https://sputnik-georgia.com/20241128/xelisuflebis-gadawyvetilebis-gamo-tbilissi-qutaissa-da-batumsi-saprotesto-aqciebi-daiwyo-291131119.html
ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში საპროტესტო აქციებზე დაიწყო
ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში საპროტესტო აქციებზე დაიწყო
Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რამდენიმე წლით მოხსნას დღის წესრიგიდან ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა. 28.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-28T21:44+0400
2024-11-28T21:44+0400
2024-11-28T21:44+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/0c/290852969_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_14dffe5f0f4af5565e2ca347df206b68.jpg
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. საპროტესტო აქციები თბილისში, ქუთაისში, ბათუმში მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლამდე მოხსნას დღის წესრიგიდან ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება და უარი თქვას მთავრობისთვის გრანტების მიღებაზე.გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების მთავრობისა და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ გაახმოვანა. რამდენიმე საათით ადრე ახალმა პარლამენტმა განახლებულ მთავრობას კობახიძის მეთაურობით ნდობა გამოუცხადა.თბილისში, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან, სადაც ქვეყნის ხელმძღვანელობამ შეხვედრა გამართა და სადაც კობახიძემ განცხადება გააკეთა, ასევე რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.ბათუმში ხელისუფლების ოპონენტები ევროპის მოედანზე (ერას) შეიკრიბნენ, ქუთაისში კი - „ქართული ოცნების“ ოფისთან. ქუთაისში მიმდინარე აქციაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა, რომლებმაც გზის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს. შედეგად ერთი პირი დააკავეს.კობახიძის განცხადების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ოპოზიციის მხარდამჭერია, ევროკავშირის ელჩები თავის რეზიდენციაში მოლაპარაკებებისთვის მიიწვია.ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის რეზოლუციას გამოეხმაურა - რა გადაწყვეტილება მიიღეს დღეს>>მოგვიანებით საპრეზიდენტო რეზიდენციაში მივიდა ყველა იმ ოპოზიციური პარტიის ლიდერი, რომლებიც პარლამენტში 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად მოხვდნენ, მაგრამ შედეგების აღიარებაზე უარი თქვეს.ოპოზიცია, პრეზიდენტი და მათ მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები ტოტალურად გააყალბა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/0c/290852969_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_cd927cfcddd8263532a60aebbb1854ac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში საპროტესტო აქციებზე დაიწყო
საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რამდენიმე წლით მოხსნას დღის წესრიგიდან ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა.
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. საპროტესტო აქციები თბილისში, ქუთაისში, ბათუმში მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლამდე მოხსნას დღის წესრიგიდან ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება და უარი თქვას მთავრობისთვის გრანტების მიღებაზე.
გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების მთავრობისა და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ გაახმოვანა. რამდენიმე საათით ადრე ახალმა პარლამენტმა განახლებულ მთავრობას კობახიძის მეთაურობით ნდობა გამოუცხადა.
თბილისში, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან, სადაც ქვეყნის ხელმძღვანელობამ შეხვედრა გამართა და სადაც კობახიძემ განცხადება გააკეთა, ასევე რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ბათუმში ხელისუფლების ოპონენტები ევროპის მოედანზე (ერას) შეიკრიბნენ, ქუთაისში კი - „ქართული ოცნების“ ოფისთან. ქუთაისში მიმდინარე აქციაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა, რომლებმაც გზის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს. შედეგად ერთი პირი დააკავეს.
კობახიძის განცხადების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ოპოზიციის მხარდამჭერია, ევროკავშირის ელჩები თავის რეზიდენციაში მოლაპარაკებებისთვის მიიწვია.
მოგვიანებით საპრეზიდენტო რეზიდენციაში მივიდა ყველა იმ ოპოზიციური პარტიის ლიდერი, რომლებიც პარლამენტში 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად მოხვდნენ, მაგრამ შედეგების აღიარებაზე უარი თქვეს.
ოპოზიცია, პრეზიდენტი და მათ მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები ტოტალურად გააყალბა.