https://sputnik-georgia.com/20241128/tu-moijare-ar-ixdis-qiras-mtavroba-mesakutreta-uflebebis-dacvaze-musaobs-291118682.html
თუ მოიჯარე არ იხდის ქირას: მთავრობა მესაკუთრეთა უფლებების დაცვაზე მუშაობს
თუ მოიჯარე არ იხდის ქირას: მთავრობა მესაკუთრეთა უფლებების დაცვაზე მუშაობს
Sputnik საქართველო
ბევრი მესაკუთრე ჩივის, რომ ვერ ასახლებს მოიჯარეს, რომელიც ქირას არ იხდის, რადგან სასამართლო პროცესები წლების განმავლობაში გრძელდება 28.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-28T10:41+0400
2024-11-28T10:41+0400
2024-11-28T10:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0d/268486553_0:789:2048:1941_1920x0_80_0_0_79d8c8c0156617e6643246192826fa17.jpg
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობა გეგმავს ახალი სერვისის დანერგვას, რომელიც დაიცავს მესაკუთრეებს ქირავნობის ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, ნათქვამია სამთავრობო პროგრამაში „მხოლოდ მშვიდობით ღირსებით კეთილდღეობით ევროპისკენ - 2025-2028".ამ ეტაპზე პროგრამა შესაბამის კომიტეტებში განიხილება. საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობისა და მისი პროგრამისადმი ნდობის გამოცხადების საკითხი უკვე 28 ნოემბერს უნდა განიხილოს.ახალი გამარტივებული სერვისი − „სასყიდლიანი ხელშეკრულებების რეგისტრაცია“ - ითვალისწინებს სასყიდლიანი ხელშეკრულების, მათ შორის, იჯარის/ქირავნობის ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, მესაკუთრეთა უფლებების დაცვის/აღდგენის მექანიზმებს.სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე შესაძლებელი გახდება როგორც ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის დაკმაყოფილება, ისე საკუთრების უფლების აღდგენა, იმ შემთხვევებისთვის, როდესაც მოიჯარე/დამქირავებელი არ იხდის საიჯარო ქირას/ქირას ან/და ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს უძრავ ქონებას.საქართველოში გამოსახლების საკითხი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია, დიდი რაოდენობის გაქირავებული ფართების გათვალისწინებით, რომლებზედაც მოთხოვნა ქალაქებში წლიდან წლამდე იზრდება.ბევრი მესაკუთრე ჩივის, რომ ვერ ასახლებს მოიჯარეს, რომელიც ქირას არ იხდის, რადგან სასამართლო პროცესები წლების განმავლობაში გრძელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0d/268486553_0:597:2048:2133_1920x0_80_0_0_3b3527d37be2137bf2191579f2ef7821.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
თუ მოიჯარე არ იხდის ქირას: მთავრობა მესაკუთრეთა უფლებების დაცვაზე მუშაობს
ბევრი მესაკუთრე ჩივის, რომ ვერ ასახლებს მოიჯარეს, რომელიც ქირას არ იხდის, რადგან სასამართლო პროცესები წლების განმავლობაში გრძელდება
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობა გეგმავს ახალი სერვისის დანერგვას, რომელიც დაიცავს მესაკუთრეებს ქირავნობის ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, ნათქვამია სამთავრობო პროგრამაში „მხოლოდ მშვიდობით ღირსებით კეთილდღეობით ევროპისკენ - 2025-2028".
ამ ეტაპზე
პროგრამა შესაბამის კომიტეტებში განიხილება. საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობისა და მისი პროგრამისადმი ნდობის გამოცხადების საკითხი უკვე 28 ნოემბერს უნდა განიხილოს.
ახალი გამარტივებული სერვისი − „სასყიდლიანი ხელშეკრულებების რეგისტრაცია“ - ითვალისწინებს სასყიდლიანი ხელშეკრულების, მათ შორის, იჯარის/ქირავნობის ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, მესაკუთრეთა უფლებების დაცვის/აღდგენის მექანიზმებს.
სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე შესაძლებელი გახდება როგორც ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის დაკმაყოფილება, ისე საკუთრების უფლების აღდგენა, იმ შემთხვევებისთვის, როდესაც მოიჯარე/დამქირავებელი არ იხდის საიჯარო ქირას/ქირას ან/და ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს უძრავ ქონებას.
საქართველოში გამოსახლების საკითხი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია, დიდი რაოდენობის გაქირავებული ფართების გათვალისწინებით, რომლებზედაც მოთხოვნა ქალაქებში წლიდან წლამდე იზრდება.
ბევრი მესაკუთრე ჩივის, რომ ვერ ასახლებს მოიჯარეს, რომელიც ქირას არ იხდის, რადგან სასამართლო პროცესები წლების განმავლობაში გრძელდება.