https://sputnik-georgia.com/20241128/davitshvili-germaniis-elchs-pasuxobs-291128985.html
ეკონომიკის ზრდა რეფორმებთანაა დაკავშირებული: ვიცე-პრემიერი გერმანიის ელჩს პასუხობს
ეკონომიკის ზრდა რეფორმებთანაა დაკავშირებული: ვიცე-პრემიერი გერმანიის ელჩს პასუხობს
Sputnik საქართველო
დავითაშვილმა განმარტა, მიუხედავად მრავალი შემზღუდველი ფაქტორისა, საქართველოს ეკონომიკა ყველაზე სწრაფად მზარდია არა მხოლოდ ევროპაში, არამედ სამხრეთ კავკასიისა... 28.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-28T21:31+0400
2024-11-28T21:31+0400
2024-11-29T17:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/06/271105806_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_ad7a2f0eda999de43b3866f44661e915.jpg
თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმებით არის განპირობებული და არა უკრაინაში განვითარებული მოვლენების ეფექტით, განუცხადა ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.დავითაშვილი მედიაპლატფორმა BMG-ის ეთერში გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის განცხადებას იმის თაობაზე, რომ საქართველოში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან მოულოდნელი მოგებაა.მისი თქმით, სწორედ უკრაინაში მიმდინარე პროცესებმა შექმნა საქართველოს ეკონომიკის ზრდის ხელშემწყობი ფაქტორები, მაგრამ ეს დროებითი მოვლენაა.დავითაშვილის თქმით, გულდასაწყვეტია, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი საუბრობს ასეთი ფორმით, რასაც არ აქვს ეკონომიკური საფუძველი.„ძალიან ბევრი ქვეყანა იგივე გეოგრაფიაში, რომელთაც უფრო ლიბერალური ეკონომიკური ურთიერთობები გააჩნიათ რუსეთთან, არ იზრდება იგივე მაღალი ტემპით,. როგორითაც იზრდება საქართველოს ეკონომიკა", - განაცხადა დავითაშვილმა.როგორც დავითაშვილმა განმარტა, მიუხედავად მრავალი შემზღუდველი ფაქტორისა, საქართველოს ეკონომიკა ყველაზე სწრაფად მზარდია არა მხოლოდ ევროპაში, არამედ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან შედარებით.მისი თქმით, ეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის შეფასება არ არის, რომ ეკონომიკა უახლოეს წლებში სწრაფად განვითარდება, ამას ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო-ფინანსური ინსტიტუტების პროგნოზებიც ადასტურებს.„ეს არის, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის საშუალოვადიანი პროგნოზი, რომ საქართველო უფრო სწრაფად გაიზრდება, ვიდრე იგივე დსთ-ის წევრი ქვეყნები. აქედან გამომდინარე, შეიძლება იყო 1-2%-იანი ეფექტი, რომელიც შუა დერეფნის როლს და მნიშვნელობას, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში აქტივობებს ზრდის და ეს, რა თქმა უნდა, არის ჩვენი ეკონომიკისთვის პოზიტიური ფაქტორი", - განაცხადა დავითაშვილმა. ბოლო წლებში საქართველოს მშპ სტაბილურად იზრდება. საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა, 2022 წლის საშუალო მაჩვენებელი 11%, 2023 წელს - 7,8% იყო. 2024 წლის სექტემბერში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,3% შეადგინა, ხოლო 2024 წლის იანვარ-სექტემბერში მშპ-ს რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა - 9,8%.უთანხმოება საქართველოსა და დასავლეთს შორისსაქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს ქვეყნისგან დისტანცირება - მთავრობისთვის დახმარების ნაწილი გაყინეს, ასევე შეჩერებულია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეს სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა, მედიაში კი დაიწყო საუბრები ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე.ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში.გარდა ამისა, ოქტომბრის შუა რიცხვებში გახდა ცნობილი, რომ დიდმა ბრიტანეთმა შეაჩერა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი", კიბერუსაფრთხოების ახალი პროგრამა და გააუქმა თავდაცვის სფეროში მაღალი დონის მოლაპარაკებები.როგორც საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი.ცეცხლზე ნავთი დაასხა საქართველოში სექტემბერში „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღებამ, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს.„ქართული ოცნების“ ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვის იმედი აქვთ. ისინი ამტკიცებენ, რომ ევროპული ღირებულებების ერთგული არიან და ზემოაღნიშნული კანონები მიიღეს ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით.„გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღება, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური ფინანსური დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს, მმართველი პარტიის ლიდერებმა ახსნეს იმით, რომ სწორედ გამჭვირვალობა არის „ევროპულობა".ხოლო „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი „ქართული ოცნების“ ლიდერების აზრით, არის საპასუხო რეაქცია საქართველოსთვის ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის თავსმოხვევის მცდელობაზე. ლგბტ-პროპაგანდა დაპყრობის საუკეთესო თანამედროვე იარაღია, განაცხადა მმართველი პარტიის დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/06/271105806_53:0:1193:855_1920x0_80_0_0_4474364350debbe26142fda50013a4b2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ახალი ამბები
ეკონომიკის ზრდა რეფორმებთანაა დაკავშირებული: ვიცე-პრემიერი გერმანიის ელჩს პასუხობს
21:31 28.11.2024 (განახლებულია: 17:00 29.11.2024) დავითაშვილმა განმარტა, მიუხედავად მრავალი შემზღუდველი ფაქტორისა, საქართველოს ეკონომიკა ყველაზე სწრაფად მზარდია არა მხოლოდ ევროპაში, არამედ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან შედარებით.
თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმებით არის განპირობებული და არა უკრაინაში განვითარებული მოვლენების ეფექტით, განუცხადა ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
დავითაშვილი მედიაპლატფორმა BMG-ის ეთერში გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის განცხადებას იმის თაობაზე, რომ საქართველოში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან მოულოდნელი მოგებაა.მისი თქმით, სწორედ უკრაინაში მიმდინარე პროცესებმა შექმნა საქართველოს ეკონომიკის ზრდის ხელშემწყობი ფაქტორები, მაგრამ ეს დროებითი მოვლენაა.
„გადაჭარბებული, რომ ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკური პროგრესი და განსაკუთრებით ბოლო წელს, არის დაკავშირებული მხოლოდ და მხოლოდ გეოპოლიტიკურ ვითარებასთან... საქართველოს ეკონომიკური ზრდა დიდწილად განპირობებულია იმ მნიშვნელოვანი რეფორმებით, რომლებიც რამდენიმე წლის წინ განვახორციელეთ“, - განაცხადა დავითაშვილმა.
დავითაშვილის თქმით, გულდასაწყვეტია, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი საუბრობს ასეთი ფორმით, რასაც არ აქვს ეკონომიკური საფუძველი.
„ძალიან ბევრი ქვეყანა იგივე გეოგრაფიაში, რომელთაც უფრო ლიბერალური ეკონომიკური ურთიერთობები გააჩნიათ რუსეთთან, არ იზრდება იგივე მაღალი ტემპით,. როგორითაც იზრდება საქართველოს ეკონომიკა", - განაცხადა დავითაშვილმა.
როგორც დავითაშვილმა განმარტა, მიუხედავად მრავალი შემზღუდველი ფაქტორისა, საქართველოს ეკონომიკა ყველაზე სწრაფად მზარდია არა მხოლოდ ევროპაში, არამედ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან შედარებით.
მისი თქმით, ეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის შეფასება არ არის, რომ ეკონომიკა უახლოეს წლებში სწრაფად განვითარდება, ამას ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო-ფინანსური ინსტიტუტების პროგნოზებიც ადასტურებს.
„ეს არის, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის საშუალოვადიანი პროგნოზი, რომ საქართველო უფრო სწრაფად გაიზრდება, ვიდრე იგივე დსთ-ის წევრი ქვეყნები. აქედან გამომდინარე, შეიძლება იყო 1-2%-იანი ეფექტი, რომელიც შუა დერეფნის როლს და მნიშვნელობას, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში აქტივობებს ზრდის და ეს, რა თქმა უნდა, არის ჩვენი ეკონომიკისთვის პოზიტიური ფაქტორი", - განაცხადა დავითაშვილმა.
ბოლო წლებში საქართველოს მშპ სტაბილურად იზრდება. საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა, 2022 წლის საშუალო მაჩვენებელი 11%, 2023 წელს - 7,8% იყო. 2024 წლის სექტემბერში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,3% შეადგინა, ხოლო 2024 წლის იანვარ-სექტემბერში მშპ-ს რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა - 9,8%.
უთანხმოება საქართველოსა და დასავლეთს შორის
საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს ქვეყნისგან დისტანცირება - მთავრობისთვის დახმარების ნაწილი გაყინეს, ასევე შეჩერებულია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეს სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა, მედიაში კი დაიწყო საუბრები ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე.
ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში.
გარდა ამისა, ოქტომბრის შუა რიცხვებში გახდა ცნობილი, რომ დიდმა ბრიტანეთმა შეაჩერა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი", კიბერუსაფრთხოების ახალი პროგრამა და გააუქმა თავდაცვის სფეროში მაღალი დონის მოლაპარაკებები.
როგორც საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი.
ცეცხლზე ნავთი დაასხა საქართველოში სექტემბერში „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღებამ, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს.
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვის იმედი აქვთ. ისინი ამტკიცებენ, რომ ევროპული ღირებულებების ერთგული არიან და ზემოაღნიშნული კანონები მიიღეს ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით.
„გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღება, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური ფინანსური დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს, მმართველი პარტიის ლიდერებმა ახსნეს იმით, რომ სწორედ გამჭვირვალობა არის „ევროპულობა".
ხოლო „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი „ქართული ოცნების“ ლიდერების აზრით, არის საპასუხო რეაქცია საქართველოსთვის ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის თავსმოხვევის მცდელობაზე. ლგბტ-პროპაგანდა დაპყრობის საუკეთესო თანამედროვე იარაღია, განაცხადა მმართველი პარტიის დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა.