https://sputnik-georgia.com/20241128/zurabisvilma-evrokavsiris-qveynebis-elcebs-xelisuflebastan-brzolasi-daxmareba-stxova-291133312.html
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს ხელისუფლებასთან ბრძოლაში დახმარება სთხოვა
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს ხელისუფლებასთან ბრძოლაში დახმარება სთხოვა
Sputnik საქართველო
დღეს საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლამდე მოხსნას დღის წესრიგიდან ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება და... 28.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-28T23:44+0400
2024-11-28T23:44+0400
2024-11-28T23:56+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1e/288178944_0:152:1363:919_1920x0_80_0_0_6f3a04a883aa052108c2f37aa7527deb.jpg
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაადანაშაულა ქვეყნის ხელისუფლება „კონსტიტუციური გადატრიალების" განხორციელებაში და მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დაეხმარონ მას და ოპოზიციას ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაში.ამის შესახებ მან ბრიფინგზე ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან და წამყვანი ოპოზიციური ძალების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მან სასწრაფო წესით შეხვედრები გამართა მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლამდე მოხსნას დღის წესრიგიდან ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება და უარი თქვა მთავრობისთვის გრანტების მიღებაზე.პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ ქვეყნის მმართველი გუნდი არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს „ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში“, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო ორგანოებმა, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღონ ყველა ზომა, რათა უზრუნველყონ საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში.პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავისი გადაწყვეტილებით დაადასტურა საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება - ევროპიდან რუსეთისკენ.„მათ (დიპლომატებს - რედ.) მივმართე და ვთხოვე, ახლავე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება, რაც ამდენ ხანს იყო მისაღები და დაგვეხმარონ იმ ერთადერთ მოთხოვნაში, რაც არის ჩვენი და ხალხის მოთხოვნა - ახალი არჩვების დანიშვნა და ჩატარება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.პრეზიდენტის თქმით, მან უთხრა დიპლომატებს, რომ განვითარებული მოვლენების შეფასება დააგვიანეს, რადგან რაღაც მტკიცებულებებს ელოდებოდნენ.ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის რეზოლუციას გამოეხმაურა - რა გადაწყვეტილება მიიღეს დღეს>>აგრეთვე ზურაბიშვილმა ქართველ ელჩებს მიმართა და რიტორიკული კითხვა დაუსვა: დღეს რაღას აკეთებთ, ვის ემსახურებით, რას ემსახურებით, სად ხართ?პრეზიდენტმა ასევე პოლიციელებს მიმართა:ამ დროისთვის პოლიციის ძალები მობილიზებულია საქართველოს რამდენიმე ქალაქში, სადაც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს - თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და გორში. ყველაზე მრავალრიცხოვანი აქცია ამ წუთებში თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარეობს.საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მთავრობის წევრებთან და პოლიტსაბჭოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილება გააჟღერა.კობახიძემ ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხი საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის ინსტრუმენტად გამოიყენება, ისევე როგორც ეს ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას მოხდა.მისი თქმით, საქართველო არ ჩერდება და გააგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. 2028 წლის ბოლომდე საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ იქნება მომზადებული 2030 წელს ევროკავშირის წევრობისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად.მან აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას აპირებს არა მათხოვრობით, ცალ ფეხზე დგომით, არამედ ღირსებით, გამართული დემოკრატიული სისტემით და ძლიერი ეკონომიკით.26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარებაზე უარი თქვა ოპოზიციურმა ძალებმა, რომლებმაც გადალახეს ხუთპროცენტიანი ბარიერი - სამმა კოალიციამ და ერთმა პარტიამ. მათ განაცხადეს არჩევნების ტოტალური გაყალბების შესახებ და მოითხოვეს საერთაშორისო გამოძიება, ასევე ახალი არჩევნების ჩატარება.ხელისუფლება გაყალბებასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები ყოველდღიურად მართავენ ბრიფინგებს და კომენტარს აკეთებენ თითოეულ ბრალდებაზე. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნების გაყალბების ფსევდომტკიცებულებების ფაბრიკაციით იყვნენ დაკავებულები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1e/288178944_0:177:1363:1200_1920x0_80_0_0_db0aa9bd634a34367436696184f1c79f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს ხელისუფლებასთან ბრძოლაში დახმარება სთხოვა
23:44 28.11.2024 (განახლებულია: 23:56 28.11.2024) დღეს საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლამდე მოხსნას დღის წესრიგიდან ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება და უარი თქვას მთავრობისთვის გრანტების მიღებაზე.
