწილი კი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია 28 ნოემბრის დაახლოებით 19:00 საათზე, მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება და უარი თქვა მთავრობისთვის გრანტების მიღებაზე.
ყველა ახალი ამბავი
0