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაადანაშაულა ქვეყნის ხელისუფლება „კონსტიტუციური გადატრიალების" განხორციელებაში და მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დაეხმარონ მას და ოპოზიციას ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაში.
ამის შესახებ მან ბრიფინგზე ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან და წამყვანი ოპოზიციური ძალების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მან სასწრაფო წესით შეხვედრები გამართა მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლამდე მოხსნას დღის წესრიგიდან ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება და უარი თქვა მთავრობისთვის გრანტების მიღებაზე.
„დღეს დაესვა წერტილი იმ საკონსტიტუციო გადატრიალებას რომელიც დაწყებულია უკვე რამდენიმე თვეა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.
პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ ქვეყნის მმართველი გუნდი არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს „ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში“, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო ორგანოებმა, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღონ ყველა ზომა, რათა უზრუნველყონ საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავისი გადაწყვეტილებით დაადასტურა საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება - ევროპიდან რუსეთისკენ.
„მათ (დიპლომატებს - რედ.) მივმართე და ვთხოვე, ახლავე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება, რაც ამდენ ხანს იყო მისაღები და დაგვეხმარონ იმ ერთადერთ მოთხოვნაში, რაც არის ჩვენი და ხალხის მოთხოვნა - ახალი არჩვების დანიშვნა და ჩატარება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის თქმით, მან უთხრა დიპლომატებს, რომ განვითარებული მოვლენების შეფასება დააგვიანეს, რადგან რაღაც მტკიცებულებებს ელოდებოდნენ.
აგრეთვე ზურაბიშვილმა ქართველ ელჩებს მიმართა და რიტორიკული კითხვა დაუსვა: დღეს რაღას აკეთებთ, ვის ემსახურებით, რას ემსახურებით, სად ხართ?
პრეზიდენტმა ასევე პოლიციელებს მიმართა:
„მინდა, მივმართო პოლიციას, ნამდვილ პოლიციას, რომელიც სახელმწიფოს ემსახურება - თქვენ სახელმწიფოს გარეშე არაფერი ხართ და თქვენი მოვალეობა ამ სახელმწიფოში არის ის, რომ მოქალაქეები დაიცვათ და არა მონები და არა რუსები და არა უცხოელები და არა მოღალატეები, ასე რომ, თქვენც აიღეთ თქვენს ხელში, რაც არის თქვენი გადასაწყვეტი!“ - განაცხადა მან.
ამ დროისთვის პოლიციის ძალები მობილიზებულია საქართველოს რამდენიმე ქალაქში, სადაც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს - თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და გორში. ყველაზე მრავალრიცხოვანი აქცია ამ წუთებში თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარეობს.
საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მთავრობის წევრებთან და პოლიტსაბჭოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილება გააჟღერა.
კობახიძემ ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხი საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის ინსტრუმენტად გამოიყენება, ისევე როგორც ეს ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას მოხდა.
მისი თქმით, საქართველო არ ჩერდება და გააგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. 2028 წლის ბოლომდე საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ იქნება მომზადებული 2030 წელს ევროკავშირის წევრობისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად.
მან აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას აპირებს არა მათხოვრობით, ცალ ფეხზე დგომით, არამედ ღირსებით, გამართული დემოკრატიული სისტემით და ძლიერი ეკონომიკით.
26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარებაზე უარი თქვა ოპოზიციურმა ძალებმა, რომლებმაც გადალახეს ხუთპროცენტიანი ბარიერი - სამმა კოალიციამ და ერთმა პარტიამ. მათ განაცხადეს არჩევნების ტოტალური გაყალბების შესახებ და მოითხოვეს საერთაშორისო გამოძიება, ასევე ახალი არჩევნების ჩატარება.
ხელისუფლება გაყალბებასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები ყოველდღიურად მართავენ ბრიფინგებს და კომენტარს აკეთებენ თითოეულ ბრალდებაზე. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნების გაყალბების ფსევდომტკიცებულებების ფაბრიკაციით იყვნენ დაკავებულები.